LIFE

10 უჩვეულო რამ, რაც მხოლოდ ქალებს ახასიათებთ

10 უჩვეულო რამ, რაც მხოლოდ ქალებს ახასიათებთ

ძველ საბერძნეთში ქალს მამაკაცისგან განსხვავებულ სახეობად მიიჩნევდნენ თავისი განსხვავებული სხეულის, ვიზუალის, მახასიათებლების გამო. დღეს შეხედულებები გაცილებით უფრო ცივილურია, მაგრამ არის ქალის შესახებ ბევრი ისეთი რამ, რაც შესაძლოა ზოგს უჩვეულოდ მოეჩვენოს. რეალურად კი, ეს უჩვეულო მახასიათებლები გვაქცევს ქალებს განსაკუთრებულებად.

1. დილით ცუდად ყოფნა ფეხმძიმე ქალებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა - კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფეხმძიმეებისთვის დილით ცუდად ყოფნა ჩვეულებრივი მოვლენაა და რეალურად, ეს ეხმარება მუცლად მყოფ პატარას ტოქსინებისგან თავის დაღწევაში. ასევე, ეს ნიშანია იმისა, რომ ბავშვი იქნება ძლიერი და ჯანსაღი. 

10 უჩვეულო რამ, რაც მხოლოდ ქალებს ახასიათებთ

2. ქალებს ესმით ძილის დროსაც, უფრო მარტივად იღვიძებენ, ვიდრე მამაკაცები - ქალს ესმის ყველაზე დაბალი ხმებიც კი. 1 კვირის გოგონას შეუძლია, რომ თავისი დედის ხმა სხვა ხმებისგან გაარჩიოს. ეს უნარი ქალს ეხმარება განსაკუთრებით მაშინ, როცა დედა ხდება. ბავშვის ოდნავი შეშმუშვნის ხმაც კი ესმის ძილში. ასევე, სწორედ ამ უნარის გამო, ქალს მამაკაცზე უკეთ შეუძლია მიხვდეს, როდის ატყუებენ, რადგანაც ის იგებს ხმაში სულ მცირე ცვლილებასაც. 

10 უჩვეულო რამ, რაც მხოლოდ ქალებს ახასიათებთ

3. ქალები არიან ჭკვიანები და მამაკაცებისგან განსხვავებით შეუძლიათ ბევრი საქმის ერთდროულად გაკეთება - მაშინ, როცა მამაკაცებს უფრო დიდი ზომის ტვინი აქვთ, ქალები აჩვენებენ 3%-ით უკეთეს შედეგეს ინტელექტუალურ ტესტებში. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ქალების უმეტესობას შეუძლიათ ერთდროულად უამრავი საქმის კეთება, ეს უნარი კი, მამაკაცების დიდ ნაწილს არ აქვს.

10 უჩვეულო რამ, რაც მხოლოდ ქალებს ახასიათებთ

4. X ქრომოსომის გამო ქალს უკეთესი იმუნური სისტემა აქვს - გენტის უნივერსიტეტის მეცნიერები კვლევაზე დაყრდნობით წერენ, რომ X ქრომოსომის გამო ქალი უფრო გამძლეა სხვადასხვა დაავადებების მიმართ და მამაკაცზე უფრო ძლიერი იმუნური სისტემა აქვს.

10 უჩვეულო რამ, რაც მხოლოდ ქალებს ახასიათებთ

5. ქალები გრიპს, თუ სხვა დაავადებებს მამაკაცებზე უფრო მარტივად უმკლავდებიან - კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ინფექიურ დაავადებებს ქალები უფრო მარტივად უმკლავდებიან და ამის მიზეზი ჰორმონი ესტროგენია, რომელიც ქალის ორგანიზმში უფრო ჭარბადაა. ეს ნიშნავს, რომ ქალი ავადმყოფობას უმკლავდება უფრო მარტივად და სწრაფად. ესტროგენი ასევე აფერხებს დაბერების პროცესს, რის გამოც პროცენტულად ქალები მამაკაცებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

10 უჩვეულო რამ, რაც მხოლოდ ქალებს ახასიათებთ

6. პრემენსტრუალური სიმპტომები ჩნდება და ქრება ასაკის მატებასთან ერთად - ქალების უმეტესობას პრემენსტრუალური სიმპტომები აქვს თინეიჯერობიდან 40 წლამდე. ეს შეიძლება იყოს ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, სახის კანის ცვლილება და ა.შ. თუმცა გარკვეული ასაკის შემდეგ ყველაფერი ქრება.

10 უჩვეულო რამ, რაც მხოლოდ ქალებს ახასიათებთ

7. ქალებს აქვთ ბიოლოგიური უნარი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გამოიცნონ, რომელია მათ შორის ე.წ. ალფა ქალი - ბიოლოგიურად ქალები მომართულები არიან იმისკენ, რომ შეინარჩუნონ მშვიდობიანი და მეგობრული დამოკიდებულება და ამის გაკეთება მამაკაცებზე უკეთ გამოსდით. ხოლო „ალფა ქალი“ არის სოციალური ქცევების ერთგვარი დირიჟორი და მშვიდობისმყოფელი. ქალები გრძნობენ ბრომელია მათ შორის „ალფა ქალი“. ისინი იცვამენ ისე, როგორც ეს ქალი იცვამს, იციანიან ისეთ რაღაცებზე რაც მას აცინებს. ამისთვის კი, რეალურად „ლიდერი ქალი“ არაფერს აკეთებს.

10 უჩვეულო რამ, რაც მხოლოდ ქალებს ახასიათებთ

8. ორივე მკერდი სხვადასხვა ზომისაა - ძალიან ცოტა ქალს აქვს ერთნაირი ზომის მკერდი. როგორც წესი, ორივე მკერდი სხვადასხვა ზომისაა.

10 უჩვეულო რამ, რაც მხოლოდ ქალებს ახასიათებთ

9. ქალის ტვინი საჭმელმა შეიძლება ისე აღაგზნოს, როგორც მამაკაცის სხეულმა - კვლევის მიხედვით, ქალის ტვინი საჭმლის შეხედვისას, ან მასზე ფიქრის დროს შეიძლება ისე აღიგზნოს, როგორც შიშველი და მომხიბვლელი მამაკაცის დანახვისას. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ქალი ფეხმძიმეა და უბრალოდ გიჟდება საჭმელზე.

10 უჩვეულო რამ, რაც მხოლოდ ქალებს ახასიათებთ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>