სტილი

შეინარჩუნე სტილი ზამთარში

შეინარჩუნე სტილი ზამთარში

12. პრინტიანი მაისურები

BO-14 Multipic:

ჩაიცვი შენი საყვარელი სვიტერის ქვეშ პრინტიანი მაისური ან პერანგი. ზოლიანი, კუბოკრული თუ კოპლებიანი, მნიშვნელობა არ აქვს! მსგავსი პერანგი არა მარტო ჩაცმულობას გაგიხალისებს, არამედ ხასიათსაც.

11. ჩაიცვი მაღალი ჩექმა მუხლამდე ქვედაბოლოსთან ერთად

შეინარჩუნე სტილი ზამთარში

მაღალი ჩექმები ზამთრის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია! ჩაიცვი ის გრძელ, მუხლამდე ქვედაბოლოსთან ერთად და ზამთრის ყველაზე მოდური ჩაცმულობა შენია.

10. შარფი

შეინარჩუნე სტილი ზამთარში

უბრალო შავ პულოვერსაც კი გაახალისებს ჭრელი, თბილი შარფი. ის შეიძლება იყოს ნაქსოვი, კაშკაშა ფერის ან პრინტიანი. შარფები ზამთარში ყველაზე ფუნქციური აქსესუარია.

9. პასტელური ფერები მხოლოდ გაზაფხულისთვის არ არის

BO-11 Multipic:

მოიმარაგე პასტელური ფერების ნივთები და ჩაიცვი მუქ ტანსაცმელთან ერთად. ამ ფერების მეშვეობით შენი ზამთრის ჩაცმულობა სეზონის შესაბამისი იქნება. გაიკეთე რაიმე ნაზი აქსესუარი და წაისვი რუჟი – ეს შენს იერს კიდევ უფრო დახვეწს.

8. ჩაიცვი რამდენიმე ფენა ტანსაცმელი

BO-8 Multipic:

რამდენიმე ფენის ჩაცმა არ გულისხმობს, გეცვას იმდენი, რომ მოძრაობა გაგიჭირდეს. ჩაიცვი გრძელი როლინგი ან ნაქსოვი კაბა გრძელ, თბილ ქურთუკთან ერთად. შეგიძლია, ზემოდან თბილი შარფიც გაიკეთო.

7. სამკაულები

BO-7 Multipic:

მარტივია იერის გამდიდრება სამკაულებით: გაიკეთე რამდენიმე სხვადასხვა სიგრძის ყელსაბამი ერთად ან მოკლე ყელსაბამი გრძელ საყურეებთან ერთად.

6. მოუარე ქაშმირს

შეინარჩუნე სტილი ზამთარში

ზამთარში სვიტერები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ მოდურად და თბილად გეცვას. ქაშმირის სვიტერში დიდი თანხა გადაიხადე? მოუფრთხილდი მას და აუცილებლად ხელით გარეცხე. ამით თავიდან აიცილებ მის უფორმობასა და არასასურველ წელვადობას.

5. ელასტიკები და რეიტუზი

შეინარჩუნე სტილი ზამთარში

ელასტიკი შეგიძლია ყოველდღიურადაც გამოიყენო და ფორმალურადაც. რეიტუზი კი კარადას სხვადასხვა ფერებითა და თარგებით გაგიხალისებს. რაც უფრო უცნაურია რეიტუზი, მით უკეთესია განსხვავებული ჩაცმულობისთვის.

4. ფერადი ქუდი

შეინარჩუნე სტილი ზამთარში

გაახალისე შენი ჩაცმულობა ფერადი ქუდების საშუალებით. იპოვე ქუდის სტილი, რომელიც ყველაზე მეტად გიხდება. უბრალო, შავ ჩაცმულობასაც კი, ფერადი ქუდი ბევრად საინტერესო და მოდურ იერს შემატებს.

3. შუზი

შეინარჩუნე სტილი ზამთარში

თუ გსურს, მოდურად გამოიყურებოდე და თან არ შეგცივდეს, მსგავსი სტილის ფეხსაცმელი საუკეთესო გზაა ამისთვის. თითქმის ნებისმიერი ჩაცმულობა უხდება ამ სტილის ფეხსაცმელს, აარჩიე ჩაცმულობა იმის მიხედვით, სად მიდიხარ – მეგობრებთან ერთად გასართობად თუ, უბრალოდ, სამსახურში.

2. კოჭამდე შარვალი

შეინარჩუნე სტილი ზამთარში

არ იფიქრო, რომ კოჭამდე შარვლის ჩაცმა ზამთარში არ შეიძლება! ჩაიცვი შუზებთან ან მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან, თბილ როლინგთან და ქურთუკთან ერთად და ცივ ზამთარს ყველაზე მოდურად შეხვდები.

1. ფერადი ქურთუკი

შეინარჩუნე სტილი ზამთარში

როდესაც გსურს, ზამთარში განსხვავებულად გამოიყურებოდე, საუკეთესო გადაწყვეტილება ფერადი ქურთუკია. ჩაიცვი თბილ, ნეიტრალური ფერის სვიტერთან ერთად.



წყარო:&nbsp;<a href="https://www.buzzfeed.com/h2/fbso/stitchfix/12-essential-tips-to-stay-stylish-in-winter?utm_term=.hceXg33eB#.klqoxkkaz" target="_blank">www.buzzfeed.com</a>