შვეიცარიელმა ფსიქიატრმა გერმან რორშაჰმა დაამუშავა ტესტი ადამიანის ფსიქიკის გამოსაკვლევად, რომელიც დაფუძნებულია მელნის ლაქებზე.

მეთოდი საინტერესოა იმით, რომ გამოსახულებები უბიძგებენ წარმოსახვას თავისუფალ ასოციაციებზე, რომლებიც შინაარსობრივად სიზმარს ჰგავს. სიუჟეტების საფუძველზე, რომლებიც ჩნდებიან ადამიანის თავში, ბევრის მოყოლა შეიძლება მისი პიროვნების შესახებ.

რორშაჰის სურათებზე თითოეული დაინახავს საკუთარ აზრს. ტესტის ინტერპრეტაციას მრავალი ნიუანსი გააჩნია, ამიტომ ჩვენ ყველაფერი გავამარტივეთ, რათა საშუალება მოგვეცეს გავიაროთ ის რამდენიმე წუთში. გთავაზობთ დაათვალიეროთ რორშაჰის 3 სურათი და უკეთესად გაიცნოთ საკუთარი თავი ცნობილი ლაქების პრიზმით.

რიგრიგობით შეხედეთ 3 სურათს: რას ხედავთ მათზე?

ახლა კი აირჩიეთ პასუხი, რომელიც შეესაბამება იმას, რაც დაინახეთ სურათებზე:

· თქვენ წარმოიდგინეთ ერთი მთლიანი გამოსახულება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ადვილად შეგიძლიათ აბსტრაქტირება და არ ჩერდებით რაიმე ერთზე. თქვენ სწრაფად იჭერთ ფარულ აზრს და პოულობთ ერთმანეთისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებებს. ასეთი უნარი მხოლოდ შესაშურია.

· თქვენი ყურადღება შეჩერდა განსაზღვრულ დეტალზე. თქვენი აღქმის ტიპი - ანალიტიკურია. თქვენ ცდილობთ გაერკვიოთ ყველა წვრილმანში, კარგად შეისწავლოთ ინფორმაცია და გაანალიზოთ ყველა დეტალი.

· თქვენ თავში დაამთავრეთ ლაქის დეტალი. ეს არის თქვენი წინააღმდეგობის მაჩვენებელი, სურვილი გააკეთოთ ყველაფერი პირიქით. ასეთი ქცევა ვლინდება ნეგატიური დამოკიდებულებისგან ადამიანებისა და მთლიანად ცხოვრების მიმართ.

· პირველი, რაზეც მიაქციეთ ყურადღება, - ეს არის ფერი. თქვენი ცხოვრება აგებულია ემოციებზე, ზედიზედ რამდენიმე წარუმატებლობის გამო შეიძლება მალე ცხოვრებისადმი ინტერესი დაკარგოთ. ასეთ მოვლენას ფსიქოლოგიაში უწოდებენ „გონების შევიწროვებას“ - უუნარობას მოიცვა კავშირების მთლიანობა.

· პირველი, რაზეც მიაქციეთ ყურადღება, - ეს არის ფორმა.თქვენ იმ ადამიანების ტიპს მიეკუთვნებით, რომლებსაც გონება უსწრებს გრძნობებს. ასეთი ადამიანები მიდრეკილები არიან დაახშონ საკუთარი გრძნობები, მათ ეშინიათ საკუთარი შიშებისა და ემოციების გამომჟღავნება.

· ის, რაც დაინახეთ ლაქებზე, მოძრაობაშია. თქვენ მისდევთ მხოლოდ შინაგან მოტივებს, სწრაფად ამუშავებთ და იმახსოვრებთ ახალ ინფორმაციას, ადვილად ცვლით საკუთარ რწმენას. საერთოდ, თქვენ მთლიანად აკონტროლებთ საკუთარ თავსა და აზრებს.

საინტერესოა, რომ ტესტის ისტორია დაიწყო 1911 წლიდან, როდესაც პირველად იყო შემოსული ტერმინი „შიზოფრენია“. თავისი პირველი დაკვირვებები კი შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა დაიწყო მელნის ლაქებზე დაფუძნებულ საბავშვო თამაშიდან. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დიდები - ეს მხოლოდ გაზრდილი ბავშვები არიან.