თუ საწოლიდან ადგომა გეზარებათ და ეს პროცესი დიდ ფსიქოლოგიურ ძალისხმევას მოითხოვს, ინტელექტუალი ხართ
- 09.03.2019
ახალი კვლევის თანახმად, თუ საწოლში ნებივრობა გიყვართ და ადგომა დიდ ფსიქოლოგიურ ძალისხმევას მოითხოვს, უნდა გიხაროდეთ, რადგანაც ეს თქვენს ინტელექტზე და კრეატიულობაზე მეტყველებს.
მაღვიძარა არ არის თქვენნაირი ადამიანებისთვის გამოგონილი ხელსაწყო, თქვენმა ორგანიზმმა უკეთ იცის, როდის არის დრო გაღვიძებისთვის და როდის არის ის მზად საწოლის დატოვებისთვის.
თუ აიგნორებთ მაღვიძარას ხმას, გაღვიძებისთანავე საწოლიდან არ დგებით და იქცევით ისე, როგორც თქვენს ორგანიზმს სჭირდება, ემორჩილებით მის სურვილს, ეს მიუთითებს, რომ როგორც წესი, მიჰყვებით თქვენს ამბიციებს და საკუთარ პრობლემებს მარტო, დამოუკიდებლად უმკლავდებით, ხართ დამოუკიდებელი და კრეატიული ნატურა.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ადამიანის სოციალურ მდგომარეობასა და ძილს შორის მჭიდრო კავშირია. კონკრეტულად კი, ის ადამიანები, რომლებიც 11:00 საათზე იძინებენ და 8:00-ზე იღვიძებენ, უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ.
თუმცა მიუხედავად ამ ფაქტისა, „ზარმაცი“ ადამიანები უფრო შემოქმედებითები და ჭკვიანები არიან, აქვთ უფრო დიდი მიზნები და დროის მცირე მონაკვეთში შეუძლიათ რთული სამუშაოების შესრულება. ისინი გაცილებით მარტივად და მცირე დროში ასრულებენ იმ სამუშაოებს, რომელთა შესასრულებლადაც სხვებს დიდი ძალისხმევა და ბევრი დრო სჭირდებათ.
ასე რომ, თუ არ გამოირჩევით დისციპლინის მაღალი ხარისხით და დილით ადრიანად მუშაობის დაწყებას ძილის გაგრძელება გირჩევნიათ, იცოდეთ, რომ განსაკუთრებული ადამიანი ხართ, რომელიც სხვებისგან ინტელექტით და კრეატიულობით გამოირჩევა.