ჰოროსკოპი

როგორ აღნიშნავენ 8 მარტს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები

როგორ აღნიშნავენ 8 მარტს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები

თხის რქა

BO-1 Coub Video

თხის რქა 8 მარტს აღნიშნავს კოლეგებთან ერთად. ჯერ კიდევ დილიდან ახსენდება, რომ ქალია და ეს მისი დღეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა გააკეთებს იმას, რასაც ის იტყვის. თავად თხის რქა არაფერს არ გააკეთებს, მხოლოდ ბრძანებებს გასცემს.

მერწყული

BO-3 Coub Video

8 მარტი ერთადერთი დღეა, რომელიც მერწყულს როგორც საჭიროა, ისე უნდა რომ გაატაროს. ეს ხომ ქალთა დღეა. ის წინასწარ უცხადებს ახლობელ მამაკაცებს, რომ დღე უნდა გაატაროს მათ გარეშე, იქნებიან მხოლოდ ქალები. მამაკაცებს კი მოგვიანებით შეუძლიათ შეუერთდნენ, როცა საჭირო იქნება ქალების სახლებში მიყვანა.

თევზები

BO-4 Coub Video

თევზები დარწმუნებულები არიან, რომ 8 მარტი - დამატებითი წმინდა ვალენტინის დღეა, მხოლოდ ამჯერად თავად თევზს არავისი არაფერი არ მმართებს. იმიტომ რომ თევზს კი არ უყვარს, არამედ ნებას აძლევს რომ უყვარდეთ ის. თევზებს როგორც მოუწყობენ დღესასწაულს, ისე აღნიშნავენ.

ვერძი

BO-5 Coub Video

ვერძი მშვიდად იწყებს 8 მარტის აღნიშვნას წინა დღეს სამსახურში, აიყოლებს ქალთა პერსონალს და 5 წუთს უთმობს შამპანიურის წრუპვას. სამსახურის შემდეგ ვერძი მეგობრებთან ერთად შუაღამამდე აგრძელებს მხიარულებას. ერთადერთი, რასაც ვერძი ხმაურიანად აკეთებს - ითხოვს არ შ

BO-8 Coub Video

ეაწუხონ დილით ადრე. რა დროს ბუკეტი და მილოცვებია?

კურო

BO-6 Coub Video

კუროს, როგორც ყოველთვის, დღესასწაულისგან უნდა მიიღოს ყველაფერი. ამიტომ, პირველ რიგში, არავითარი ქეიფი ოფისში, მხოლოდ რესტორანი. ასევე, არავითარი მილოცვები ტელეფონით. პირადად უნდა მიულოცოს დედასა და ბებიას. ტრადიციები და მეოჯახეობა! და ბოლოს, უშუალოდ დღესასწაულის დღე კუროს სურს გაატაროს სახლში ოჯახთან ერთად.

ტყუპები

BO-9 Coub Video

ტყუპებს დღესასწაულის დღეს უნდათ ყველაფერი მაქსიმალურად მოასწრონ და იმხიარულონ: დაქალების შეკრებაზეც მოასწრონ მისვლა, ქალების უფლებების დაცვის მიტინგზეც, მხიარულ საღამოზეც. როგორც წესი, ყოველთვის ყველაფერი ერთნაირად მთავრდება: ვერსად ვერ პოულობენ დაპირებულ სარვამარტო მხიარულებას, ყიდულობენ სასმელს და თავს ესხმიან ქალწულს, თხის რქას ან სასწორს, რათა მშვიდად ისაუბრონ ქალურ პრობლემებზე.

კირჩხიბი

BO-10 Coub Video

კირჩხიბები აღნიშნავენ 8 მარტს ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დღესასწაულს: შრომობენ, როგორც ფუტკრები. პირველ რიგში - საჩუქრები ყველა მდედრობითი სქესის ახლობლებს, შემდეგ- სახლის გენერალური დალაგება და ბოლოს სადღესასწაულო ვახშმის მომზადება.

ლომი

BO-11 Coub Video

ლომებს მაინცდამაინც არ უყვართ 8 მარტი. ან რისთვის უნდა უყვარდეთ? კოლეგები ყველას ერთნაირ საჩუქრებს ჩუქნიან, ახლობლების მოლოცვები ტკივილს აყენებენ: რა უშლით ხელს ასევე ეთაყვანონ მას არა მხოლოდ 8 მარტს, არამედ ყოველთვის? ერთადერთი, რამაც შეიძლება გული მოულბოს, კარატიანი ბეჭედი ან ბინის გასაღებია.

ქალწული

BO-12 Coub Video

8 მარტი - ქალწულის ყველაზე „საყვარელი“ დღესასწაულია. მას არ უყვარს სადღესასწაულო ვაქჰანალია. თუ ახალ წელს მას ისღა რჩება გამოეწყოს ყავისფრებში და ჩუმად დათვრეს კუთხეში, 8 მარტი - შესანიშნავი საბაბია დაუსჯელად იდომინიროს სხვებზე და დაამციროს.

სასწორი

BO-13 Coub Video

სასწორები გატაცებით იკატუნებენ თავს, რომ 8 მარტი მათი დღესასწაული არ არის. ჩვენი მაგიური ბურთი ეჭვობს, რომ ამას განზრახ აკეთებენ. ჯერ ერთი, ასე შეიძლება არ აირჩიო ვისთან, სად და როგორ აღნიშნო ეს წყეული 8 მარტი, მეორედაც - ვინმე მოვა და თავად მოაწყობს ყველაფერს: ბუკეტსაც, საჩუქარსაც და საერთოდ დღესასწაულსაც.

მორიელი

BO-14 Coub Video

მორიელი ისევე, როგორც ქალწული, თვლის, რომ 8 მარტი - მშვენიერი საბაბია ვიღაც დაამცირო. მაგრამ თუ ქალწულს უნდა აჩვენოს, რომ ის აქ ყველაზე ჭკვიანია, მორიელისთვის ეს არ არის საინტერესო: მისი აზრით, ყველამ ისედაც უნდა იცოდეს ეს - დეფოლტის მიხედვით. აი, ის რომ ყველა ისინი სულელები არიან და არ მკურნალობენ, ეს არ შეუშლის ხელს კიდევ ერთხელ აცნობოს. ასე რომ 8 მარტი მორიელს ურჩევნია გაატაროს მამაკაცების კომპანიაში. რათა არცერთმა ქალმა თავისი უადგილო სიხარულით არ გაუფუჭოს დღესასწაული.

მშვილდოსანი

BO-15 Coub Video

მშვილდოსანი აღნიშნავს 8 მარტს ისე, როგორც უანდერძა გამოჩენილმა კლარა ცეტკინმა: ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში. ამავდროულად სულაც არ არის მნიშვნელოვანი, თვლის თუ არა მშვილდოსანი საკუთარ თავს ფემინისტად, უბრალოდ მას არ შეუძლია გამოტოვოს ასეთი მნიშვნელოვანი საბაბი შეახსენოს სამყაროს ქალური პრობლემებისა და უთანასწორობის შესახებ. მერე კი წავა დაქალებთან ერთად ბარში.



<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>