24 მამაკაცური საიდუმლო, რომლებსაც ისინი ქალებს არასოდეს უზიარებენ
- 21.03.2019
1. ჩვენ გვახსოვს ყველა თქვენი კომპლიმენტი. წლების მანძილზე...
2. ჩვენ გვეშინია ვაღიაროთ, რომ განვიცდით სამსახურის, ფულის, კარიერისა და ფინანსების არასტაბილურობას.
3. ჩვენ ვცდილობთ არასოდეს შევეხოთ ერთმანეთს მუხლებით, თუნდაც ვცხოვრობდეთ ექვსნი პატარა ოთახში.
4. ჩვენ გვიყვარს, როცა ყურადღებით გვისმენენ და ნამდვილად აინტერესებთ როგორ ჩაიარა დღემ.
5. ფიქრობთ, რომ არ აინტერესებთ მამაკაცს? სრულიად შესაძლებელია. მაგრამ ხანდახან უბრალოდ გვეშინია, რომ უარს მივიღებთ, იმიტომ რომ ოდესღაც უკვე მივიღეთ უარი. ამიტომაც არ ვდგამთ პირველ ნაბიჯს. ძალიან მტკივნეულია.
6. ჩვენ გვიყვარს, როცა გვეფერებიან თავზე და ყურთან.
7. ჩვენ ვერ ვკითხულობთ აზრებს. გთხოვთ, პირდაპირ გვითხარით.
8. ბევრი ჩვენთაგანი ტიროდა, როდესაც ოდესღაც უარი უთხრეს.
9. ჩვენ ვიცით, რომ არაკომფორტულად გრძნობთ თავს, თუ თქვენს უკან მოვდივართ. უბრალოდ დაგვითმეთ გზა!
10. ჩვენ მოგვწონს ჩახუტება. ძალიან!
11. ჩვენც ემოციურები ვართ. უბრალოდ არ ვამჟღავნებთ ამას.
12. ზოგჯერ თავს გიქნევთ და გეთანხმებით, მაგრამ არ გისმენთ, რას ლაპარაკობთ.
13. ლოყაზე კოცნას შეუძლია გაადნოს ჩვენი გული. ეს ყველაზე მაღალი შეფასებაა, რომელიც შეიძლება მოგვცეს ქალმა.
14. ჩვენ ვჩნდებით არსაიდან და ვიწყებთ უცნაურ საუბარს არაფერზე, როცა ქალი მოგვწონს და არ ვიცით საიდან დავიწყოთ.
15. თუ ვინმე შეაქებს ჩვენს ჯინსებს ან შარვალს, ჩვენ გაუხდელად ვატარებთ მას.
16. ქალებს ჰგონიათ, რომ თუ რაიმე გაიგეს მამაკაცის შესახებ, ეს ავტომატურად ვრცელდება ყველაზე. სინამდვილეში იმდენად განვსხვავდებით, რამდენადაც ქალები ერთმანეთისგან.
17. ზოგიერთ მამაკაცს მოსწონს შეხება, ზოგიერთებს უყვართ როცა ამზადებთ მათთვის, სხვებისთვის საერთოდ სულერთია.
18. ხანდახან ჩვენთვის უფრო იოლია იმის თქმა, რომ არაფერზე არ ვფიქრობთ, ვიდრე ავხსნათ, როგორ გადავედი გონებაში „მეგობრების“ ყურებიდან ფიქრებთან იმის შესახებ, ვინ გაიმარჯვებს გოძილას ბრძოლაში რეინჯერებთან.
19. ჩვენ ვფიქრობდით სექსზე ყველა გოგონასთან, რომელთანაც დღეს ვმეგობრობთ.
20. ჩვენ არ ვსაუბრობთ სექსზე ერთმანეთში, იმიტომ რომ ვიცით: მოსაუბრე ამას უცებ წარმოიდგენს.
21. ხანდახან მარტო დარჩენა გვინდა. საქმე თქვენში არ არის.
22. როცა ჩვენ ვიკეტებით სააბაზანოში, უმჯობესია არ შეგვაწუხოთ. ჩვენ იქ ვისვენებთ.
23. ჩვენ მოგვწონს, როცა ჩვენი ქალი ხელებს უკნიდან მოგვხვევს.
24. ჩვენ არ გვჭირდება რჩევები როგორ ვატაროთ მანქანა.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, რჩევები
<a href="https://fishki.net">https://fishki.net</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია