LIFE

11 უჩვეულო რამ, რასაც მხოლოდ ინდოეთში ნახავთ

11 უჩვეულო რამ, რასაც მხოლოდ ინდოეთში ნახავთ

ინდოეთი ულამაზესი და ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა და ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. მაშ ასე, მოემზადეთ და ერთად ვნახოთ 11 უჩვეულო და საინტერესო რამ, რაც მხოლოდ ინდოეთსა და ინდოელებს ახასიათებთ.

1. მესამე სქესი, ჰიჯრა

11 უჩვეულო რამ, რასაც მხოლოდ ინდოეთში ნახავთ

ინდოეთში ტერმინ ჰიჯრას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ის გამოიყენება ტრანსგენდერების, ან ტრანსსექსუალების განსასაზღვრადაც. 2014 წელს ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ტრანსსექსუალები მესამე სქესის ადამიანებად მიიჩნია და ოფიციალურ დოკუმენტებშიც ჩაიწერა.

2. 130 მილიონი პილიგრიმი

BO-2 Instagram Post

ყოველ 12 წელიწადში ერთხელ მომლოცველთა ყველაზე დიდი ჯგუფი იკრიბება, იმდენად დიდი, რომ მათი დანახვა კოსმოსიდანაა შესაძლებელი. მსგავსი რამ წელს გაიმართა. მსვლელობა 15 იანვრიდან 4 მარტამდე მიმდინარეობდა.

3. პირველი წიგნი პლასტიკური ქირურგიის შესახებ

11 უჩვეულო რამ, რასაც მხოლოდ ინდოეთში ნახავთ

Sushruta Samhita ეს უძველესი სანსკრიტული ტექსტია მედიცინის შესახებ, რომელიც მედიცინის ბევრ მიმდინარეობას მოიცავს. მათ შორის, ქირურგიასა და პლასტიკურ ქირურგიას. წიგნი ჩვ.წ.აღ-მდე მეექვსე საუკუნეშია დაწერილი. აქ ამოიკითხავთ ინფორმაციას ტუჩების პლასტიკის, რინოპლასტიკის, ლოყების პლასტიკის შესახებ.

4. ხარებით სერფინგი

11 უჩვეულო რამ, რასაც მხოლოდ ინდოეთში ნახავთ

ხარებით სერფინგი ინდოეთის სოფელ ანანდაპალში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. რეალურად, ორი ხარის საშუალებით ინდოელები ბრინჯის მოსავალს იღებენ. ბრინჯის პლანტაციების ზომა დაახლოებით ფეხბურთის მოედნის ზომისაა და ის წყლითაა დაფარული, ამიტომაც, ყოველივეს სერფინგის ფორმა აქვს.

5. ფოსტის უჩვეულო ოფისები

BO-5 Instagram Post

ინდოეთში ფოსტის ოფისები აბსოლუტურად სხვაგვარია. ეს არის მცურავი ოფისები, რომელიც ოფისიცაა და გემიც.

6. უნიკალური და უსაფრთხო ცხოველები

BO-6 Instagram Post

ინდოეთი უიშვიათესი და ამავდროულად, პოპულარული ცხოველების ქვეყანაა. აქ შეიძლება ნახოთ უნიკალური ჯიშის ბაყაყები, ასევე აზიური ლომი და ა.შ.

7. წლის განმავლობაში ყველაზე მეტ ოქროს ინდოელები მოიხმარენ

11 უჩვეულო რამ, რასაც მხოლოდ ინდოეთში ნახავთ

ინდოელებს ძალიან უყვართ ოქროს სამკაულები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შედარებით, წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობით ოქროს სწორედ ინდოელები მოიხმარენ. ისინი ოქროს სხვადასხვა საიუველირო ნაწარმის დასამზადებლად, სამკაულებისა და ფესტივალების ატრიბუტიკისთვის იყენებენ.

8. აქ ნახავთ ხის ფესვების ხიდებს.

BO-8 Instagram Post

ასეთ ხიდებს მეგალაიას შტატში ნახავთ. ისინი მართლაც შთამბეჭდავია. ასეთი ხიდების ჩამოყალიბებას საუკუნეები დასჭირდა.

9. ინდუიზმის მსოფლიოს უმდიდრესი ტაძარი

11 უჩვეულო რამ, რასაც მხოლოდ ინდოეთში ნახავთ

აქ უძვირფასესი ნივთები ინახება. 2011 წელს არქეოლოგებმა ტაძარში საიდუმლო ოთახი აღმოაჩინეს, რომელიც მილიონობით დოლარის ღირებულების ოქროთი, ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით იყო სავსე.

10. დაქორწინებული ქალისთვის განკუთვნილი განსაკუთრებული 16 სამკაული

11 უჩვეულო რამ, რასაც მხოლოდ ინდოეთში ნახავთ

ინდოეთში მხოლოდ დაქორწინებულ ქალს აქვს უფლება გაიკეთოს დაქორწინებულთა 16 სამკაული. მათ შორისაა, შუბლისთვის განკუთვნილი სამკაული, ცხვირის პირსინგი და ა.შ.

11. 330 მილიონი ღმერთი

BO-11 Instagram Post

ინდოეთის 80% ინდუიზმის მიმდევარია. ინდუიზმს 330 მილიონი ღმერთი ჰყავს. ყველა მათგანის სახელი ინდუიზმის მიმდევრებმაც არ იციან. ყველაზე ცნობილი ღმერთები არიან ვიშნუ, შივა და ბრაჰმა. ინდოელებისთვის ისინი ყველაზე ძლევამოსილი და მნიშვნელოვანი ღმერთები არიან.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>