25 მაისს 18:00 საათზე Bioli Hall-ში (Bioli Medical Wellness Resort, კოჯორი) David Lynch Foundation Caucasus-ის ორგანიზებით ყოველწლიური ცერემონია Women Of Vision (“ქალები განსაკუთრებული ხედვით”) გაიმართება.

Women Of Vision ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც განსაკუთრებული ხედვისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალ ქალებს ერთ სივრცეში აერთიანებს და ქალებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს.

Women Of Vision-ის 2019 წლის ღონისძიებას ქართველი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 200-ზე მეტი განსაკუთრებული სტუმარი დაესწრება.

ჰოლივუდის მსახიობები საქართველოში ფილმის “The Other Me” (“სხვა მე”) გადაღებაზე იმყოფებიან, რომელსაც საქართველოში David Lynch Foundation Caucasus და BA Production ახორციელებს, “The Other me” დევიდ ლინჩის პატრონაჟით იქმნება, რეჟისორი და სცენარის ავტორი გიგა აგლაძეა, აღმასრულებელი პროდიუსერები: დევიდ ლინჩი და ივანე ბაქრაძე, პროდიუსერები: ჯოანა პლაფსკი, მაქს გოტლიბი, ლაშა მინდიაშვილი, გია ბაზღაძე, მაყურებელი ფილმს 2020 წელს იხილავს.

ფილმის მონაწილე მსახიობებს Women Of Vision-ის ცერემონიაზე წარადგენენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ ფილმის პირველი კადრები იხილონ და პირადად გაესაუბრონ მთავარ გმირებს: ჯიმ სტარჯესი (Across The universe), ანდრეა პეჟიკი, ჯორდი მოლლა (Knight And Day; Bad Boys 2), რონა მიტრა, როჯერ ეშტონ-გრიფიტი (Game Of Thrones), მაიკლ სოკა,-მსახიობების ამ ვარსკვლავური შემადგენლობით BA Production საქართველოს ჰოლივუდის გადასაღებ მოედნად კიდევ ერთხელ აქცევს.

ოფიციალური ნაწილის გარდა, ცერემონიაზე წარმოდგენილი იქნება მსახიობ Jordi Molla-ს ნახატების კოლექცია და პროდიუსერი და ავტორი The Beatles-ის სიმღერის “Dear Prudence” მუზა Prudence Farrow წიგნით “ისტორია სიმღერის მიღმა” (“The story behind the song”).

“The Other Me”პირველად კანის კინოფესტივალზე დააანონსეს და ისეთ გამოცემებში გაშუქდა, როგორიცაა Hollywood Reporter და Screenday. ფილმის შემდგომ საერთაშორისო პრომოუშენსა და დისტრიბუციას საკუთარ თავზე ამერიკული სადისტრიბუციო კომპანია CMG იღებს.

ფილმის გადაღება დევიდ ლინჩის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი კავკასიაში აქტიურად მუშაობს როგორც კულტურულ, ასევე სოციალურ პრობლემებზე, მათ შორის ერთ-ერთი პოსტ ტრავმატული გამოცდილების მქონე ქალების დახმარებაა ტრანსცენდენტული მედიტაციის მეშვეობით.

ტრანსცენდენტალური მედიტაცია მარტივი ტექნიკაა, რომლითაც დაკავებულები არიან: ელენ დეჯენერასი, კეტი პერი, პოლ მაკარტნი, მარტინ სკორსეზე და სხვა ვარსკვლავები.