LIFE

9 თვისება, რომლებიც ნაკლებად მომხიბვლელს გხდის

9 თვისება, რომლებიც ნაკლებად მომხიბვლელს გხდის

მას შემდეგ, რაც Business Insider-მა იმ აქტივობების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ადამიანს მომხიბვლელობას მატებს, უკვე ვიცით, რომ ძაღლის გასეირნება ან კარგი მუსიკის მოსმენა ჩვენს ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს. თუმცა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ ისიც დაადგინეს, რომ არსებობს ხასიათის გარკვეული შტრიხები და ქცევები, რომლებიც გარშემომყოფების მოხიბვლაში ხელს გვიშლის. აი ისინიც:

9. ძილის ნაკლებობა

9 თვისება, რომლებიც ნაკლებად მომხიბვლელს გხდის

2015-ში მეცნიერებმა პატარა ექსპერიმენტი აწარმოეს: ფოტოები გადაუღეს ადამიანებს, რომლებსაც წინაღამით სულცოტა 8 საათი ეძინათ და მათ, ვისაც ბოლო 31 საათის განმავლობაში არ სძინებია. შემდეგ მათი ფოტოები უცხო ადამიანებს აჩვენეს და სთხოვეს, შეეფასებინათ. საინტერესოა, რომ „უძილო“ ჯგუფის წევრები დაახასიათეს, როგორც არამხოლოდ „დაღლილები“, არამედ როგორც ნაკლებად მიმზიდველები.

8. სიძუნწე

9 თვისება, რომლებიც ნაკლებად მომხიბვლელს გხდის

2014 წელს ჩინეთში კვლევა ჩაატარეს: ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს, ფოტოებზე გამოასხული ადამიანები დაეხასიათებინათ. ყველა ფოტო ნეიტრალური გამომეტყველების მქონე ადამიანს ასახავდა, თუმცა ზოგიერთს ერთსიტყვიანი დახასიათებაც ჰქონდა და რთული: „პატიოსანი“, „ეშმაკი“ ან „ძუნწი“. ანტიპატიის ყველაზე დიდი მაჩვენებლები იმ ფოტოებმა დააგროვეს, რომლებსაც „ეშმაკი“ ან „ძუნწი“ეწერა.

7. მოხრილი ჯდომის მანერა

9 თვისება, რომლებიც ნაკლებად მომხიბვლელს გხდის

2016 წლის კვლევამ დაადასტურა, რომ ბეჭებში მოხრილი ადამიანები ნაკლებად მიმზიდველის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ექსპერიმენტი გაცნობის აპლიკაციის მეშვეობით აწარმოეს: ერთსადაიმავე ადამიანებს განსხვავებული ავატარის მქონე 2-2 პროფილი დაურეგისტრირეს— ერთზე მოხრილ ან გულხელდაკრეფილ პოზაში გადაღებული ფოტო დაუყენეს, მეორეზე კი — გამართულ პოზებში გადაღებული ფოტოები. უცნობების მხრიდან მეტი დაინტერესებაც სწორედ იმ პროფილებმა გამოიწვია, რომლებსაც გამართულ პოზაში გადაღებული ფოტოები ჰქონდა.

6. სტრესი:

9 თვისება, რომლებიც ნაკლებად მომხიბვლელს გხდის

თუ გსურს, გარშემომყოფებისთვის უფრო სექსუალური იყო, გამხიარულდი! 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებიც კორტიზოლის („ბედნიერების ჰორმონი“) დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან, ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს ნაკლებად იზიდავთ. საქმე იმაშია, რომ მამაკაცებისთვის მხიარულება ქვეცნობიერად ნაყოფიერებასთან და ჯანმრთელობასთან ასოცირდება.

5. ზედმეტად ბედნიერი და ამაყი გამომეტყვეება

9 თვისება, რომლებიც ნაკლებად მომხიბვლელს გხდის

ცნობილია, რომ მამაკაცებს მხიარული ქალები ხიბლავთ, ქალები კი მაინცდამაინც არ გიჟდებიან ისეთ მამაკაცებზე, რომლებიც გამუდმებით იღრიჭებიან :) მეორე მხრივ, თუ ქალებს ამაყი მამაკაცების „შებმა“ აინტერესებთ, კაცებს ზედმეტად ამაყი გამომეტყველების მქონე ქალები ნაკლებად მოსწონთ. 2011 წელს ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გამოავლინა, რომ ფოტოებზე გამოსახული ადამიანები სშეფასებისას კაცებმა ყველაზე დიდი სიმპათია ბედნიერი გამომეტყველების მქონე ქალებისადმი გამოავლინეს, ქალებმა კი უპირატესობა სწორედ ამაყი გამომატყველების მქონე მამაკაცებს მიანიჭეს.

4. იუმორის ნაკლებობა

9 თვისება, რომლებიც ნაკლებად მომხიბვლელს გხდის

თუ აქამდე ფიქრობდი, რომ იუმორის გრძნობა მხოლოდ მამაკაცებს სჭირდებათ, დაივიწყე! 2009 წლის კვლევამ დაამტკიცა, რომ იუმორის ნაკლებობა თანასწორად არამიმზიდველს ხდის როგორც კაცს, ასევე — ქალს.

3. სიზარმაცე

9 თვისება, რომლებიც ნაკლებად მომხიბვლელს გხდის

ესფაქტი 2004 წელს სტუდენტებზე ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა: არქეოლოგიის ფაკულტეტზე ახლად ჩარიცხულებს სთხოვეს, ერთმანეთი პირველი შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით შეეფასებინათ და გამოკითხვა კურსის დასრულებისასაც გაიმეორეს. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც თავიდან დადებითი შეფასება მიიღო, კურსის განმავლობაში კი სიზარმაცე გამოავლინა, თანაკურსელები ნაკლებად მიმზიდველად აღიქვამდნენ.

2. მსგავსი ან რადიკალურად განსხვავებული სუნი

9 თვისება, რომლებიც ნაკლებად მომხიბვლელს გხდის

აღმოჩნდა, რომ ადამიანებს გენეტიკურად არც ძალიან ახლოს მყოფი და არც ძალიან განსხვავებული პარტნიორები გვიზიდავს, ამ შეფასებას კი სუნზე დაყრდნობით ვაკეთებთ: 2006 წელს მეცნიერებმა ჰეტეროსექსუალი წყვილები შეისწავლეს — ჰკითხეს, ერთმანეთთან ურთიერთობის პარალელურად ჰქონიათ თუ არა სექსი სხვასთანაც და მათი დნმ-ებიც გამოიკვლიეს. საბოლოოდ დადგინდა, რომ წყვილებს, რომლებსაც ერთმანეთი ყველაზე ნაკლებად იზიდავდათ და პარტნიორებს ხშირად ღალატობდნენ, ძალიან ახლოს მყოფი ან ძალიან განსხვავებული გენები ჰქონდათ.

1. არაკეთილსინდისიერება

9 თვისება, რომლებიც ნაკლებად მომხიბვლელს გხდის

თუ გსურს, ინტერესის ობიექტისთვის მეტად მიმზიდველი გამოჩნდე, ნურც ასაკს დაუმალავ და ნურც შემოსავლის შესახებ მოატყუებ — თითქოს იმაზე გაცილებით მეტი ფული გაქვს, ვიდრე სინამდვილეში. 2006 წლის კვლევამ დაამტკიცა, რომ ადამიანებმა პოტენციური პარტნიორის არჩევისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ მის პატიოსნებას მიანიჭეს, ინტელექტის და დამოუკიდებლობის მაჩვენებლებს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია.



<a href="http://uk.businessinsider.com/things-that-can-make-you-less-attractive-2016-7/?utm_content=bufferc35d6&amp;utm_medium=social&amp;utm_source=facebook.com&amp;utm_campaign=buffer&amp;r=US&amp;IR=T/#-9">http://uk.businessinsider.com</a>