დასვენების დღეებში საღამოს გემრიელად მოკალათებას, სასუსნავების მომარაგებას და კარგი ფილმის ყურებას არაფერი სჯობს. და რადგან შაბათ-კვირაც მოახლოვდა, დროა ფილმი შევარჩიოთ და მშვიდი ვიქენდისთვის მოვემზადოთ.
როცა საქმე ფილმს ეხება, ჩვენი არჩევანი დამოკიდებულია განწყობაზე. Trend-მა იცის რა შეიძლება მოუხდეს შაბათ-კვირის სუსხიან დღეებსა და თქვენს განწყობას, ამიტომაც, გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც საშუალებას მოგცემთ სწორი არჩევანი გააკეთოთ:
1. როცა თავს მარტოსულად გრძნობ, ჩართე I Am Legend/ მე ვარ ლეგენდა
მაშინ, როცა თავს მარტოდ გრძნობ, არ უნდა ნახო რომანტიკული კომედია ან მელოდრამა. შეარჩიე ისეთი ფილმი, რომელიც დაგაფიქრებს იმაზე, რომ ძალიან ძლიერად დგახარ ფეხზე.
იმისთვის, რომ საკუთარ მარტოობას უთანაგრძნო, ნახე ფილმი ”მე ვარ ლეგენდა” და აღმოაჩენ, რომ არსებობენ ძლიერი მამაკაცებიც კი, რომლებიც ზოგჯერ თავს მარტოდ გრძნობენ.
2. როცა სიცოცხლით სავსე ხარ, სასურველია, ნახო Groundhog Day/ზაზუნას დღე
ძალიან უცნაურია, თუმცა, როდესაც ამ ფილმს ნახავ, მიხვდები როგორ ძალიან გენატრება საკუთარი ცხოვრება.
ფილმში ჩანს, თუ როგორ განიცდის ბიჭი ერთი დღის ისტორიას დაუსრულებლად. სწორედ ეს გვაფიქრებს იმაზე, რომ ერთ, თითქოს უმნიშვნელო დღეს რამდენი რამ შეუძლია და რამდენს იტევს იგი.
დასასრულს ფილმი ყველა იმ ადამიანს პასუხობს, ვინც გამუდმებით წუწუნებს იმაზე, რომ 24 საათი არაფრისთვის არის საკმარისი.
3. როცა მთელი სამყაროს მამრობით სქესზე ხარ განრისხებული, უყურე Kill Bill/მოკალი ბილი-ს
ამ დროს არაფერი გვანიჭებს ისეთ სიამოვნებას, როგორსაც დამარცხებული კაცების არსებობის შეხსენება საკუთარი თავისთვის. სიამოვნებას მოგანიჭებს ისეთი ფილმები, სადაც მამაკაცები დამცირებულ პერსონაჟებად გვევლინებიან, ან სულაც ისეთი ფილმები, რომლებიც შეგახსენებს, რომ მათზე გაბრაზებაც არ ღირს.
ჩართე “მოკალი ბილი” და იხილე როგორ კლავს უმა თურმანი ასობით მამაკაცს.
4. როცა სამყაროს გადარჩენის სურვილი გიპყრობს, ჩართე The Fifth Element/მეხუთე ელემენტი
მარტივად და მსუბუქად საყურებელ ფილმებს შორისაა არმაგედონიც, რომელიც სამყაროს გადარჩენის იდეაზეა დამყარებული. თუმცა, საუკეთესო არჩევანი მსგავსი განწყობის შემთხვევაში, მაინც მეხუთე ელემენტია, რომელიც ძალიან შთამბეჭდავად და განსხვავებულად მოგვითხრობს როგორ გადაარჩინა სამყარო ერთმა შესანიშნავმა ქალმა.
5. როცა უმიზეზოდ სიცილის სურვილი გაქვს, ნახე Shaun of the Dead/ზომბი სახელად შონი
ძალიან რთულია გვერდი აუარო ჯიმ ქერის კომედიებს, ან Ted-ის მეორე ნაწილს, რომელშიც გენიალურად თამაშობს მარკ ვოლბერგი. იქნებ, შენს გემოვნებასთან უფრო ახლოს ”წვეულება ვეგასში” დგას, ან სულაც ”გუნდი ამერიკა”.
”ზომბი სახელად შონი” გასაოცრად კარგი ფილმია, ასეთივეა ზომბილენდიც. სასაცილო ანიმაციური ფილმებიც არსებობს, რომლებითაც ძალიან გაერთობი. ასეთებია: ალადინი, შრეკი, მადაგასკარი, თავგადასავლების დრო და ა.შ. ძალიან პოპულარული და ბევრი სასაცილო ლეგო-ფილმიც (კომპიუტერული ანიმაცია) არსებობს, რომლებთანაც არ მოიწყენ.
6. როცა თავსატეხების ხასიათზე ხარ, ნახეთ Prisoners/ტყვეები
საუკეთესო არჩევანი ამ შემთხვევაში მხოლოდ ”ტყვეებია”. მთელი ფილმის განმავლობაში, გიწევს იმაზე ფიქრი, თუ ვინ გაიტაცა ორი ახალგაზრდა გოგონა. მთელი ფილმი ამ მოტივით ვითარდება და შენც დეტექტიურ მოგზაურობაში ერთვები ჯეიკ გილენჰოლთან ერთად, რომელიც ცდილობს ამოხსნას ეს საიდუმლო.
ჰიუჯ ჯეკმანის შესრულება კი, თუ როგორ კარგავს თავს, რადგან ცდილობს იპოვოს თავისი ქალიშვილი, წარმოუდგენლად ძლიერია.
7. როცა ფიქრის სურვილი გაქვს, ჩართე Into the Abyss/უფსკრულში
ვერნერ ჰერცოგმა თავისი წვლილი შეიტანა ძალიან კარგი და ძალიან ცუდი პერსონაჟების შექმნაში. თუ გსურს ფილმის ყურებისას ძალიან ბევრი იფიქრო, შენს ფიქრებზე კი არაფერმა გავლენა არ იქონიოს, აუცილებლად ჩართე ”უფსკრულში”.
ეს არის ნამდვილი დოკუმენტური ფილმი, რომელიც სიკვდილით დასჯის ყველა მხარეს ერთი კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე განიხილავს.
თემები: კინო, ფილმი, პარასკევი საღამო, ტელევიზია, ფილმები, დასვენება
allwomenstalk.com