კანის სიჯანსაღისთვის, მისი ელასტიკურობისა და სინათლისთვის, თაფლისა და ლიმონის ნიღაბი, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა, სხვა ნიღბებს შორის. მეტიც, თაფლისა და ლიმონის მიქსი, შესაძლოა, თქვენი კანის ნებისმიერი პრობლემის, ყველაზე ზუსტი პასუხიც კია.
TREND. გთავაზობთ, თაფლისა და ლიმონის ნიღბის გამოყენებით მიღებული შედეგების ჩამონათვალს, კანის სხვადასხვა ტიპისთვის:
1. თაფლისა და ლიმონის ნიღაბი მშრალი კანისთვის
ეს ნიღაბი საუკეთესოა, როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი კანისთვის. იგი უნარჩუნებს მას სირბილეს და დიდი ხნის განმავლობაში ანიჭებს სიგლუვეს. თაფლი დამატენიანებლების ნატურალურ საშუალებად მიიჩნევა და საუკეთესოდ უნარჩუნებს კანს ტენიანობას, ხავერდოვნებას და ბრწყინვალებას.
2. თაფლისა და ლიმონის ნიღაბი აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის
უნდა აღინიშნოს, რომ თაფლი ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც, ბაქტერიების გამრავლებასთან ერთად, ხელს უშლის სოკოს წარმოქმნასაც. შესაბამისად, იგი საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა, აკნესგან თავის დასაღწევადაც. თაფლს, ასევე გააჩნია, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რისი მეშვეობითად კანზე მცირდება სიწითლე და გაღიზიანება. მისი გამოყენება შესაძლოა, არა მხოლოდ აკნეს საწყის პერიოდში, არამედ, უკვე გაჩენილ აკნეზეც, რადგან, იგი სპობს და შლის ინფექციურ მიკრობებს, რაც, თავისთავად, ამცირებს აკნეს.
3. თაფლისა და ლიმონის ნიღაბი ნაოჭებისთვის
თაფლი, ნაოჭების ნატურალური მკურნალია. იგი ამარტივებს ნაოჭების მომწიფების პროცესს და ითვლება ყველაზე საუკეთესო საშუალებად კანის ახალგაზრდა და ჯანმრთელი იერის შესანარჩუნებლად. ტყუილად არ იყენებენ თაფლს, თანამედროვე, ანტიასაკობრივი კრემების დამზადებისას. იგი უზრუნველყოფს კანის დამატებით ტენიანობას, რაც ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას!
4. ლიმონი უზრუნველყოფს კანზე არსებული ლაქებისა და გამონაყარის ალაგმვას
ლიმონისა და თაფლის ნიღაბი, ლიმონის იმ თვისებების წყალობით, რაც მას გააჩნია, კურნავს სახეზე გამონაყარს და აუფერულებს ლაქებს. სწორედ ლიმონი აშორებს კანს ზედმეტ და არაჯანსაღ სტრუქტურას, იგი ქერცლავს მას. ეს ნიღაბი საუკეთესოა დიდი ლაქების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, ასაკობრივი გამონაყარის, მზის ალერგიისგან გამოწვეული გამონაყარის ან უბრალოდ კანის სიჭრელის წინააღმდეგაც.
არ დაგავიწყდეთ, რომ ლიმონი C ვიტამინის ბუნებრივი წყაროა და მდიდარია ალფა ჯგუფის გლიკოლის მჟავებით. ასევე მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით. ლიმონის წვენი ღრმად აღწევს ფორებში და კურნავს კანს. იგი დიდხანს უნარჩუნებს მას სისუფთავეს, სირბილეს და ელასტიკურობას.
5. თაფლი და ლიმონი კორეული თავის მოვლის საშუალებებში დიდი ხანია გამოიყენება
თაფლიცა და ლიმონის შესანიშვნავი აგენტები არიან, რომლებიც ჩვენი კანის სილამაზისთვის მუშაობენ. კორეელების ლამაზი კანი, უცხო არავისთვის არის. ისინი თავიანთ თავის მოვლის საშუალებებში, თაფლსა და ლიმონს, როგორც ორგანულ ნივთიერებებს, დიდი ხანია იყენებენ.
თუ თქვენ მის დამზადებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ აუცილებლად გააზავოთ ლიმონი წყალში და შემდეგ შეურიოთ თაფლს. ეს მეთოდი ყოველთვის საუკეთესო შედეგს იძლევა.
თემები: კანის მოვლა, თავის მოვლა, რჩევები ქალებს, რჩევები, ლამაზი კანი, ნაოჭები, ლიმონი, თაფლი, სახის ნიღბები
allwomenstalk.com