ჰოროსკოპი

ხარ თუ არა ერთგული ქალი - შეამოწმე საკუთარი თავი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ხარ თუ არა ერთგული ქალი - შეამოწმე საკუთარი თავი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი

შენ გიყვარს შეჯიბრი, ამიტომ, თუ ვერ გრძნობ, რომ შენი პარტნიორი ყველაზე სექსუალურ ქალად გთვლის, შეგიძლია დაიწყო სხვა პარტნიორის ძებნა, რომელიც კონკურენციას გაუწევს მას. მიზანი კი ერთია, მისცე მამაკაცებს საშუალება იბრძოლონ შენი გულის მოსაპოვებლად. ფრთხილად იყავი.

კურო

როგორც ცნობილია, ჯიუტი ხარ და ძალიან ერთგული, და თუ ვინმეს შეხვდი, მთელი ცხოვრება გეყვარება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გრძნობ, პარტნიორი ვერ გაძლევს იმ სიყვარულს, რასაც იმსახურებ, მაშინვე იწყებ ახალი სიყვარულის ძებნას.

ტყუპები

უკვე იცი, რომ საკმაოდ გაუბედავი ხარ და არ შეგიძლია დიდი ხნით კონცენტრირება რაიმე ერთზე. სამწუხაროდ, ამან შეიძლება იქამდე მიგიყვანოს, რომ ურთიერთობებისგან უფრო მეტი მოითხოვო, ვიდრე ამის უზრნულველყოფა შენს პარტნიორს შეუძლია.

კირჩხიბი

შენ ნამდვილად გინდა სტაბილურობა, რის გამოც, ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ ნიშნად ითვლები. მეორეს მხრივ, იმდენად კეთილი გული გაქვს, გეშინია მეორე ნახევარს ამით ტკივილი არ მიაყენო. ასე გაურბი დაშორებასაც, სანამ ძალიან არ გაწყენინებენ. ამიტომ, შეთვის ადვილია ჩუმად უღალატო, ვიდრე სიმართლე უთხრა, რომ სხვა შეგიყვარდა.

ლომი

აუცილებლად გჭირდება იგრძნო თავი ყველა ფილმის ვარსკვლავად და, თუ შენი პარტნიორი არ არის მზად მოგანიჭოს ეს როლი, შენ დიდი ალბათობით უღალატებ. და თუ ის არ აგიყვანს კვარცხლბეკზე, შენ აუცილებლად მონახავ იმას, ვინც ამას გააკეთებს.

ქალწული

იმ პრობლემებზეც კი ნერვიულობ, რომლებიც ჯერ არ გაჩენილა, ამიტომ შეხვდე საყვარელს, სანამ ქმარი სამსახურშია - ეს შენთვის ისეთი სტრესია, რომელსაც ვერ გადაიტან. მიუხედავად ამისა, თუ შენი პარტნიორი ვერ წვდება იმ მაღალ სტანდარტებს, რომლებიც შენ წაუყენე, ვინმე უკეთესს მოძებნი.

სასწორი

ბუნებით ისეთი ვნებიანი და კეკლუცი ხარ, რომ შენგან მოსალოდნელი იქნებოდა ღალატი, მაგრამ იმდენად აფასებ რომანტიკასა და სიყვარულს, რომ ამას არ გააკეთებ. თუ მაინც ღალატობ, ეს უფრო ძლიერი ემოციების გავლენის ქვეშ ხდება, და არა მოწყენილობის გამო.

მორიელი

სანამ არ შეხვდები საკუთარ ერთადერთს, როგორც შეგიძლია ისე ერთობი. შენ მომხიბვლელი ხარ და იზიდავ მამაკაცებს. მაგრამ როგორც კი გაჩნდება ვინმე, ვინც ემოციურად და სექსუალურად გაწყობს, საკუთარ თავს მიუძღვნი მას.

მშვილდოსანი

შენთვის ძალიან რთულია საიდუმლო რომანის გაბმა, რადგან ადრე თუ გვიან წამოგცდება ამის შესახებ. სექსს კი აღიქვავ, როგორც მხიარულ თამაშს წესების გარეშე, და თუ შენი სექსუალური ცხოვრება ემსგავსება წლებით გაწერილს, შეიძლება ერთ დღეს კალაპოტიდან ამოვარდნა მოგინდეს.

თხის რქა

შენ ერთგული და საიმედო ხარ, მაგრამ მაინც და მაინც არ გაღელვებს სიყვარულის პოვნა. რაღაც დონეზე ეს შენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უპირატესობას უფრო კარიერას ანიჭებ. მამაკაცსაც უფრო ისეთს აირჩევ, რომელიც ხელს შეუწყობს შენს წინსვლას, თუნდაც ამის გამო ვიღაცის მიტოვება მოგიწიოს.

მერწყული

თუ შესაფერისი მამაკაცი შეგხვდება, არ უღალატებ. „ღალატი“ შენთვის - ეს უფრო მსუბუქი ფლირტია. თუ ნამდვილად გიყვარს შენი პარტნიორი, მაშინ მალევე დაამთავრებ ასეთ უწყინარ თამაშს, სანამ შორს არ შეტოპავ.

თევზები

გმართავენ ემოციები და თანაგანცდის უნარი, ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უღალატებ, თუ უიღბლო ურთიერთობის დასრულებას ცდილობ. და მაინც, ახალ მამაკაცთან წასვლით, შენ მთელი ცხოვრება თავს დამნაშავედ იგრძნობ.



<a href="http://www.cosmo.ru">http://www.cosmo.ru</a>