”რა ჩავიცვა?” - თუ ამ კითხვაში საკუთარი თავი ამოიცანით, მაშინ ისიც კარგად ნაცნობი იქნება თქვენთვის, თუ რა რთულია იპოვო ამკითხვაზე პასუხი. ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ხშირად, განსაკუთრებით ხშირად კი ქალს, აქვს მომენტი, როცა ფიქრობს, რომ მის გარდერობში არაფერია.
არსებობს დღეები, როცა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ გარდერობში ძალიან მცირე თავისუფალი ადგილის პოვნაც შეიძლება გაგვიჭირდეს, რთულია ხასიათის, განწყობისა და ამინდის შესაფერისი ტანსაცმლის არჩევა. უმწეოდ ვდგავართ საკუთარ გარდერობთან, ხალათში შეფუთულები და ვერაფერს ვფიქრობთ. ბუნებრივია, სტილის გამეორება, რომელიც არაერთხელ მოვირგეთ, არ გვსურს. საათის ისრები კი წამის სიზუსტით მიიწევენ წინ და ჩვენი დროც არ იცდის. როგორ მოვიქცეთ?
უპირველესად, განიხილეთ ყველა შესაძლო ვარიანტი, რაც თავში აზრად მოგივიდათ და მიჰყევით ჩვენს რჩევებს, რათა დარწმუნდეთ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა, სულაც არ არის შეუძლებელი.
1. შეუფერეთ სხვადასხვა ტანსაცმელი ერთმანეთს
თუ გაქვთ ტანზე მომდგარი კაბა, რომელიც ხშირად გაცვიათ, სცადეთ და გადმოიცვით მასზე სვიტერი. ასევე, შეგიძლიათ, ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფერისა და სტილის ტანისამოსიც მოირგოთ, რაც თქვენს იმიჯს გამოაცოცხლებს.
გახსოვდეთ, რომ რამდენიმე ძველი ტანსაცმელის ერთმანეთთან შეხამებით, ახალ იმიჯს შეიძენთ.
2. გაამხიარულეთ თქვენი ჩაცმულობა სამკაულით
ყველას გვაქვს ისეთი ტანსაცმელი, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ და შესაბამისად, ხშირად ვატარებთ მას. თუ წარმოდგენა არ გაქვთ რა ჩაიცვათ და ალტერნატივად კვლავ ყველაზე კომფორტულს განიხილავთ, ჩაიცვით. თუმცა, ამით ნუ დაკმაყოფილდებით. სცადეთ მოირგოთ სამკაული, რომელიც თქვენს ტანისამოსს მოუხდება და განაახლებს. ნებისმიერ დროს, როცა იდეა თითქმის არ გაქვთ, სცადეთ თქვენი უბრალო სტილი სამკაულის წყალობით გააცოცხლოთ და გაალამაზოთ.
3. შეუხამეთ გასასვლელი ყოველდღიურს
თითქმის არ არსებობს ადამიანი, ვინც თავის გარდერობს ორ ნაწილად არ ჰყოფს: ყოველდღიური და გასასვლელი ტანისამოსის მიხედვით. ერთი შეხედვით, ეს ორი ვერასოდეს გადაკვეთს ერთმანეთს, თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, გადაკვეთს კიდეც და ძალიან საინტერესო შედეგსაც მივიღებთ.
სცადეთ, ერთმანეთს შეუხამოთ გასასვლელი და ყოველდღიური ტანსაცმელი. მაგალითად ლამაზი და გასასვლელი ზედა, ყოველდღიურ ჯინსის შარვალსა და სპორულ ფეხსაცმელზე მოირგეთ. ან თქვენი ყველაზე ელეგანტური ქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამეთ ჯინსებსა და თავისუფალ პიჯაკს. ეცადეთ, თავად შექმნათ საკუთარი სტილი!
4. აქცენტი ფეხსაცმელზე გააკეთეთ
შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ფეხსაცმელი ჩვენი სტილი ყველაზე პატარა და უმნიშვნელო დეტალია, თუმცა, წარმოდგენაც არ გაქვთ, რა როლს თამაშობს იგი ჩვენს გარეგნობაში. თქვენი ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, შეარჩიეთ ორიგინალური ფეხსაცმელი, რომელიც გამოაცოცხლებს სტილს და აუცილებლად მიიქცევს უცხოს ყურადღებას.
5. გაფერადდით
სხვადასხვა ფერებში შემოსვა ისეთივე ეფექტურია, როგორც მონოქრომატული ტანისამოსი. შეარჩიეთ საკუთარ გარდერობში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ფერის ტანსაცმელი და მოირგეთ ისინი. არჩეულ ფერებს კიდევ სხვა ფერის ფეხსაცმელი დაუმატეთ და გაფერადდით. გარდა იმისა, რომ ამით საკუთარ სტილურობას გაუსვამთ ხაზს, სტილის მოსაფიქრებლად დიდ ძალისხმევასაც დაზოგავთ!
6. აირჩიეთ კლასიკური ჟაკეტი
აიღეთ ძველი ჯინსი, მაისური და კლასიკური ჟაკეტი. თქვენი ავანგარდული იმიჯიც მზადაა!
7. ატარეთ აქსესუარები განსხვავებულად
შეუცვალეთ დანიშნულებები თქვენს აქსესუარებს. მაგალითად, სცადეთ ყელსაბამი თმაზე, ხოლო თმის აქსესუარი ყელზე. ეს სიახლე იმდენად საუცხოო ეფექტს მისცემს თქვენს გარეგნობას, თავადაც გაკვირვებული დარჩებით. იყავით კრეატიულები და სცადეთ სიახლეები!
8. გაყავით ერთი ფერის ტანისამოსი ორად
საკმაოდ ეფექტურია ერთი ფერის ტოპი, შარვალი ან კაბა. გარდა ერთი ფერისა, ასევე, შთამბეჭდავია ერთნაირი პრინტისა და დატვირთული ფონის მქონე ტანისამოსიც.
9. ითამაშეთ ქსოვილებით
როცა ფიქრობთ, რომ არაფერი გაქვთ, რასაც ჩაიცვამდით, აარჩიეთ ერთი ქსოვილის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მაგალითად, ჩაიცვით ფუმფულა ტოპი ტყავის უბკასა და ტყავის ფეხსაცმელებზე.
10. მარტივი უკეთესია
ხანდახან, საკმაოდ მსუბუქი ჩაცმულობა უფრო შთამბეჭდავი, ხოლო, მარტივი კი, გაცილებით უკეთესია. ხანდახან ზედმეტი აქსესუარისა და ზემდეტი დეტალის დამატება ძალიან ბანალურსა და უბრალოს ხდის ჩვენს იმიჯს.
ამიტომაც, სცადეთ მარტივი, თუმცა ორიგინალური მეთოდები, მაგალითად, მოკლე ან გრძელი სადა კაბები, რომლებიც, თავიანთ სათქმელს ისედაც ამბობენ.
თემები: მოდა, ტანსაცმელი, ტრენდი, ქალები, სეზონური მოდა, ჩაცმულობა
allwomenstalk.com