LIFE

Mastercard World Elite-ს მომხმარებლები, დღეიდან სტამბოლის აეროპორტში (IST) Fast Track-ით უფასოდ ისარგებლებენ - გაიგე მეტი სამოგზაურო უპირატესობების შესახებ

Mastercard World Elite-ს მომხმარებლები, დღეიდან სტამბოლის აეროპორტში (IST) Fast Track-ით უფასოდ ისარგებლებენ - გაიგე მეტი სამოგზაურო უპირატესობების შესახებ

Fast Track სერვისი, Mastercard World Elite ბარათის მფლობელებისთვის, უკვე სტამბოლის აეროპორტშია (IST) ხელმისაწვდომი. ის მოიცავს სპეციალურ, დაჩქრაებულ ხაზს ტერმინალის შენობაში შესასვლელად, გამარტივებულ საავიაციო უსაფრთხოებისა და პასპორტის კონტროლს.


აღსანიშნავია, რომ Fast Track სერვისი უაღრესად ხელსაყრელია ტრანზიტული რეისების მგზავრებისთვის, რადგან IST აეროპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კავშირის მთავარ ცენტრს წარმოადგენს.

Mastercard World Elite ბარათის მფლობელებისთვის, სერვისი სრულიად უფასოა. გამგზავრებისას, ჩამოსვლისას თუ ტრანზიტისას - დამღლელი რიგის გარეშე გაივლით ყველა პროცედურას. სტამბოლის აეროპორტი (IST) მეორე ყველაზე პოპულარული აეროპორტია მოგზაურთათვის საქართველოდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან.

Fast Track სერვისით სარგებლობისა და სასაზღვრო პროცედურების სწრაფად გავლის შემდეგ, პრემიუმ ბარათის მფლობელებს ახლა შეუძლიათ მეტი დრო გაატარონ ბიზნეს ლაუნჯში ან დაათვალიერონ Duty Free შოპინგის მიმზიდველი შეთავაზებები. შეგახსენებთ, Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს შეუძლიათ მთელი წელი ულიმიტოდ, უფასოდ ისარგებლონ ბიზნეს ლაუნჯით ნებისმიერ აეროპორტში, ხოლო Duty Free-ში, მინიმუმ 100$-ის გადახდისას 10$ საჩუქრად მიიღონ.



Mastercard World Elite უზრუნველყოფს თქვენს კომფორტულ და სასიამოვნო
მოგზაურობის გამოცდილებას.

სერვისით სარგებლობისთვის:
 
  • ჩამოტვირთეთ Mastecard Travel Experiences აპლიკაცია ან ისარგებლეთ ვებსაიტით https://travelexperiences.mastercard.com/ , აირჩიეთ აეროპორტი, მგზავრების რაოდენობა და სასურველი დროის მონაკვეთი;
  • მიიღეთ Fast Track Pass აპლიკაციაშივე ან მითითებულ მეილზე;
  • წარადგინეთ Fast Track Pass თქვენს ტერმინალში Fast Track ზონაში და ისარგებლეთ სწრაფი მომსახურებით.

Fast Track სერვისისა და მისი უპირატესობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ Mastercard-ის ვებსაიტს ან დაუკავშირდით მომხმარებელთა მომსახურების ჯგუფს.

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com