მშობლები

9 მიზეზი, რატომაა მამა ჩვენი ცხოვრების მთავარი ადამიანი

9 მიზეზი, რატომაა მამა ჩვენი ცხოვრების მთავარი ადამიანი

მამები მთელი ჩვენი ცხოვრებისა და გადაწყვეტილების  მკაცრი კონტროლის გარდა, ჩვენი დაცვითაც არიან დაკავებულები. როდესაც რაღაც არასწორ მიდის, ჩვენ მათი იმედი გვაქვს და ვიცით, რომ ისინი აუცილებლად იზრუნებენ ამაზე. თითოეულ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ მამა, ის საუკეთესო მისაბაძი მაგალითია: 

  1. მამა გასწავლის დისციპლინას

მამა არის ის, ვინც გასწავლით დისციპლინირებულ ცხოვრებას. ადრე გაღვიძება, კარგი ქულების მიღება და სპორტის დაუფლებაც კი. 
  1. მამაშენი გიცავს

რამდენადაც განებივრებს, ის ასევე დარწმუნებულია, რომ დააბალანსებს თქვენს სურვილებს. ის გეუბნება, იყავი მოკრძალებული და არ მისცე წარმატებას საშუალება, რომ თავი დაგაკარგვინოს. 
  1. მამა გასწავლი როგორ დახარჯო ფული

ის არ არის მხოლოდ შესანიშნავი კარიერის მეგზური, ასევე, ის გეუბნება  სად დახარჯო ფული და როგორ დაზოგო ის. მათ გარეშე, ჩვენ მთელ ჩვენს ფულს გავანიავებდით. 
  1. მამა არის მთავარი მცველი 

როცა ბავშვები ვიყავით, გვძულდა, როცა ჩვენი მამები გვიანობამდე გარეთ ყოფნის საშუალებას არ გვაძლევდნენ. მაგრამ როცა გავიზარდეთ, მადლობას ვუხდით მათ ამის გაკეთებისთვის, რადგან მათ დაგვიცვეს საფრთხეებისგან.
  1. მისგან სწავლე როგორ გაუმკლავდეთ სტრესს

მამები ძალიან დიდ სტრესს განიცდიან მშობლობისგან. სხვა თუ არაფერი, ფინანსური ტვირთიც და პასუხისმგებლობაც საკმარისია. ისინი ჩვენთვის ძალიან ბევრს ცდილობენ. 
  1. ის გასწავლი როგორ მოიპოვო პატივისცემა

პატივისცემა უნდა დაიმსახურო. ეს ჩვენმა მამებმა გვასწავლეს. თქვენ არ შეგიძლიათ აიძულოთ ვინმეს პატივი გცეთ ან უყვარდეთ. პატივისცემის მიღება შესაძლებელია მხოლოდ თქვენი მოქმედებებით. ეს არის ის, რასაც ისინი ბავშვობიდან გვეუბნებოდნენ. 
  1. მამა გაძლევ საშუალებას დაუშვა შეცდომები

მამები ყოველთვის ამბობენ, რომ შეცდომის დაშვება ერთხელ შეიძლება. მაგრამ გამეორება არ არის კარგი. ის საშუალებას გაძლევს დაუშვა თქვენი პირველი შეცდომა და საშუალებას გაძლევს გაიგოთ, რატომ არ უნდა გაიმეორო ის. 
  1. მან იცის, როგორ მოგექცეს

ჩვენ ვიზრდებით, მაგრამ ჩვენი მშობლებისთვის ყოველთვის მათი პატარა ბავშვები ვიქნებით. ჩვენმა მამებმა იციან, როდის უნდა მოგვექცნენ როგორც უფროსებს და როდის გაგვანებივრონ პატარა ბავშვივით. 
  1. ის გასწავლი თუ როგორ დაგეგმო მომავალი

ჩვენი მომავალი ყოველთვის ჩვენი მშობლების მიერ იყო დაგეგმილი. ჩვენი მამები გვასწავლიან როგორ დავისახოთ მიზნები და როგორ მივაღწიოთ მათ. ვინაიდან მათ ეს უკვე გააკეთეს ახალგაზრდობაში, მათ იციან, როგორ დაგვეხმარონ ჩამოყალიბებაში.
 

ჩაეხუტე მას და მადლობა გადაუხადე შენი პიროვნებისა და მომავლის ჩამოყალიბებისთვის. მან იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შენ ფიქრობ და სანაცვლოდ არასდროს არაფერი უთხოვია.