იცით, რატომ უნდა დაიძინოთ ღამე შიშველმა - 5 აქამდე უცნობი ფაქტი
- 17.02.2017
გძინებიათ შიშველს? გიფიქრიათ ოდესმე, რომ პიჟამას გარეშე ძილს, ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა ექნებოდა? დიახ! არ მოგესმათ, როგორც ირკვევა, შიშველი ძილი წლის ნებისმიერ დროს, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მისი სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, სისხლის მიმოქცევისთვისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადების თავიდან ასაცილებლად, საუკეთესო საშუალებაა!
TREND. გთავაზობთ იმ უპირატესობების ჩამონათვალს, რაც შიშველ ძილს, როგორც წესი თან ახლავს:
1. აუმჯობესებს სექსუალურ ცხოვრებას
შიშველი ძილისას ადამიანის ორგანიზმში მეტი რაოდენობით ოქსიტოცინი, ე.წ. სიყვარულის ჰორმონი გამოიყოფა, რაც ქალებს ორგაზმის მიღწევაში ეხმარება. მისი შემცველობა, მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ იგი ამცირებს სტრესს და ებრძვის დეპრესიის გამომწვევ მიზეზებს. შიშველი ძილი განსაკუთრებით სასარგებლო სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მაშინ არის, როცა სისტემატურად პარტნიორთან ერთად გძინავთ.
2. ხელს უწყობს ღრმა ძილის მდგომარეობას
ადამიანი გამოძინებას ვერ ახერხებს თუ მას ღრმად არ სძინავს. ასევე, როცა ღრმად გძინავთ, სხეულის ტემპერატურა იკლებს და ეს აუცილებელია ძილის ნორმალური ცირკულაციისთვის.
3. კანი დაცულია დაავადებებისგან
შიშველი ძილისას, თქვენს კანს საშუალებას აძლევთ ისუნთქოს. რაც მთავარია, სხეულის მთლიან ზედაპირზე. ეს არის საუკეთესო საშუალება თავი დაიცვათ კანის სხვადასხვა ალერგიული თუ იმფექციური დაავადებისგან.
4. სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება
სხეულის განთავისუფლება ყველა ზედმეტი ქსოვილისგან აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, როგორც გულსისხლძარღვთა, ასევე არტერიულს. გაცილებით ეფექტურია კუნთებში მათი მიმოქცევაც.
5. უზრუნველყოფს სასქესო ორგანოების დაცვას სხვადასხვა ინფექციური თუ ბაქტერიული დაავადებისგან
ქალის ვაგინა ბუნებრივად თბილი და სველი, რაც საუკეთესო "საცხოვრისია" ბაქტერიებისთვის. მსგავს პირობებში ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან. შიშველი ძილით, არა მხოლოდ სხეული, არამედ სასქესო ორგანოებიც თავისუფლდებიან, სუნთქავენ და სწორედ ამიტომ, დაცულები არიან ბაქტერიული და ინფექციური დაავადებებისგან, მათი გამრავლებისგან!
თემები: ძილი, კანის მოვლა, თავის მოვლა, ჯანმრთელობა, ქალები, ჯანსაღი სექსი, სიშიშვლე, შიშველი ძილი
allwomenstalk.com