15 რჩევა, იმისათვის რომ სიცოცხლე 100 წლამდე გაიხანგრძლივოთ
- 27.02.2017
1. წაიკითხე გაზეთები ამოტრიალებული შრიფტით
და ეს ხუმრობა არ არის. როცა ასე კითხულობ, ამით ტვინს მცირე სტრესს აყენებ, რომელიც ეხმარება მას აღიდგინოს განადგურებული უჯრედები.
2. მიიღე წითელი ფერის ხილი და ბოსტნეული
წითელი ბულგარული წიწაკა შეიცავს მეტ „ც“ ვიტამინს, ვიდრე ფორთოხალი. ჭარხალი მდიდარია ნიტრატებით, რომლებიც აფართოებენ სისხლძარღვებს, პომიდორი კი წარმოადგენს ლიკოპენის წყაროს, რომელიც იცავს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.
3. სწრაფად ირბინე
სირბილი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მთელი 30 %-ით. სირბილის ნაცვლად შეგიძლია ისეირნო ველოსიპედით.
4. იყავი ფრთხილად საზოგადოებრივი ტუალეტის სარგებლობისას
საზოგადოებრივი ტუალეტის ყოველი სარგებლობის შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანე ხელები, რათა მოიშორო ბაქტერიები, რომლებსაც შეუძლია არამხოლოდ გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები, არამედ შეასუსტოს შენი იმუნიტეტი.
5. მიირთვით ბანანი
ეს ხილი ამცირებს წნევას. მასში შემავალი კალიუმი ანეიტრალებს რაციონში ზედმეტი მარილის მავნე შედეგებს.
6. გააკეთე ჩაჯდომები
ეს უმარტივესი ვარჯიში ეხმარება კუნთების გაძლიერებას, რომლებიც მომავალში, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, დაგიცავს დაცემისგან.
7. დალიე თუნდაც 1 ჭიქა ჩაი დღეში
ჩაი ამცირებს სტრესის ჰორმონებს სისხლში და გულის შეტევის დროს ზრდის გადარჩენის შანსს 28 %-ით, ვინაიდან ჩაიში შემავალი ანტიოქსიდანტები აძლიერებენ სისხლძარღვებს.
8. დაწექი დასაძინებლად 1 საათით ადრე
სულ რაღაც ერთი საათით უფრო ხანგრძლივი ძილი ხელს უწყობს წნევის ნორმალიზებას და სტრესთან გამკლავებას.
9. მიიღე იოგურტი
პრობიოტიკებით გაჯერებული სასმელები დადებითად მოქმედებენ მომნელებელ სისტემაზე.
10. გამოიყენე კბილის ძაფი
ის დაგიცავს ბაქტერიებისგან, რომლებიც იწვევენ კარიესს, რაც შედეგად აგაცილებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და დიაბეტს.
11. ისუნთქე საწრუპის დახმარებით
გააკეთე ეს ყოველდღიურად, რათა გაიუმჯობესო ფილტვების მუშაობა, შეამცირო გულის შეკუმშვის სიხშირე და წნევა. შეისუნთქე ცხვირით, ამოისუნთქე საწრუპით.
12. სახლი ყოველთვის სუფთა გქონდეს
ადამიანებს, რომლებიც ხშირად ალაგებენ საკუთარ სახლს, გააჩნიათ სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) მაღალი დონე. ის, თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს კარგ ძილზე, სწორ კვებაზე, და როგორც შედეგი, ხანგრძლივ სიცოცხლეზე.
13. ჭამე ბეკონი ძეხვის ნაცვლად
ეს შეიძლება საკმაოდ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ის ნაკლებად კალორიულია, ვიდრე ძეხვი. მისმა გამოყენებამ შეიძლება დაგიცვას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ზედმეტი სიმსუქნისგან.
14. ყოველდღიურად ისეირნე
სიარული სასიკეთო გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე.
15. დაიდე თეფშზე საკვების მცირე ულუფები
ვირთხებზე ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ მღრღნელებმა, რომლებსაც აძლევდნენ 30 %-ით ნაკლებ ულუფას, ცოცხლობდნენ ორჯერ უფრო დიდხანს.
თემები: ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები, ვარჯიში, კვება
<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია