სილამაზე

სრულყოფილი მაკიაჟის 10 საიდუმლო - იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

სრულყოფილი მაკიაჟის 10 საიდუმლო - იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

მაკიაჟი ხელოვნებაა. ეს ერთგვარი ჯადოსნური საჩუქარია ყველა ქალბატონისთვის. ბევრი მათგანი საუცხოოდ ფლობს ამ ხელოვნებას. მაკიაჟის საშუალებით ხაზს უსვამენ საუკეთესო ნაკვთებს, ხოლო მალავენ იმას, რაც გარეგნობაში არ მოსწონთ.

სრულყოფილი მაკიაჟი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. გაგიმხელთ 10 საიდუმლოს, რომელთა საშუალებითაც უნაკლო მაკიაჟის გაკეთებას შეძლებთ:

1. მოუარეთ ფუნჯებს - კარგი ხარისხის ფუნჯი, შეიძლება მთელი ცხოვრება გქონდეთ და მისი შეცვლა არ დაგჭირდეთ. იმისთვის, რომ კარგად შეინახოთ მიჰყევით მარტივ, მაგრამ ეფექტურ ნაბიჯებს - პირველ რიგში, ფუნჯი არასოდეს დატოვოთ ჭუჭყიანი. შერჩენილმა კოსმეტიკამ, შესაძლოა , ის დააზიანოს. გარეცხეთ რეგულარულად შამპუნით, ან ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. აცადეთ გაშრობა. თუ სველ ფუნჯს შეინახავთ, ის აუცილებლად დაზიანდება. უხარისხო და დაზიანებული ფუნჯით საოცხოო მაკიაჟზე უარის თქმა მოგიწევთ.

სრულყოფილი მაკიაჟის 10 საიდუმლო - იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

2. ნუ გაიკეთებთ მაკიაჟს თავიდან, უბრალოდ, გაახლეთ - თუ მაკიაჟი დილით გაიკეთეთ და საღამოს წვეულებაზე მიდიხართ. ნუ მოიშორებთ მას მთლიანად. უბრალოდ, გადაისვით ტონალური თხლად და შემდეგ წაისვით პუდრი. ამით თქვენი მაკიაჟი გაახლდება.

სრულყოფილი მაკიაჟის 10 საიდუმლო - იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

3. უარი თქვით ტანის ძვირადღირებულ კრემებზე - თქვენ არ გაქვთ ფული ძვირადღირებული სპა სალონებით სარგებლობისთვის, არც ძვირადღირებული სკრაბებისთვის. თუმცა ამის გარეშეც შეგიძლიათ მარტივად გახადოთ თქვენი კანი ხავერდოვანი და გლუვი სახლის პირობებში დამზადებული სკრაბის გამოყენებით. შეურიეთ 4 სუფრის კოვზი შაქარი, ან მარილი 3 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ლავანდას ზეთი, ან გრეიფრუტის ესენცია. წაისვით მთელ სხეულზე მიღებული მასა და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.

სრულყოფილი მაკიაჟის 10 საიდუმლო - იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

4. იზრუნეთ ტუჩებზე - იმისთვის, რომ ტუჩსაცხი ტუჩზე, ლამაზად გამოჩნდეს, ის კარგად მოვლილი უნდა იყოს. თქვენ არ გჭირდებათ ტუჩის ბალზამის ყიდვა. უბრალოდ, შეურიეთ ერთმანეთში ყავისფერი შაქარი, ზეითუნის ზეთი და ვანილის ექსტრაქტი. ხელის ნაზი მოძრაობით წაისვით მიღებული ნაზავი ტუჩებზე და შემდეგ რბილი ქსოვილით მოიშორეთ. სულ ესაა, თქვენი ტუჩები მზადა ტუჩსაცხის წასასმელად.

სრულყოფილი მაკიაჟის 10 საიდუმლო - იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

5. არასოდეს წაისვათ უფრო მუქი ტონალური, ვიდრე თქვენი სახის კანია - თქვენ შეიძლება გსურთ, მუქი ტონალურის წასმა, განსაკუთრებით ზაფხულში, თუმცა ეს მაკიაჟის ყველაზე დიდი შეცდომაა. ასეთ დროს თქვენ ძალიან არაბუნებრივად გამოიყურებით.

სრულყოფილი მაკიაჟის 10 საიდუმლო - იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

6. ნუ წაისვამთ ძალიან ბევრ პუდრს - შეწყვიტეთ პუდრის გამოყენება რეგულარულად და ნუ წაისვამთ მას დიდი რაოდენობით, ნუ დაემსგავსებით ნამცხვარს.

სრულყოფილი მაკიაჟის 10 საიდუმლო - იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

7. უარი თქვით ტუჩსაცხის ყოველ საათში წასმაზე - იმისთვის, რომ ტუჩსაცხი დიდხანს შეინარჩუნოთ და ყოველ საათში მისი წასმისგან გათავისუფლდეთ, დაიდეთ ქაღალდის ხელსახოცი ტუჩზე და წაისვით პუდრი. ასე ტუჩსაცხი დიდხანს შეგინარჩუნდებათ.

სრულყოფილი მაკიაჟის 10 საიდუმლო - იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

8. გაიკეთეთ ე.წ. კატის თვალები უმარტივესად - შეგიძლიათ თვალები გამორჩეულად აქციოთ. ფოტოზე ნაჩვენებია მარტივი ტექნიკა, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებში გააკეთოთ. გჭირდებათ თვალის ლაინერი და თხელი ფირფიტა, რომლის საშუალებითაც მონიშნავთ თვალს. თვალის გარე კუთხეში მოათავსეთ ფირფიტა და სასურველ ადგილას წაისვით ლაინერი.

სრულყოფილი მაკიაჟის 10 საიდუმლო - იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

9. არ წაისვათ ზედმეტი კოსმეტიკა - არ გჭირდებათ სალონში წასვლა იმისთვის, რომ გქონდეთ ბუნებრივი, ლამაზი და გრძელი წამწამები. ხელსახოცზე გაუსვით ტუშის ფუნჯი. ამით მას ზედმეტ ტუშს მოაშორებთ და შედეგად, წამწამებზე ის თხლად და ლამაზად გამოჩნდება.

სრულყოფილი მაკიაჟის 10 საიდუმლო - იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

10. ვაზელინი - მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება - ვაზელინის გამოყენება შესაძლებელია მაკიაჟის მოსაშორებლად. მცირე რაოდენობით უნდა გადაიტანოთ ბამბაზე, წაისვათ სახეზე და შემდეგ ჩამოიბანოთ. ის აშორებს წყალგამძლე მაკიაჟსაც.

სრულყოფილი მაკიაჟის 10 საიდუმლო - იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>