ჯანმრთელობა

7 პროდუქტი,რომელიც, ყველა გოგოს მაცივარში უნდა იდოს

7  პროდუქტი,რომელიც, ყველა გოგოს მაცივარში უნდა იდოს

არსებობს ის ძირითადი და აუცილებელი საკვები, რაც მაცივარში ყოველთვის უნდა გქონდეს. პირველი, იმისთვის, რომ დაუპატიჟებელი სტუმრის არ შეგეშინდეს და მეორეც, სწორად რომ გამოიკვებო და შესაბამისად, ჯანმრთელი იყო.

უსარგებლო, მაღალკალორიული საკვები ნოყიერი და ჯანსაღი პროდუქტებით ჩაანაცვლე. გზა, რომელიც წონის დასაკლებად ან შესანარჩუნებლად უნდა გაიარო, შესაძლოა, გრძელი და რთული აღმოჩნდეს, რასაც ბევრი მუშაობა და თავდადება დასჭირდება.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ამ გზაზე ნატურალური და ჯანსაღი საკვებია. გთავაზობ 7 პროდუქტს, რომლებიც შენს მაცივარში ნებისმიერ დროს უნდა იდოს:

• რძე

7  პროდუქტი,რომელიც, ყველა გოგოს მაცივარში უნდა იდოს


ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკვები. შეიცავს ბევრ კალციუმს. მარცვლეულთან ერთად იდეალური საუზმეა, რომელიც ენერგიულად გაგრძნობინებთ თავს მთელი დღის განმავლობაში. შეეცადე, შეიძინო გაუმჭვირვალ შეფუთვაში, რადგან შუქი საგრძნობლად ამცირებს მასში ვიტამინების რაოდენობას.

• კვერცხი

7  პროდუქტი,რომელიც, ყველა გოგოს მაცივარში უნდა იდოს

არა მხოლოდ იმიტომაა კარგი, რომ მასში ბევრი პროტეინია, არამედ კვერცხი აუცილებელი ინგრედიენტია სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმისთვის. შეეცადე, შეინახო თავის ყუთში, მაცივრის ქვედა თაროზე, რადგან არ დაკარგოს სინოტივე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაჭუჭი ჰერმეტულად გამოიყურება, ის ადვილად ითვისებს სხვადასხვა არომატს.

• იოგურტი

7  პროდუქტი,რომელიც, ყველა გოგოს მაცივარში უნდა იდოს

საკვები, რომელიც აუცილებელია. კარგია დაბლენდერებულ ხილთან, შვრიის ფანტელებთან ან, უბრალოდ, დაჭრილ ხილზე ზემოდან მოსხმული. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე კრემების ნაცვლად. თუ გინდა რომ, უფრო გემრიელი იყოს, ზოგჯერ უცხიმოს ნაცვლად მოიმარაგე იოგურტი ცხიმის დაბალი შემცველობით.

• ახალი ხილი და ბოსტნეული

7  პროდუქტი,რომელიც, ყველა გოგოს მაცივარში უნდა იდოს

თუ გსურს, ჯანსაღი საკვები მიიღო, მაშინ, ახალი ხილი და ბოსტნეული აუცილებლად დაგჭირდება. ეცადე, ცალ-ცალკე განათავსო, რადგან ხილის დამწიფებისას წარმოქმნილი გაზები ბოსტნეულს მარტივად აფუჭებს. საყიდლების სიას აუცილებლად დაუმატე ისპანახი და სალათის ფურცლები.

• ქათმის ფილე

7  პროდუქტი,რომელიც, ყველა გოგოს მაცივარში უნდა იდოს

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი, რომელიც მაცივარში აუცილებლად უნდა იყოს. მისი გამოყენება შესაძლებელია პიურესთან, ბრინჯთან ან მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად. უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს კარაქისა და რძის გარეშე მოამზადე.

• ყველი

7  პროდუქტი,რომელიც, ყველა გოგოს მაცივარში უნდა იდოს

ყოველთვის იქონიეთ პარმეზანი და პასტა, რათა ნებისმიერ დროს შეძლო გემრიელი კერძის მომზადება. შეგიძლია, დაზოგო ფული და ის ჩაანაცვლო წვნიანი, რბილი ყველით, რომელიც გიყვარს, ან პარმეზანისა და ჩედერის მსგავსი, უფრო მძაფრგემოიანი, მაგარი ყველით, რადგან სულ მცირე რაოდენობაც კი უფრო გემრიელს გახდის კერძს.

• სანელებლები

7  პროდუქტი,რომელიც, ყველა გოგოს მაცივარში უნდა იდოს

თუ გინდა, რომ კერძები უფრო გემრიელი გახადო, ცხიმებისა და სხვა კალორიული ინგრედიენტების დამატების გარეშე, მაშინ მოიმარაგე სანელებლები, მსუბუქი სოუსები, ძმარი, მდოგვი და სხვა. მათი დახმარებით კერძებს სულ სხვა გემოს და არომატს შესძენ.

აქ მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან პროდუქტზე გავამახვილეთ ყურადღება. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი სასარგებლო ინგრედიენტია, რომელიც აუცილებლად დაგჭირდება.

ისე კი, საინტერესოა, შენ რას დაამატებდი ამ სიას, კიდევ რა დაგჭირდება შენი მაცივრის შესავსებად? ოღონდ შევთანხმდეთ - მხოლოდ ჯანსაღ საკვებს ირჩევ!