ჯანმრთელობა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ვიტამინ D-ს ყოველდღიურად იღებენ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ვიტამინ D-ს ყოველდღიურად იღებენ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ

თითქოს მარტივი და ნათელი რჩევაა: მიირთვი ბოსტნეული, ივარჯიშე და, რა თქმა უნდა, მიიღე ვიტამინები.

თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ზოგიერთი ვიტამინის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება შეიძლება ორგანიზმისთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს. ბევრი მათგანი დაკავშირებულია კიბოს სხვადასხვა სახეობასთან, ზოგი კი თირკმლის პრობლემებს იწვევს. მეორე მხრივ კი არსებობს ვიტამინები, რომლებიც ბუნებრივი საკვების შემცველობაში ნაკლებად მოიპოვება და ექიმები მათ დამატებით მიღებას გვირჩევენ.

გაეცანი რამდენიმე ფაქტს ვიტამინების და საკვები დანამატების შესახებ:

1. მულტივიტამინები: მოერიდე მათ გადაჭარბებულ მიღებას - ბალანსირებული დიეტით ყველა მასში შემავალ ვიტამინს იღებ

ათწლეულების მანძილზე მიიჩნევდნენ, რომ მულტივიტამინები აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო ჯანმრთელობისთვის: ვიტამინი C - შენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ვიტამინი A - მხედველობის დასაცავად, ვიტამინი B კი ენერგიისთვის.

შენ მათ საკვებითაც იღებ და მათი გადაჭარბებული რაოდენობის მიღება საზიანოა. 2011 წლის კვლევის მიხედვით, რომელშიც 25 წელს გადაცილებული 39 000 ქალი იღებდა მონაწილეობას, ისინი, ვინც მუდმივად იღებდა მულტივიტამინებს, სხვა და სხვა დაავადების უფრო დიდი რისკის ქვეშ იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც მათ თავს არიდებდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ვიტამინ D-ს ყოველდღიურად იღებენ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ

2. ვიტამინი D: განსაკუთრებით სასარგებლოა ძვლებისთვის, თუმცა საკვები პროდუქტები მას მცირე რაოდენობით შეიცავს

ვიტამინი D ბევრ საკვებში არ გვხვდება, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია ძვლებისთვის, რადგან კალციუმის რაოდენობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მზის აბაზანებიც ხელს უწყობს ორგანიზმს მის წარმოქმნაში, მაგრამ ზამთარში მზის აბაზანების მიღება შედარებით რთულია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ვიტამინ D-ს ყოველდღიურად იღებენ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე ადამიანები, რომლებიც არ იყენებენ მას.

3. ანტიოქსიდანტები: მოერიდე მა მათი მიღება კენკრის ჭამითაც შეიძლება

ანტიოქსიდანტები შედგება A, C და E ვიტამინებისგან, მათ კი ბევრი სხვადასხვა ხილი შეიცავს, განსაკუთრებით - კენკრა. ასევე დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს შეიცავს ბოსტნეულიც. ბოსტნეულის მიღება კი ზოგადად კიბოს გაჩენის რისკს საგრძნობლად ამცირებს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ვიტამინ D-ს ყოველდღიურად იღებენ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ

4. ვიტამინი C: გაციებისას მისი უზომო რაოდენობით მიღება სულაც არ გჭირდება, მით უმეტეს, როდესაც ციტრუსების მირთმევა შეგიძლია

ქიმიკოსმა ლინუს პაულინგმა 1970 წელს რამდენიმე კვლევის შემდეგ დაადგინა, რომ ვიტამინი C არ იძლევა განსაკუთრებულ შედეგებს, არც გაცივებას კურნავს. 2000 მმ/გრ-ზე მეტი C ვიტამინის მიღების შემთხვევაში იზრდება თირკმელში კენჭის გავლის რისკი, რაც ძალიან მტკივნეული პროცესია. ამიტომ შეეცადე, მიიღო ის ნატურალური გზით, ციტრუსებისა და მარწყვის შენს რაციონში ჩართვით.

5. ვიტამინი B3: თავისუფლად შეგიძლია მიიღო ორაგულის, თინუსის ან ჭარხლის სახით

წლების განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ B3 ალცჰაიმერით დაწყებული, გულის დაავადებით დამთავრებული, ყველაფერს კურნავდა, მაგრამ ბოლო დროს ჩატარებული კვლევების შედეგად მისი მოხმარება საგრძნობლად შემცირდა და მას აფთიაქებშიც აღარ ურჩევენ.

2014 წლის კვლევის მიხედვით, რომელშიც 25 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, დადგინდა, რომ მისი ყოველდღიური მიღება ზრდიდა გულის შეტევისა და სიკვდილის რისკს.

გარდა ამისა, მათ, ვინც იღებდა B3-ს, უჩნდებოდათ ღვიძლის პრობლემები, ინფექციები და შიდა სისხლდენები, განსხვავებით იმათგან, ვინც პლაცებოს მომხმარებელი იყო.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ვიტამინ D-ს ყოველდღიურად იღებენ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ

6. პრობიოტიკები: მათი სასარგებლო თვისებები ბოლომდე შესწავლილი არ არის, ასე რომ, მის ნაცვლად იოგურტი მიირთვი

პრობიოტიკები - ბაქტერიული დანამატებია, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულიც არის და ამასთან, მათი მიღება მარტივად, იოგურტით შეიძლება. პრობიოტიკების წარმოება 2012 წელს ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან ბიზნესად იქცა და მწარმოებელს 23 მილიარდამდე შემოსავალიც მოუტანა.

პრობიოტიკების იდეა მარტივია: ისინი ამრავლებენ ბაქტერიებს, რომლებიც ჩვენს ნაწლავებში მილიონობითაა და საკმაოდ მნიშვნელოვან როლსაც თამაშობენ ჩვენი ჯანმრთელობის რეგულირებაში.

მაგრამ ამ იდეის პრაქტიკული გამოყენება რთულია. პრობიოტიკების მიღებას იშვიათად გამოაქვს შედეგი, ხშირ შემთხვევაში კი - საერთოდ არა.

7. თუთია: ერთადერთი ნივთიერება, რომელიც უშუალოდ გაცივებას ებრძვის

C ვიტამინისგან განსხვავებით, თუთია ეხმარება ორგანიზმს გაცივების დაძლევაში და მის გამომწვევ ბაქტერიებს სპობს.

2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ადამიანებს, რომლებიც იღებდნენ თუთიას და არა პლაცებოს, გაცილებით იშვიათად ემართებოდათ სურდო და მათი ავად ყოფნა დიდხანს არ გრძელდებოდა. გარდა ამისა,ის აღიარებულია აკნეს სამკურნალო საუკეთესო საშუალებად.



წყარო:&nbsp;<a href="https://flipboard.com/@flipboard/flip.it%2F1xntjk-most-vitamins-are-useless-but-here-are-/f-7f89f5a326%2Fbusinessinsider.com">flipboard</a>