LIFE

5 ნაბიჯი ეჭვიანობის მართვისთვის – როგორ გადავარჩინოთ ურთიერთობა საკუთარი იმპულსებისგან

5 ნაბიჯი ეჭვიანობის მართვისთვის – როგორ გადავარჩინოთ ურთიერთობა საკუთარი იმპულსებისგან

ჩვენ ვიტანჯებით, როდესაც ისეთი აზრები გვიტევს, როგორიცაა: „ის აუცილებლად მიმატოვებს“; „თუ არ მპასუხობს, სხვასთანაა“ - თუმცა, არ დაგვავიწყდეს, ეს აზრები მხოლოდ ჩვენი ინტერპრეტაციაა - არაზუსტი, საშიში და მტკივნეული ქცევისკენ მიმავალი.

ეჭვიანობის ინტენსივობა დამოკიდებულია არა სიყვარულის სიძლიერეზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ფიქრობს ადამიანი. თუ კოგნიტური დამახინჯებები - სამყაროს აღქმა ცრურწმენებისა და სტერეოტიპების პრიზმით - ადვილად იწვევს თქვენს გაღიზიანებას, მაშინ ჩვეულებრივი შფოთვა სწრაფად გადავა მტკივნეულ მდგომარეობაში.



არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარტნიორის გრძნობები არ უნდა იყოს მხოლოდ ჩვენთან დაკავშირებული; ყველას შეიძლება გვქონდეს სიხარულის, დაღლილობის ან ინტერესის სხვა წყაროები და ეს სრულიად ნორმალურია.

ფსიქოლოგები გვირჩევენ ეჭვიანობის მართვის ეფექტურ სტრატეგიებს:

1. იმუშავეთ იმაზე რაც გაღიზიანებთ

ჩამოთვალეთ სიტუაციები, რის გამოც ეჭვიანობა ყველაზე ხშირად გიტევთ და გაღიზიანებთ: უპასუხო ზარი, პარტნიორის ურთიერთობა მიმზიდველ ადამიანებთან, სამუშაო მოგზაურობები - თქვენი გაღიზიანების ამოცნობა შესაძლებლობაა, წინააღმდეგობა გაუწიოთ მას.

2. მართეთ იმპულსები

როდესაც ეჭვიანობა იფეთქებს, უთხარით საკუთარ თავს: „შეჩერდი, ეს ნაცნობი რეაქციაა. მე ვირჩევ, სპონტანურად არ ვიმოქმედო“ - ეცადეთ მართოთ თქვენი იმპულსები და ემოციური შემოტევები.

3. დაამშვიდეთ თქვენი სხეული

ეჭვიანობა ასევე ფიზიოლოგიურ სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა: გულისცემის გახშირება, კუნთების დაჭიმულობა და არარეგულარული სუნთქვა; ამაში დაგეხმარებათ სწორი სუნთქვის პრაქტიკა, როგორიცაა „კვადრატული“ სუნთქვა (4 დათვლა, 4 ამოსუნთქვა) და რელაქსაციის ტექნიკა (მაგალითად, პროგრესული კუნთების რელაქსაცია), რაც დაგეხმარებათ ნეიტრალური მდგომარეობის მიღწევაში.

4. დაუსვით კითხვები საკუთარ თავს

ხშირად ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ეს ფაქტია თუ ჩემი ინტერპრეტაცია?“; „რა ვიცი დანამდვილებით?“ „რა ადასტურებს კონკრეტულად ჩემს ეჭვებს?“ - ხშირად, არსებობს რამდენიმე ალტერნატიული, სწორი და ჯანსაღი ახსნა.

5. ნუ აჩქარდებით

არ დაუშვათ ნაჩქარევი არგუმენტები ან ვრცელი, ემოციურად დატვირთული შეტყობინებები. პირველ რიგში, გამოიყენეთ პაუზა, დაფიქრდით და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტეთ, რა გააკეთოთ და თქვათ.
ეჭვიანობა თავისთავად მტერი არ არის, არამედ მნიშვნელოვანი სიგნალია, რომელიც ბევრ რამზე გვაფიქრებს, რომ ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია და გვეშინია მისი დაკარგვის.

გვახსოვდეს, ურთიერთობებს ემოცია არ ანგრევს, არამედ ის, რასაც ვაკეთებთ, როდესაც ეჭვიანობა გვიტევს. აზრებთან, წესებთან და ღრმად ფესვგადგმულ შეხედულებებთან სისტემური მუშაობა კი საშუალებას გვაძლევს, ეჭვიანობა ისეთ ძალად გარდავქმნათ, რისი მართვაც დრამის გარეშე შეგვიძლია.