LIFE

სკანდალი ჰოლივუდში: დარილ ჰანა ჯონ კენედი უმცროსთან ურთიერთობაზე ათწლეულების შემდეგ ალაპარაკდა - "ეს საშინელებაა!"

სკანდალი ჰოლივუდში: დარილ ჰანა ჯონ კენედი უმცროსთან ურთიერთობაზე ათწლეულების შემდეგ ალაპარაკდა - "ეს საშინელებაა!"

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, დარილ ჰანამ, მრავალწლიანი დუმილი დაარღვია. 65 წლის მსახიობმა გამოცემა The New York Times-ში გამოქვეყნებულ სკანდალურ ესეში მკაცრად გააკრიტიკა რაიან მერფის ახალი სერიალი "Love Story: John F. Kennedy Jr. & Carolyn Bessette", რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟისა და მისი მეუღლის ტრაგიკულ სიყვარულზე მოგვითხრობს.

ჰანა, რომელიც წლების განმავლობაში ჯონ კენედი უმცროსის საყვარელი ქალი იყო, აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, თუ როგორ წარმოაჩინეს მისი პერსონაჟი ეკრანზე.

"გაღიზიანებული და ეგოისტი" – როგორია "ეკრანული" დარილ ჰანა?

9-ეპიზოდიანი სერიალი ასახავს პერიოდს, როდესაც კენედი უმცროსი მსახიობ დარილ ჰანასთან (რომელსაც დრი ჰემინგუეი ასახიერებს) რთულ, მერყევ ურთიერთობაში იყო, სანამ საბოლოოდ კაროლინ ბესეტს შეუყვარდებოდა.

"პერსონაჟი დარილ ჰანა, რომელიც სერიალშია ნაჩვენები, დისტანციურადაც კი არ ჰგავს ჩემს ცხოვრებას, ჩემს ქცევას ან ჩემს ურთიერთობას ჯონთან. ის ქმედებები, რაც მე მომაწერეს, სიცრუეა," – აცხადებს მსახიობი. მისი თქმით, რეჟისორებმა ის შეგნებულად წარმოაჩინეს, როგორც "გაღიზიანებული, ეგოისტი, წუწუნა და არაადეკვატური" ქალი.

კოკაინის წვეულებები და შეურაცხყოფილი რელიქვიები

ჰანა პუნქტობრივად უარყოფს სერიალის რამდენიმე სკანდალურ სცენას. მაგალითად, ფილმში ნაჩვენებია ეპიზოდი, სადაც მსახიობის მეგობრები კოკაინით ერთობიან და ნარკოტიკი კენედების ოჯახის ფასდაუდებელ რელიქვიაზე აქვთ დაყრილი.

"ცხოვრებაში არასდროს გამომიყენებია კოკაინი და არც მსგავსი წვეულებები მომიწყვია. არასდროს დამიძალებია ვინმესთვის ქორწინება, არასდროს შემირაცხყვია ოჯახური რელიქვიები და არც სხვის პირადში შევჭრილვარ დაუკითხავად," – წერს ჰანა.

მისი თქმით, ყველაზე ამაზრზენი ტყუილი ჟაკლინ კენედი ონასისის გარდაცვალების ეპიზოდს ეხება. მსახიობი აცხადებს, რომ მას არასდროს შეუდარებია ჯონის დედის სიკვდილი "ძაღლის სიკვდილისთვის", როგორც ეს სერიალშია ნაჩვენები.

რატომ დუმდა მსახიობი აქამდე?

დარილ ჰანა განმარტავს, რომ აქამდე დუმილს იმიტომ არჩევდა, რომ არ სურდა ჭორების გაღვივება და საკუთარ პირად ცხოვრებას ყოველთვის უფრთხილდებოდა. თუმცა, ამჯერად დუმილი დაარღვია, რადგან ტელეპროექტმა ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა.

"ჩემი დუმილი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ტყუილზე დათანხმება," – ამბობს მსახიობი, რომელიც 2018 წლიდან მუსიკოს ნილ იანგზეა დაქორწინებული.

კენედისა და ჰანას 5-წლიანი რომანი

ჯონ კენედი უმცროსი და დარილ ჰანა ერთმანეთს 80-იან წლებში, კარიბის კუნძულებზე დასვენებისას შეხვდნენ. მათი რომანი 1988 წელს დაიწყო და 5 წელზე მეტხანს გაგრძელდა. 90-იან წლებში პრესა გამუდმებით წერდა მათ მოსალოდნელ ქორწინებაზე, თუმცა წყვილი 1994 წელს საბოლოოდ დაშორდა.

ორი წლის შემდეგ, 1996 წელს, ჯონმა ფარულ ცერემონიაზე კაროლინ ბესეტზე იქორწინა. სამწუხაროდ, მათი სიყვარულის ისტორია 1999 წელს ავიაკატასტროფით ტრაგიკულად დასრულდა.

რაიან მერფის წარმომადგენლებს დარილ ჰანას ბრალდებებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.