LIFE

Wizz Air-მა მობილური აპლიკაცია არსებითად განაახლა – მოგზაურობა კიდევ უფრო მარტივი, გასაგები და კომფორტული ხდება

Wizz Air-მა მობილური აპლიკაცია არსებითად განაახლა – მოგზაურობა კიდევ უფრო მარტივი, გასაგები და კომფორტული ხდება

განახლებული ფუნქცია My Journey მოგზაურობის ყოველ ეტაპზე მგზავრის კომფორტზეა ორიენტირებული

2026 – Wizz Air-მა მობილური აპლიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განახლება წარადგინა. სრულიად გარდაქმნილი სივრცე My Journey მგზავრებს სთავაზობს მკაფიო მითითებებს, რეალურ დროში განახლებად საჭირო ინფორმაციასა და ავიაკომპანიის სერვისებზე გამარტივებულ წვდომას მთელი მოგზაურობის განმავლობაში.

ეს განახლება ავიაკომპანიის გრძელვადიანი ინიციატივის – „Customer First Compass“-ის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომლის მიზანიც მომხმარებლის გამოცდილების მუდმივი გაუმჯობესებაა. ახალი, დახვეწილი ინტერფეისი ერთ სივრცეში უყრის თავს ფრენის დეტალებს, პერსონალიზებულ რჩევებსა და სერვისების სწრაფ მართვას.
განახლებულმა My Journey-მ აპლიკაციის ძველი ფორმატი ჩაანაცვლა. თანამედროვე და მოქნილი სისტემა ნავიგაციას ამარტივებს და მგზავრს ზუსტად იმ ინფორმაციას აწვდის, რაც გამგზავრებამდე კონკრეტულ მომენტში სჭირდება.

„Wizz Air-ისთვის Customer First Compass მხოლოდ სტრატეგია არ არის – ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც ჩვენს ყველა პროდუქტსა და სერვისს ვქმნით“, – აღნიშნავს Wizz Air-ის კომერციული დირექტორი სილვია მოსკერა. – „აპლიკაციის ეს ტრანსფორმაცია დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რათა მგზავრობის პროცესი უფრო შეუფერხებელი, მარტივი და ნაკლებად სტრესული გახდეს. თითოეული დეტალი ერთი მიზნით შეიქმნა: როგორ გავუმარტივოთ გზა ჩვენს მომხმარებლებს. ვამაყობთ ჩვენი გუნდის ნამუშევრით და გვიხარია, რომ ამ სიახლით Wizz Air-ის მილიონობით მგზავრი ისარგებლებს“.

ჭკვიანი გზამკვლევი – Next Steps

აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა სექცია Next Steps – 7-საფეხურიანი ინტერაქციული გზამკვლევი, რომელიც გამგზავრების მოახლოებასთან ერთად საჭირო მითითებებს ეტაპობრივად გაწვდით.
მგზავრები დროულად მიიღებენ შეხსენებებსა და რჩევებს ყველა ეტაპზე: ბარგის ჩალაგების, რეგისტრაციის (Check-in), აეროპორტში გამგზავრების, ბარგის ჩაბარების, უსაფრთხოების კონტროლის გავლის, გასასვლელთან (Gate) მისვლისა და თვითმფრინავში ჩასხდომის შესახებ. ინფორმაცია ავტომატურად ახლდება რეისის განრიგის მიხედვით, რაც მონაცემების სიზუსტეს ფრენის შესაძლო დაგვიანების დროსაც უზრუნველყოფს.

Next Steps – 7-საფეხურიანი ინტერაქციული გზამკვლევი

გასაგები ინფორმაცია ბარგზე და მარტივი მართვა

აპლიკაციას დაემატა ბარგის წესების გვერდი (Baggage Allowance), სადაც ვიზუალურად და თვალსაჩინოდ არის ასახული, თუ რა მოცულობის ბარგის წაღება შეუძლია მგზავრს.
მომხმარებელს შეუძლია მარტივად შეადაროს ხელბარგისა და ჩასაბარებელი ბარგის პარამეტრები, გადაამოწმოს ზომა, წონა და იხილოს შესაბამისი ილუსტრაციები. ბარგის მართვის ახალი ფუნქცია (Manage Baggage) კი დამატებითი ბარგის შეძენასა თუ არსებული მონაცემების შეცვლას კიდევ უფრო აჩქარებს.

ხელბარგისა და ჩასაბარებელი ბარგის განახლებული, ვიზუალური გვერდები

ინფორმაცია აეროპორტიდან რეალურ დროში

My Journey პირდაპირ ეთერში ასახავს გასასვლელისა (Gate) და ჩასხდომის სტატუსს, რაც მგზავრს აეროპორტში ყოფნისას სრულ სიმშვიდეს უქმნის.
შესაბამისი მონაცემების არსებობისას, აპლიკაცია აჩვენებს გასასვლელის ნომერს, მისი დაკეტვის დროსა და ჩასხდომის შეტყობინებებს, როგორიცაა „მიმდინარეობს ჩასხდომა“ (Boarding Now) და „ბოლო გაფრთხილება“ (Final Call). ეს მგზავრს ეხმარება, დროულად მივიდეს გასასვლელთან და ზედმეტი გაურკვევლობა აირიდოს თავიდან.

გასასვლელისა და ჩასხდომის სტატუსი რეალურ დროში

განახლებული მთავარი გვერდი და ხელმისაწვდომი სერვისები

განახლდა მთავარ გვერდზე არსებული ფრენის ბარათიც. მომხმარებელი ერთიანად ხედავს მოგზაურობის ყველა დეტალს: ფრენის ხანგრძლივობას, ჯავშნის კოდსა და რეისის ზუსტ სტატუსს (მიმდინარეობს განრიგით, შეცვლილია, გადადებულია თუ გაუქმებულია).
სასურველი ადგილის არჩევა, ბარგის დამატება და სხვა სერვისებით სარგებლობა ცალკე გამოყოფილ ღილაკებზე ერთი შეხებით არის შესაძლებელი, რაც ბილეთის შეძენის შემდგომ პროცესს ბევრად მოქნილს ხდის.

განახლებული ფრენის ბარათი მთავარ გვერდზე

სერვისებზე სწრაფი, ერთი შეხებით წვდომა
ეს განახლება მრავალი გუნდის ხანგრძლივი მუშაობის შედეგია და კიდევ ერთხელ ადასტურებს Wizz Air-ის სწრაფვას ციფრული ინოვაციებისკენ, რათა ფრენა ყველასთვის მაქსიმალურად მარტივი და მოსახერხებელი იყოს.
ინიციატივის „Customer First Compass“ ფარგლებში, ავიაკომპანია განაგრძობს იმგვარი სერვისების განვითარებას, რომლებიც მომხმარებლებს მეტ თავდაჯერებულობას, გამჭვირვალობასა და კომფორტს უქმნის.

WIZZ AIR-ის შესახებ

Wizz Air ოპერირებს 270 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ავიაპარკით. ავიაციის პროფესიონალთა გუნდი მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ხელმისაწვდომ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air 2025 წელს 68.6 მილიონმა მგზავრმა აირჩია. WIZZ Holidays-ის მეშვეობით კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სრულ სამოგზაურო პაკეტებს, რომლებიც ფრენასთან ერთად საუკეთესო სასტუმროებსა და მომსახურებას აერთიანებს. Wizz Air-ის აქციები კოტირებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე (WIZZ). უსაფრთხოებისა და პროდუქტის შემფასებელმა სააგენტო airlineratings.com-მა Wizz Air მსოფლიოს 10 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის დაასახელა, ხოლო Air Transport Awards-მა მას 2019 და 2023 წლებში „წლის ავიაკომპანიის“ ტიტული მიანიჭა. გარდა ამისა, World Finance Sustainability Awards-ზე Wizz Air 2021–2025 წლებში აღიარეს „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად“. 2026 წელს, ემისიების ინტენსივობის შემცირებისთვის, საავიაციო ანალიტიკურმა კომპანია Cirium-მა Wizz Air-ს გლობალურ რეიტინგში მეორე ადგილი მიაკუთვნა.