ჯანმრთელობა

ტომ კერიჯის დოფამინის დიეტა - მიირთმევთ საღამოს გემრიელად, იკლებთ წონაში და ხდებით ბედნიერი

ტომ კერიჯის დოფამინის დიეტა - მიირთმევთ საღამოს გემრიელად, იკლებთ წონაში და ხდებით ბედნიერი

ინგლისელი მზარეულის, ტომ კერიჯის დოფამინის დიეტა კონცენტრირებულია საკვებზე, რომელიც გვხდის ბედნიერს და ამავდროულად, გვეხმარება წონის დაკლებაში. ეს მართლაც საოცრად ჟღერს.

ტომ კერიჯის დოფამინის დიეტა - მიირთმევთ საღამოს გემრიელად, იკლებთ წონაში და ხდებით ბედნიერი

საკვები, რომელიც დიეტის დროს უნდა მიიღოთ, თქვენს ორგანიზმში ამაღლებს დოფამინის დონეს. დოფამინი კი, გავლენას ახდენს ტვინის იმ ნაწილზე, რომლის საშუალებითაც სიამოვნებასა და ბედნიერებას შეიგრძნობთ.

დიეტის დროს უნდა მიირთვათ:

1. რძის პროდუქტები - რძე, ყველი და იოგურტი.

2. ხორცი - ქათმის, ან ინდაურის.

3. ომეგა3-ით მდიდარი საკვები - ორაგული და სკუმბრია.

4. ბოსტნეული და ხილი, განსაკუთრებით ბანანი

5. კაკალი

6. შავი შოკოლადი.

არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი, კოფეინი და დამუშავებული შაქარი, ასევე ისეთი საკვები, რომელიც ნახშირწყლებითაა მდიდარი.

ტომ კერიჯის დოფამინის დიეტა - მიირთმევთ საღამოს გემრიელად, იკლებთ წონაში და ხდებით ბედნიერი

დიეტას უამრავი დადებითი მხარე აქვს. გარდა იმისა, რომ კარგავთ ზედმეტ კილოგრამებს და თავს ბედნიერად გრძნობთ, ამავდროულად, თქვენი ორგანიზმი ივსება პროტეინებით და უამრავი სასარგებლო ნივთიერებით. უარს ამბობთ ალკოჰოლზე, ხართ ენერგიულები.

ტომ კერიჯის დოფამინის დიეტა - მიირთმევთ საღამოს გემრიელად, იკლებთ წონაში და ხდებით ბედნიერი

ადამიანთა უმეტესობას უჭირს დაიცვას ხანგრძლივი დიეტა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ვინაიდან, ამ დიეტის დროს ადამიანები თავს კარგად და ბედნიერად გრძნობენ, ადამიანებს არ უჭირთ ხანგრძლივად მისი დაცვა.

ტომ კერიჯის დოფამინის დიეტა - მიირთმევთ საღამოს გემრიელად, იკლებთ წონაში და ხდებით ბედნიერი

დიეტის გეგმა თქვენ გაძლევთ უფლებას ჭამოთ მხოლოდ საღამოობით, მაგრამ სანაცვლოდ ის გამხდარ სხეულს გპირდებათ.

ტომ კერიჯის დოფამინის დიეტა - მიირთმევთ საღამოს გემრიელად, იკლებთ წონაში და ხდებით ბედნიერი

ჭამის მოყვარულებს ყოველთვის ახარებთ ის ფაქტი, რომ კალორიები არ არის შეზღუდული. თუმცა უნდა გახსოვდეთ რომ ჭამის დრო მკაცრად უნდა დაიცვათ. დიეტის მიხედვით, საღამოობით ჭამას შორის ინტერვალი უნდა იყოს, როგორც წესი, 4 საათი.

ტომ კერიჯის დოფამინის დიეტა - მიირთმევთ საღამოს გემრიელად, იკლებთ წონაში და ხდებით ბედნიერი



<a href="http://www.express.co.uk">http://www.express.co.uk</a>