ყველა გოგონას სურს რომ ძლიერ ქალად ჩამოყალიბდეს და ყველა მამაკაცს სურს, გვერდით სწორედ ასეთი ქალი ჰყავდეთ.
ამავდროულად, მამაკაცებს აშინებთ კიდეც ძლიერ ქალებთან დაახლოება, დაახლოების შემდეგ კი, უჭირთ მათი შენარჩუნება.
გთავაზობთ, 10 თვისებას, რომელიც ქალს ძლიერად აქცევს:
1. ის არის დამოუკიდებელი და ამაყობს იმით რომ შეუძლია საკუთარ თავზე თავად იზრუნოს - მას არ სჭირდება მამაკაცი, რომელიც მასზე იზრუნებს, რომელსაც დაეყრდნობა. ის ეყრდნობა საკუთარ თავს და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ცხოვრებას.
2. ძლიერმა ქალმა ზუსტად იცის რა სურს - ის იცნობს საკუთარ თავს ძალიან კარგად და ზუსტად იცის რა სურს ცხოვრებაში. არ ახასიათებს ყოყმანი, ეჭვები. იღებს იმას, რაც უნდა.
3. ის პატივს სცემს პატიოსნებას - ის პატიოსნად ექცევა სხვებს და საპასუხოდაც პატიოსნად მოქცევას ელის
4. არ ეშინია სასიყვარულო ურთიერთობების - თუმცა არ სურს თავი მიუძღვნას კაცს, სანამ არ დარწმუნდება, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. მან იცის, რომ გარშემო უამრავი ბიჭია, რომელთანაც შეიძლება თავს უკეთ გრძნობდეს.
5. ძლიერი ქალი სიცრუის დეტექტორია - თუ მას მოატყუებთ, თქვენ საფრთხეში ხართ. პატიოსნება არის ერთ-ერთი მთავარი, რის მიხედვითაც ძლიერი ქალი სხვებს აფასებს და თუ მასთან პატიოსნად არ მოიქცევით, მისი რისხვა არ აგცდებათ. მას მარტივად შეუძლია ყალბი დაპირებების, ბოდიშების გამოცნობა, ამიტომ თუ ძლიერ ქალთან პატიოსნად არ მოიქცევით, ის უპრობლემოდ წაგშლით თავისი ცხოვრებიდან.
6. თვალთმქც ადამიანს მარტივად შლის ცხოვრებიდან - კარგად იცის თავის ფასი და არ ექცევა კეთილად მას, ვისაც თვალთმაქცობას შეამჩნევს. ის მარტივად ემშვიდობება ასეთ მამაკაცს, რადგანაც იცის, რომ ეს დროის ფუჭი ხარჯვაა. ფუჭად დროს კი მხოლოდ სულელები კარგავენ.
მაგრამ თუ თქვენ მისდამი პატივისცემას ავლენთ, არ ატყუებთ, არ თვალთმაქცობთ, წინ ვნებიანი სიყვარული გელოდებათ.
7. მას არ ეშინია საკუთარი შეხედულებების სხვებისთვის გაზიარება - ის თავის აზრებს ყოველთვის დამაჯერებლად გამოთქვამს და სხვები მას წინააღმდეგობას ვერ უწევენ.
8. მან იცის საკუთარი თავის და ასევე, თქვენი ფასი - თუ პატივისცემით ეპყრობით, ის თქვენს გამო ჯოჯოხეთსაც კი გაივლის. მაგრამ თუ რაიმე არ მოსწონს თქვენში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავიდან მოგიშოროთ.
9. ძლიერ ქალს უყვარს უპირობოდ - ის არის ძალიან ერთგული და მზრუნველი. ისეთი უპირობო სიყვარული როგორიც ძლიერ ქალს შეუძლია, იშვიათია. მისთვის მთავარი ღირებულება პატიოსნება და ურთიერთპატივისცემაა.
10. ის გიჩვენებს - ვინ ხარ შენ და რა შეგიძლია - ძლიერ ქალებს უყვართ სხვა ადამიანების შეცნობა. ისინი ერთგვარ ანალიზს აკეთებენ ადამიანისას და გაცნობებენ თუ რა უნდა გააკეთოთ. ისინი გეტყვიან, რა პონტენციალი იმალება თქვენში. მამაკაცისთვის ეს შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ამავდროულად მისი შეხედულებები შეიძლება ინსპირაციის წყარო გახდეს და საკუთარი თავის პოვნაში დაგეხმაროთ.
თემები: სიყვარული, ურთიერთობა, ცხოვრება, ქალები, რჩევები
<a href="http://thepowerofideas.ideapod.com/">http://thepowerofideas.ideapod.com/</a>