LIFE

ცხობა როგორც სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალება - ფსიქოლოგების რჩევა

ცხობა როგორც სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალება - ფსიქოლოგების რჩევა

ადამიანები ნამცხვრებს, სხვადასხვა ტკბილეულს,განსხვავებული მიზნით აცხობენ - შეიძლება ეს უკავშირდებოდეს დაბადების დღეს, რაიმე მნიშვნელოვან თარიღს, წვეულებას, ან უბრალოდ შეიძლება მცხობელი და მისი გარშემომყოფები გიჟდებოდნენ გემრიელ ნამცხვრებზე.

როგორც აღმოჩნდა, რაიმე გემრიელის გამოცხობა გაცილებით მეტია, ვიდრე ტკბილეულის სიყვარული.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანები აღნიშნული საქმიანობით თავიანთ თავს, შემოქმედებით უნარებსა და კრეატიულობას გამოხატავენ.

უფრო მეტიც, ის შეიძლება სხვებთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება იყოს და ადამიანებს სტრესისგან გათავისუფლებაში დაეხმაროს.

ცხობა როგორც სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალება - ფსიქოლოგების რჩევა

ცხობა, როგორც საკუთარი თავის გამოხატვისა და სხვებთან კომუნიკაციის საშუალება:

ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი დონა პინკუსი ამბობს, რომ ცხობა არის შემოქმედებითი გამოხატვის საუკეთესო საშუალება.

თავის ნახელავში ადამიანი ენრგიასა და შემოქმედებით უნარებს დებს.

მისი თქმით, ისევე როგორც მუსიკას, საინტერესო ფილმის ნახვას აქვს ადამიანის სტრესისგან გათავისუფლების უნარი, ასევეა გემრიელი ნამცხვრის გამოცხობის შემთხვევაშიც - ადამიანი ამ დროს უარყოფითი ემოციებისგან იცლება და ფიქრობს თავის ნახელავზე, მთელ ყურადღებას მასში აქსოვს.

ცხობა როგორც სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალება - ფსიქოლოგების რჩევა

ცხობა შეიძლება იყოს ვინმესთან კომუნიკაციის კარგი საშუალება - თუ ვინმესთვის ნამცხვარს აცხობთ, ამით თქვენ სიყვარულს, მისდამი ზრუნვას გამოხატავთ.

შეიძლება მადლობის გადახდა გსურთ თქვენივე ხელით მომზადებული ტკბილეულით. ზოგჯერ ეს სიტყვებზე უფრო ეფექტურია.როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, არაფერი გამოხატავს სიყვარულს იმაზე მეტად, ვიდრე საყავარელი ადამიანისთვის გულით მომზადებული ტკბილეული.

სხვებისთვის გამოცხობა ალტრუიზმის ერთ-ერთი ფორმაა:

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როცა ადამიანი რაიმეს აცხობს, ამ დროს უჩნდება განცდა, რომ რაღაც სასარგებლოს აკეთებს. ეს ზრდის თვითშეფასებას და ადამიანი თვლის, რომ გარშემომყოფებისთვის საჭიროა.

როცა ადამიანი თვლის, რომ გარშემომყოფებისთვის საჭიროა, ბედნიერებისა და კეთილდღეობის განცდა ეუფლება.

ცხობა როგორც სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალება - ფსიქოლოგების რჩევა

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ თუ სამზარეულოში ფუსფუსის ფობია გაქვთ, ზემოთ მოყვანილი ფსიქოლოგების რჩევები თქვენთვის არაა.

ამ შემთხვევაში ცხობა სტრესისგან გათავისუფლებაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. პირიქით - ეს შეიძლება თქვენი მდგომარეობისთვის უარესიც კი იყოს.

ცხობა როგორც სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალება - ფსიქოლოგების რჩევა

ერთგვარი თერაპიის ფუნქცია რაიმის გამოცხობას მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ადამიანს უყვარს ამ საქმის გაკეთება.



<a href="http://www.huffingtonpost.com/">http://www.huffingtonpost.com/</a>