როგორ უნდა მიაღწიოთ მიზანს ზარმაცმა ადამიანებმა - იაპონური მეთოდი
- 21.04.2017
ადამიანებს უამრავი რამის გაკეთება სურთ, აქვთ არაერთი მიზანი, თუმცა სიზარმაცის გამო ხშირად ვერ აღწევენ მიზნებს.
იაპონური კულტურა კი გვთავაზობს მეთოდს, რომელიც მის (სიზარმაცის) დაძლევაში დაგვეხმარება, გაგხვდის მოტივირებულებს და მიზნის მიღწევაზე ორიენტირებულებს.
„კაიზენი“ - ასე ჰქვია იაპონურ მეთოდს და ის დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ 1 წუთიან პრინციპზე.
რას გულისხმობს ერთ წუთიანი პრინციპი? - ადამიანმა ყოველ დღე 1 წუთის განმავლობაში უნდა გააკეთოს რაიმე თავისი მიზნის მისაღწევად. ეს რუტინად უნდა აქციოს და ყოვე დღე ზუსტად ერთსა და იმავე დროს რაღაც კონკრეტული ერთი და იგივე საქმისთვის გამოყოს 1 წუთი.
კაიზენის დადებითი მხარე არის ის, რომ ყველაზე ზარმაც ადამიანსაც კი შეუძლია „შესწიროს“ დღეში ერთი წუთი რაიმის გაკეთებას.
როცა საქმე მოითხოვს ერთ საათიან, ან ნახევარ საათიან მუშაობას და იცით ამის შესახებ, შეიძლება დაიგეზაროთ საქმის დაწყება, მაგრამ დღეში მხოლოდ ერთი წუთი სასარგებლო საქმის გაკეთება საკუთარი თავისთვის, არავის დაეზარება.
სიტყვა კაიზენი უწყვეტ განვითარებას ნიშნავს და ამ მეთოდის შექმნა მასააკი იმაის სახელს უკავშირდება.
თემები: ძილი, მამაკაცები, ქალები, რჩევები, სტრესი