ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სხეულის ტონუსში მოყვანის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება: ყველას სურს, საცურაო კოსტიუმში იდეალურად გამოიყურებოდეს, თუმცა მათთვის, ვინც აქტიური ცხოვრების სტილით არ გამოირჩევა, ზაფხულამდე 1 თვით ადრე დაწყებული ვარჯიში უშედეგოა. ფორმაში სწრაფად ჩადგომისთვის დღის წესრიგში ანტიცელულიტური მასაჟი და დიეტა დგება, თუმცა ორივე მათგანი აუცილებლად ექიმის დანიშნულებით უნდა მიმდინარეობდეს.
სხეულის საკორექციო ცენტრ Body Care-ის შესახებ TREND-ის რედაქციამ ადრეც გიამბოთ: ცენტრი ფორმაში სწრაფად ჩადგომისთვის ინტეგრირებულ მეთოდებს გვთავაზობს — ექიმის კონსულტაციის შემდეგ, პაციენტს ინდივიდუალური დიეტა, მასაჟი, აპარატული პროცედურები და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური თერაპიაც ენიშნება. ამ ეტაპზე კი აქცენტს ზაფხულის ძალიან პოპულარულ პროცედურაზე — არტ-სქრაბზე გავაკეთებთ, რომელიც სწორედ Body Care-ის დამფუძნებელმა — მარი მილორავამ დანერგა.
არტ-სკრაბი საცურაო კოსტიუმის სეზონისთვის მოსამზადებლად რამდენიმე მიზეზითაა უნივერსალური:
- ამ დროს ცელულიტის და არასასურველი ცხიმების დაშლა ხდება;
- კანი მკვდარი უჯრედებისგან თავისუფლდება, მეტად ელასტიკური ხდება და ერთგვაროვან რუჯს იღებს;
- პროცედურას სარელაქსაციო ეფექტიც აქვს
არტ-სკრაბი 3 პროცედურას აერთიანებს: 2 ადამიანის მიერ შესრულებულ ანტიცელულიტურ მასაჟს, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული სქრაბით კანის დამუშავებას და ერთსაათიან სარელაქსაციო მასაჟს კაკაოს ზეთით, რომელსაც მატენიენებელი ეფექტიც აქვს. მთლიანობაში პროცედურის ხანგრძლივობა 2 საათი და 20 წუთია, ფასი კი საკმაოდ ხელმისაწვდომი — 70 ლარი. Body Care-ი პაციენტებს კოსმეტოლოგიურ მომსახურებასაც სთავაზობს: სახის სხვადასხვა პროცედურასთან ერთად პაციენტებს რჩევებს აძლევენ, როგორ მოუარონ სახეს სახლის პირობებში.
მარი მილორავა, ექიმი, Body Care-ის დამფუძნებელი: „არტ-სკრაბის პროცედურისთვის სკრაბის სპეციალური რეცეპტი შევქმენი, რომელიც მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული. მიმაჩნია, რომ ქალმა აუცილებლად რეგულარულად უნდა მიმართოს პროფესიონალს სახის და სხეულის მოვლის სხვადასხვა პროცედურის ჩასატარებლად, თუმცა ეს საკმარისი არ არის: თანასწორად აუცილებელია, თავის მოვლა სახლის პირობებშიც ვიცოდეთ. მაგლითად, ხაჭოთი და ბანანით ძალიან ეფექტური ნიღბის დამზადება შეიძლება — კონსერვანტებს არ შეიცავს და ვიტამინებითაა სავსე. ნიღბების და სკრაბის რეცეპტებს ცენტრის ვებ-გვერდზე ვაზიარებ ხოლმე, პაციენტებს კი ინდივიდუალურ რჩევებს ვაძლევ, მათი ტიპის კანს რა სახის ნიღაბი მოუხდება.
Body Care-ის ვებ-გვერდის საშუალებით ნიღბების რეცეპტებთან ერთად პაციენტებს ჯანსაღი ცხოვრების შესახებ რეკომენდაციებსაც ვაძლევ და გემრიელი, დიეტური კერძების მომზადების წესებს ვასწავლი. გახსოვდეთ: ჯანსაღი სკავები ყველა შემთხვევაში დიეტურია! პაციენტებს ხშირად უკითხავთ: „მთელი ცხოვრება დიეტაზე ხომ არ ვიქნებიო“, ჩემი კერძებით კი დავამტკიცე, რომ ჯანმრთელი კვება მხოლოდ უგემური საჭმლის მიღებას არ ნიშნავს. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ „ტარტალეტკა“ უფრო ცხიმიანია, ვიდრე ტორტი, რადგან მეტ კარაქს შეიცავს; კალორიების კონტროლი კი თავისთავად წონის შენარჩუნებაში გვეხმარება. ასე რომ, გირჩევთ, ხშირად ეწვიოთ Body Care-ის ვებ-გვერდს და ფასდაკლების აქციებთან ერთად, რომლებსაც კლიენტებს მუდმივად ვთავაზობთ, თქვენთვის საინტერესო თავის მოვლის რჩევებიც აღმოაჩინოთ!“
სალომე კასრაძე, ჟურნალისტი, მოდელი: „არ მეგულება ქალი, ვისაც მასაჟი არ უყვარს. მით უმეტეს, თუ ეს პროცესი სხეულის გამკვრივებასა და ფორმების კორექციაში გეხმარება. როდესაც ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ სხეულის საკორექციო კურსის ჩატარებას ვაპირებდი, გაეცინათ — ჭარბი წონა ჩემი პრობლემა არასდროს ყოფილა. ერთხელაც არ დამიცავს დიეტა, უარს არ ვამბობ ტკბილეულსა და ცომეულზე. თუმცა არ ვჭამ გვიან, არ ვჭამ სწრაფი კვების ობიექტებში და არ ვსვამ ტკბილ გაზიან სასმელებს. მაგრამ ასეთი რეჟიმიც კი ვერ დამეხმარა ცელულიტების გაჩენის წინააღმდეგ ბრძოლაში!
ზაფხულის მოახლოებამდე თადარიგი დავიჭირე და იანვარში მივაკითხე Body Care-ს. კურსი 30 მასაჟს მოიცავდა. 15 ცელულიტებისგან გათავისუფლებას და კუნთების მოდუნებას დაეთმო, შემდეგი 15 კი უკვე — გამკვრივებას. რადგან წონის პრობლემა არ მქონდა, 2 კილოგრამზე მეტი არ დამიკლია, რაც არცთუ ისე თვალსაჩინო იყო ჩემთვის. რამაც ყველაზე მეტად იმოქმედა, ეს კურსის დაწყებამდე და დასრულებისას გადაღებული ფოტოების შედარება იყო. ნამდვილად არ მეგონა, ასეთი მოშვებული სხეული თუ მქონდა 3 თვის წინ :) რაც დრო გადის, უფრო ვატყობ როგორ შეიცვალა ჩემმა სხეულმა ფორმები. ასეთი მოტივაციით კი ერთი სული მაქვს, როდის მოვა ზაფხულის, ფერადი კაბებისა და საცურაო კოსტუმების სეზონი!“
თემები: Body Care Tbilisi, სხეულის საკორექციო ცენტრი, სხეულის მოვლა, Body Care, სხეულის კორექცია, სხეულის სწორი მოვლა, როგორ ჩავდგე ფორმაში სწრაფად, როგორ მოვემზადო ზაფხულისთვის, სხეულის გამკვრივება, როგორ დავამარცხო ცელულიტი, ცელულიტი