ჯანმრთელობა

„სასურველი ტანადობა 3 თვეში“: Body Care-ის და ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრის ერთობლივი პროექტი

„სასურველი ტანადობა 3 თვეში“: Body Care-ის და ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრის ერთობლივი პროექტი

მას შემდეგ, რაც TREND-ი სხეულის მოვლასა და ცელულიტთან ბრძოლაზე ფოკუსირდა, ყურადღება სხეულის საკორექციო ცენტრ Body Care-ზე გავამახვილეთ, რომელიც პაციენტების ჭარბწონიანობის ან ცელულიტის პრობლემებს ინდივიდუალური პროგრამებით წყვეტს. თუმცა, სიახლე არ იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ 21-ე საუკუნეში ჭარბი წონა ხშირად ფსიქოლოგიური ფაქტორებითაა გამოწვეული — თუ გახსოვს, „გაუაზრებელი ჭამის“ სინდრომზე ადრეც ვისაუბრეთ, რაც ჭარბწონიანობის ერთ-ერთი გამომწვევია მიზეზია.

„სასურველი ტანადობა 3 თვეში“: Body Care-ის და ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრის ერთობლივი პროექტი

ბოლო წლებში, დაძაბული სამუშაო გრაფიკის ფონზე, ადამიანებს ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩნდათ, რაც ხშირ შემთხვევაში ჭარბწონიანობას იწვევს. Body Care-ის დამფუძნებელმა — მარი მილორავამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „დღესდღეობით 10 პაციენტიდან 9-ს დიეტის დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება უჭირს, დახლოებით 5 წლის წინ კი ეს მაჩვენებელი 10-იდან 2-ს არ აღემატებოდა“. მოკლედ, არც მეტი, არც ნაკლები — სხეულის კორექციის პროცესში ფსიქოლოგის ჩარევის საჭიროება გამოიკვეთა: სპეციალური პროგრამით შერჩეულ დიეტებთან ერთად, ზოგიერთ ადამიანს ფსიქოლოგის მხარდაჭერაც სჭირდება.

სხეულის საკორექციო ცენტრი Body Care-ი პაციენტებს ახალ, 3-თვიან პროგრამას სთავაზობს, რომელსაც ექიმი მარი მილორავა ფსიქოლოგ ინგა ბლესსთან ერთად უძღვება. ინგა ბლესსი აშშ-ში მოღვაწე წარმატებული ფსიქოლოგია, რომელიც ონლაინ-სესიებით გახდა ცნობილი და მის პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან ერთვებიან. ჭარბი წონა და სტრესი ურთიერთდამოკიდებული ფაქტორებია და სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა Body Care-ის სპეციალური კურსის შექმნა: უამრავი ფსიქოლოგიური პრობლემისგან განკურნებული ქალი სხეულის საკორექციო ცენტრს მიმართავს, რადგანაც როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ქალებისთვის სტრესის დროს განსაკუთრებული რისკი სწორედ ბულემია და კვებასთან დაკავშირებული პრობლემებია; მეორე მხრივ, ხშირად ადამიანებს წონის კლებაში სწორედ გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერები აფერხებთ.

„სასურველი ტანადობა 3 თვეში“: Body Care-ის და ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრის ერთობლივი პროექტი

უამრავი ადამიანი არასწორ კვებას დროის უქონლობით და დაძაბული სამუშაო გრაფიკით ხსნის. კურსი — „ტანადობა 3 თვეში“ დროის მენეჯმენტის სემინარებსაც მოიცავს, რაც ადამიანებს კვების რეჟიმის ჩამოყალიბებაში ეხმარება. საბოლოო ჯამში, ჭარბწონიანობის მოგვარებით, ადამიანი სამსახურშიც მეტად ქმედითუნარიანი ხდება, რაც ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებით და სხვა უამრავი ფაქტორითაა განპირობებული.

რას წარმოადგენს პროგრამა „სასურველი ტანადობა 3 თვეში“?

Body Care-ის კომბინირებული საკორექციო კურსი 3-თვიან ინტენსიურ ვიზიტებს მოიცავს: დღეში 2 საათის განმავლობაში, სხვადასხვა დღეს, პაციენტებს საკორექციო პროცედურები უტარდებათ და ფსიქოლოგის სეანსებს ესწრებიან: ექიმის კონსულტაციის და ინდივიდუალური გასახდომი პროგრამის დანიშვნის შემდეგ, ფსიქოლოგთან გასაუბრება და პრობლემის არსებობის შემთხვევაში, სხვადასხვა გამომწვევი მიზეზის დადგენა ხდება; კურსის განმავლობაში დიდი დრო ეთმობა კვებითი ჩვევების დარეგულირებას — სხეულის კორექციის პროცესში ნებისყოფის გამომუშავება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ადამიანს ფორმაში ჩადგომისთვის ფსიქოლოგიური მზაობა სჭირდება: აღვნიშნავთ, თითქოს დიეტას „ორშაბათიდან ვიწყებთ“, ის ნანატრი ორშაბათი კი ხან დღესასწაულს ემთხვევა, ხან — მეგობრის დაბადების დღეს და დასახული მიზანიც შორეულ პერსპექტივად რჩება.

„სასურველი ტანადობა 3 თვეში“: Body Care-ის და ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრის ერთობლივი პროექტი

Body Care-ის სხეულის საკორექციო პროგრამასთან ერთად, 3-თვიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში, ფსიქოლოგის 12 პირად კონსულტაციას და 6 ჯგუფურ სესიაზე იმ პრობლემების აღმოჩენა და განკურნება ხდება, რომლებიც ადამიანებს წონის კლებაში ხელს უშლიან. ექიმის და ფსიქოლოგის დახმარებით, პაციენტი საჭმლის რაციონს აანალიზებს და ასაკის, ჰოროსკოპის ნიშნის, სისხლის ჯგუფის და საყვარელი საკვების გათვალისწინებით, ინდივიდუალურ დიეტას უნიშნავენ; ასევე ვარჯიშების სახით, საშინაო დავალებების შესრულებაც უწევეთ, თანაც თითოეული აქტივობის ტელეფონით გადაღება და ექიმისთვის გაგზავნა ევალებათ, იმისათვის, რომ მათი კურსში ჩართულობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს.

სხეულის საკორექციო კურსი „სასურველი ტანადობა 3 თვეში“ ადამიანის შინაგან წინააღმდეგობების გადალახვაზე ფოკუსირდება: ფსიქოლოგ ინგა ბლესსის განმარტებით, „თვითსაბოტაჟი“ — საკუთარი მიზნების მიმართ ფარული წინააღმდეგობა და „პროკრესტინაცია“ — მნიშვნელოვანი საქმეების მუდმივი გადავადება დიეტის და წონაში კლების პროცესის ყველაზე ძლიერი ხელისშემშლელი ფაქტორებია. ფსიქოლოგის მხარდაჭერას აძლიერებს ჯგუფური სეანსები — ჯგუფის წევრები ერთმანეთს ამხნევებენ და სასურველ შედეგსაც ერთობლივი ძალებით აღწევენ.

„სასურველი ტანადობა 3 თვეში“: Body Care-ის და ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრის ერთობლივი პროექტი

საბოლოო ჯამში, სასურველ ფორმაში ჩადგომასთან ერთად, ადამიანის ცხოვრების სტილი რადიკალურად იცვლება: ნივთიერებათა ცვლის გაძლიერება ორგანიზმს მეტ ენერგიას და სიმსუბუქეს ანიჭებს, რაც ქმედითუნარიანობაზე და სქესობრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აისახება; ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვით კი ადამიანს საკუთარი თავის რწმენა ემატება და მზად არის წინსვლისა და ახალი გამოწვევებისთვის.

Body Care-ის ბაზაზე ყოფილი პაციენტების კლუბის გახსნაც იგეგმება, სადაც ადამიანები ფორმის შენარჩუნების მიზნით შეიკრიბებიან, მუდმივი კონტაქტი ექნებათ ექიმსა და ფსიქოლოგთან და ერთმანეთს გამოცდილებებს გაუზიარებენ.

Body Care-ი პროგრამა „სასურველი ტანადობა 3 თვის“ ფარგლებში 4 ტიპის სხვადასხვაფასიან პაკეტს გვთავაზობს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კურსში ნებისმიერი ბიუჯეტის პირობებში ჩაერთოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლია სხეულის საკორექციო ცენტრ Body Care-ს მიმართო:
მის.: თბილისი, ფალიაშვილის #41
ტელ.: (+995) 32 2 18 49 82, (+995) 5 70 90 29 89
ელ-ფოსტა: bodycaretbilis@gmail.com, info@body-care.ge