სილამაზე

როგორ დავგეგმოთ სხეულის საკორექციო კურსი სწორად: ინტერვიუ Body Care-ის დამფუძნებელთან — ექიმ მარი მილორავასთან

როგორ დავგეგმოთ სხეულის საკორექციო კურსი სწორად: ინტერვიუ Body Care-ის დამფუძნებელთან — ექიმ მარი მილორავასთან

Body Care-ი სხეულის საკორექციო ცენტრია, სადაც მკურნალობის ინტეგრირებული, ინდივიდუალურ პროგრამებზე ორიენტირებული მეთოდები დაინერგა. მას შემდეგ, რაც ცენტრის მომსახურებებს გავეცანით, დეტალურად გავესაუბრეთ დამფუძნებელს — ქ-ნ მარი მილორავას და ბევრი ისეთი რჩევა მოვისმინეთ, რომელთა შესახებ აქამდე წარმოდგენაც კი არ გვქონდა:

მარი მილორავა პრაქტიკოსი ექიმი იყო, როდესაც მასაჟის სპეციფიკით დაინტერესდა. კვალიფიკაცია მოსკოვში გაიარა — სამკურნალო მასაჟები შეისწავლა, თუმცა პრაქტიკასთან ერთად აღმოაჩინა, რომ თითქმის ყველა პაციენტ ქალს ერთი და იგივე კითხვა ჰქონდა — შესაძლებელი იყო თუ არა მასაჟით სხეულის კორექცია.

როგორ დავგეგმოთ სხეულის საკორექციო კურსი სწორად: ინტერვიუ Body Care-ის დამფუძნებელთან — ექიმ მარი მილორავასთან

90-იანებში საქართველოში ესთეტიკური მედიცინის აპარატურა პრაქტიკულად არ მოიპოვებოდა. საწყის ეტაპზე თაფლის მასაჟის დანერგვა დაიწყო. პრაქტიკამ უჩვენა, რომ თაფლის მასაჟი ხანმოკლე რეზულტატს იძლეოდა — ღრმა ცელულიტს ვერ შლიდა, ცხიმის მხოლოდ ზედაპირული ფენა მუშავდებოდა, არათანაბრად გადანაწილებული ცხიმი ნელ-ნელა ზედაპირისკენ მიიწევდა და პაციენტს მალე ისევ პრობლემა ექმნებოდა. ღრმა ცელულიტის დაშლის საჭიროებამ აპარატურულ პროცედურებამდე მიიყვანა.

როგორ დავგეგმოთ სხეულის საკორექციო კურსი სწორად: ინტერვიუ Body Care-ის დამფუძნებელთან — ექიმ მარი მილორავასთან

მარი მილორავა: ყველანაირი აპარატურული ალტერნატივა შევისწავლე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, მათი შერჩევისას უპირატესობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ვარიანტებს მიენიჭოს. ესთეტიკური მედიცინის აპარატული მეთოდები სულ რაღაც 15-20 წელია განვითარდა, პირველ წლებში გამოშვებული მოდელები კი დამცავი მექანიზმებით აღჭურვილი არ იყო, რასაც გარკვეული პათოლოგიების გაღრმავება შეეძლო.

TREND: რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორად შერჩეულმა აპარატმა მკურნაობის პროცესში?

უპირველესად, აუცილებელია, მასაჟისტს სამედიცინო განათლება ჰქონდეს, აპარატი სწორად რომ მოიხმაროს. ზოგადად, თეორიული განათლების მქონე მასაჟისტს საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება შეუძლია. მიმაჩნია, რომ სწორად დაგეგმილი კურსის შემთხვევაში, მასაჟისტმა პირველ რიგში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომრეობა უნდა შეისწავლოს და კურსის დანიშვნისას ყველა შესაძლო გართულება გაითვალისწინოს. აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი ხომ არ არსებობს, თანაც სამხრეთული ტიპის კანი კაპილარებისკენაა მიდრეკილი და განსაკუთრებულად ფრთხილი მოპყრობა სჭირდება. მასაჟი სხეულს საკმაოდ ძლიერად ამუშავებს, ამიტომაც საჭიროა იცოდე, ვინ რა დონეზე დატვირთო ან რომელი აპარატი შეურჩიო. ხანდახან ისეც ხდება, რომ კორექციის პროცესში ცელულიტი კარგად არ იშლება, ეს კი ნიშნავს, რომ აპარატი უნდა გამოცვალო და ა.შ.

როგორ დავგეგმოთ სხეულის საკორექციო კურსი სწორად: ინტერვიუ Body Care-ის დამფუძნებელთან — ექიმ მარი მილორავასთან

TREND: მოგვიყევით იმ უნიკალური მეთოდების შესახებ, რომლებსაც დღეს საქართველოში მხოლოდ Body Care-ი გვთავაზობს.

წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე მკურნალობის ოპტიმალური სქემა შევიმუშავე და ცენტრში შინაურული, ამავდროულად კომფორტული გარემო შევქმენი — აქ პაციენტები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი მეთოდით კურსის დასაწყისში სხვადასხვა აპარატული პროცედურით ღრმა ცელულიტის დაშლა ხდება, შემდეგ — ზედაპირულ მოდელირებაზე გადავდივართ, ბოლო ეტაპი კი — გამკვრივებას ემსახურება. ანტიცელულიტური და სხეულის საკორექციო მასაჟი საკმაოდ ძლიერი მანიპულაციაა, ამ დროს სხეული რბილდება, ამიტომაც გამამკვრივებელი პროცედურებიც აუცილებელია, თანაც მათი დამსახურებით სხეული იმაზე ბევრად უკეთეს ფორმას იღებს, ვიდრე ჩვეულებრივი ვარჯიშისას, რადგანაც მასაჟის დროს ადამიანი ჰორიზონტალურ მდოგმარეობაშია და ელექტორდებსაც სწორედ კონკრეტულ, პრობლემურ ადგილებზე ვადებთ. მაგალითად, ამ გზით შესაძლებელია მუხლის ან სხეულის სხვა პრობლემური ნაწილის დაწვრილება და ა.შ.

როგორ დავგეგმოთ სხეულის საკორექციო კურსი სწორად: ინტერვიუ Body Care-ის დამფუძნებელთან — ექიმ მარი მილორავასთან

Body Care-ის თითო ვიზიტი 2 პროცედურას აერთიანებს: აპარატულ და მანუალურ თერაპიებს — სრული კურსი 30 პროცედურას მოიცავს, რაც რეალურად 60-ს ნიშნავს: აპარატს არაფერი ცვლის, რადგან ღრმა ცელულიტს მხოლოდ ხელით ვერ დაშლი, თუმცაღა მასაჟსაც არაფერი ცვლის — ისეთ დრენაჟს, როგორსაც ადამიანის ხელი აკეთებს, ან იმ ნიუანსების დანახვას, რაც ადამიანის თვალს შეუძლია, აპარატი ვერ შეძლებს. საკორექციო კურსის დამთავრების შემდეგ კი პაციენტებს ვურჩევ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დანერგონ — სისტემატურად ივარჯიშონ და სწორად იკვებონ.

13-წლიანი გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნა სახის, ტანის, თმის, ფრჩხილის და ტერფის შესახებ ერთ ცენტრში გავაერთიანე და მას Body Care-ი ვუწოდე. დღეს აქ უამრავი პროცედურა ტარდება: საქართველოში მხოლოდ ჩვენ ვაკეთებთ ბრაზილიურ მასაჟს, რომელიც არა მხოლოდ სხეულის ზოგადი კორექციის, არამედ — დუნდულების აწევის საშუალებასაც იძლევა; ანტიცელულიტური, სქრაბის და მატენიანებელი პროცედურები ერთ პროცედურაში გავაერთიანე და „არტ-სქრაბი“ ვუწდე — 2 საათი და 20 წუთი გრძელდება, იწყება 4-ხელში შესრულებული მასაჟით და სრულდება 1-საათიანი რელაქს-პროცედურით თბილი კაკაოს ზეთის გამოყენებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უშუალოდ სქრაბიც ჩვენი რეცეპტითაა დამზადებული; ცოტა ხნის წინ კი მანდარინების მასაჟი დავნერგეთ, რომელიც საქართველოში მხოლოდ Body Care-ში კეთდება.

როგორ დავგეგმოთ სხეულის საკორექციო კურსი სწორად: ინტერვიუ Body Care-ის დამფუძნებელთან — ექიმ მარი მილორავასთან

TREND: სხვადასხვა ესთეტიკური მედიცინის ცენტრები ხშირად კონკრეტული აპარატის რეკლამას აკეთებენ, რომელიც თითქოს სხეულის ყველა პრობლემას აგვარებს.

ეს სიცრუეა, ადამიანის სხეული ინდივიდუალურია და შესაბამისად, ყველა სხვადასხვა სახის მანიპულაციაზე რეაგირებს, შესაბამისად, კონკრეტული აპარატი ზოგ შემთხვევაში კარგ შედეგს გვაძლევს, ზოგჯერ კი — სულაც არა. თანაც, ერთი აპარატით ყველა პრობლემის მოგვარება — ცხიმის ან ცელულიტის დაშლა, დრენაჟის აღდგენა, გამკვრივება და ა.შ. შეუძლებელია, ზოგიერთი პათოლოგიის შემთხვევაში კი აპარატის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

სხვათა შორის, პაციენტებს კონკრეტული სურვილითაც მოუმართავთ — რომელიმე აპარატული პროცედურა ან თაფლის მასაჟი მოუთხოვიათ; მე კი ვუხსნიდი, რომ ამ ყველა პროცედურის შერჩევა ძალიან ფრთხილად, ინდივიდუალური მონაცემების საფუძველზე უნდა მოხდეს.

როგორ დავგეგმოთ სხეულის საკორექციო კურსი სწორად: ინტერვიუ Body Care-ის დამფუძნებელთან — ექიმ მარი მილორავასთან

TREND: რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს საკორექციო კურსის ჩატარება სურს და გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს?

მაგალითად, მცირე კაპილარულ პრობლემებს მსუბუქი პრეპარატებით ვეხმარებით, მასაჟის დასრულებისას კი ფიზიოთერაპიას ვუნიშნავთ.

TREND: ისეთ პაციენტებს თუ მოუმართავთ, რომლებსაც წარსულში გაკეთებული არასწორი მასაჟის შედეგად გარკვეული პრობლემები შეექმნათ?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩალურჯებებს გამოვყოფდი: წერტილოვან უმნიშვნელო სისხლჩაქცევას არ ვგულისხმობ, მინახავს დიდი, მასიური ჩალურჯებები, რომლებიც 2-3 თვის შემდეგ პიგმენტაციაში ჰქონდათ გადასული. წარმოიდგინეთ, ინტერნეტში 1-2 ვიდეოც კი ვნახე, სადაც ირწმუნებოდნენ, თითქოს ჩალურჯება შედეგიანად ჩატარებულ მასაჟზე მიგვანიშნებს!

TREND: წელიწადის რა დროა იდეალური სხეულის კორექციისთვის?

უმეტესობა ზაფხულში ან გაზაფხულზე მოგვმართავს, ჩვენ კი ვურჩევთ, რომ საუკეთესო დრო ზამთარია.

როგორ დავგეგმოთ სხეულის საკორექციო კურსი სწორად: ინტერვიუ Body Care-ის დამფუძნებელთან — ექიმ მარი მილორავასთან

TREND: მოუმართავთ პაციენტებს ჩივილით, რომ რომელიმე ცენტრში სხეულის საკორექციო კურსი ჩაიტარეს, შემდეგ კი კვლავინდებურზე უფრო მეტად მოიმატეს წონაში? რა არის ამ შემთხვევების მიზეზი?

პასუხები ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაში უნდა ვეძებოთ: შეიძლება პაციენტს კარგი დიეტა დაუნიშნონ და ძალიან კარგი პროცედურები ჩაუტარონ, მაგრამ თუ მისი ჰორმონალური სტატუსი გამოკვლეული არ არის, ფორმიდან სწრაფად ამოვარდება. ამიტომაც, როდესაც ვატყობ, რომ მსგავსი სიმპტომატიკა აქვთ, კურსის დანიშვნამდე ანალიზებზე ვაგზავნი და პრობლემის არსებობის შემთხვევაში, პროგრამას მხოლოდ ენდოკრინოლოგთან ერთად ვაგრძელებ. გახსოვდეთ: სწრაფად გახდომა არაფერს ნიშნავს, თუ გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემა არსებობს, წონაში სწრაფადვე მოიმატებთ.

ისეც ხდება ხოლმე, რომ თაფლის მასაჟის დროს, გარკვეულ წონას აღწევენ, შემდეგ კი პროგრესს აღარ განიცდიან: ასეთ დროსაც ანალიზებზე ვაგზავნი, რადგან შეიძლება ეს საგანგაშო პათოლოგიის სიმპტომი იყოს. მოკლედ, მრავალი ნიუანსია, რომელთა დახარისხებაც მხოლოდ ექიმს შეუძლია და ამიტომაცაა აუცილებელი, კორექცია სწორედ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდეს.

როგორ დავგეგმოთ სხეულის საკორექციო კურსი სწორად: ინტერვიუ Body Care-ის დამფუძნებელთან — ექიმ მარი მილორავასთან

TREND: რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი მხოლოდ საკორექციო პროცედურებს იტარებს, თქვენ მიერ დანიშნულ დიეტას კი არ იცავს?

სხეულის კორექცია ყველა შემთხვევაში მოხდება — წელი დავიწროვდება, მკლავები დათხელდება და ა.შ. თუმცა კვებით ხელშეწყობა აუცილებელია. ადამიანს რაც უფრო ჭარბი წონა აწუხებს, პროცედურებით მიღებულ შედეგსაც უფრო სწრაფად იგრძნობს. კურსის დასრულების შემდეგ, სასურველი წონა დიდი ხანი ნარჩუნდება, რადგან პროცედურები ლიმფოდრენაჟს აღადგენს და სისხლის მიმოქცევას და ნივიერებათა ცვლას აუმჯობესებს. საბოლოო ჯამში, ადამიანი გალამაზებასთან ერთად ჯანსაღდება კიდეც, რაც ძილის გაუმჯობესებაზე და განწყობის გამოკეთებაზეც აისახება. თუმცა აუცილებელია ჯანსაღი კვების დანერგვა, სხვა შემთხვევაში, 3-4 თვის შემდეგ, სხეული ფორმას ისევ დაკარგავს.

მაქსიმალური ეფექტის შენარჩუნებისთვის პაციენტებს ვურჩევ, კურსის დასრულების შემდეგ თვეში 1-2 საპროფილაქტიკო პროცედურა ჩაიტარონ.

როგორ დავგეგმოთ სხეულის საკორექციო კურსი სწორად: ინტერვიუ Body Care-ის დამფუძნებელთან — ექიმ მარი მილორავასთან

TREND: რა აზრის ხართ ქირურგიულ ჩარევაზე?

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, როდესაც ამის სურვილი ახალგაზრდებს უჩნდებათ. რადიკალურ ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვემხრობი, როდესაც ადამიანს ძალიან ჭარბი წონა აწუხებს და უკვე იმ ასაკშია, რომ სხეულის დეფორმაციის შეცვლა რთულია. ოპერაციამდე საჭიროა ცხიმების პროცედურებით დარბილება, ოპერაციის შემდეგ კი — ლიმფოდრენაჟის აღმდგენი პროცედურები. ასე რომ, არსებობს შემთხვევები, როდესაც ქირურგიული ჩარევა და საკორექციო პროცედურები ერთმანეთს ეხმარება.

TREND: რა ღირს დაახლოებით Body Care-ის სრული საკორექციო კურსი?

ძალიან მისაღები ფასები გვაქვს. 1,5-2-საათიანი პროცედურა, რომელიც 2 კომპონენტისგან (აპარატი და მასაჟი) შედგება, 60 ლარი ღირს. ერთიანი კურსის აღების შემთხვევაში ფასდაკლებები მოქმედებს.

ჩვენს ვებ-გვერდზე ძალიან ხშირად ვაცხადებთ აქციებსაც. თანაც, იქ არა მხოლოდ აქციების შესახებ შეიტყობთ, არამედ — უამრავ რჩევას ამოიკითხავთ თავის მოვლის, ვარჯიშის, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და გაეცნობით რეცეპტებს გემრიელი კერძების და სახის და ტანის ნიღბების დასამზადებლად.