1. „შენ ყველაფერს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ“
რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში ზედმეტად ბევრ ფარულ მნიშვნელობებს ხედავენ. არსებობს მხოლოდ ერთი ხერხი გაარკვიო, არის თუ არა დამალული ამ ფრაზაში მანიპულაცია, - შეაფასო რეტროსპექტივაში, რამდენად იყო თქვენი შიში დასაბუთებული. მანიპულატორის მიზანია - შთაგაგონოთ ეჭვები თქვენს ინტუიციაში. ისინი სპეციალურად აწყობენ პროვოკაციებს და, როცა თქვენ რეაგირებთ, გადანაშაულებენ.
2. „მძულს დრამები“
თქვენ მაინც მალე გაიგებთ, რომ მათ ირგვლივ უფრო მეტი დრამაა, ვიდრე რომელიმე თქვენი ნაცნობების ირგვლივ. მანიპულატორები თავიდან ყველაზე მაღლა გაყენებენ, ადიდებენ თქვენს მსუბუქ ხასიათს. მაგრამ ეს არ გაგრძელდება დიდხანს, იმიტომ რომ მათ ყველაფერი ბეზრდებათ. ყოველთვის, როცა თქვენ დააპირებთ უკმაყოფილების გამომჟღავნებას, მანიპულატორები გამოგიცხადებენ, რომ ეს ის დრამაა, რომელიც სძულთ.
3. „შენ ზედმეტად მგრძნობიარე ხარ“
მანიპულატორები სხვა ადამიანებში იწვევენ ემოციებს - დიახ, ისინი სწორად ამას აკეთებენ! პირფერობის შემდეგ ისინი ყურადღებას აღარ გაქცევენ, რათა შეხედონ, როგორი რეაგირება გექნებათ. და როცა მოახდენთ რეაგირებას, დაგადანაშაულებენ ზედმეტ მგრძნობელობაში ან მოთხოვნილებების წაყენებაში.
4. „შენ არასწორად გესმის ჩემი“
რა თქმა უნდა, ჯანმრთელ წყვილებსაც მოსდით შეცდომები და გაუგებრობა. მაგრამ მანიპულატორები განგებ აწყობენ პროვოკაციებს. ხშირად ისინი უარყოფენ კიდეც, რომ ამბობდნენ რაიმეს. ამას უწოდებენ „გაზლაითინგს“ - როცა განგებ ამბობენ ან აკეთებენ რაიმეს, რომ მერე დაადანაშაულონ სხვები არასწორ გაგებაში. სინამდვილეში თქვენ კარგად გაიგეთ ის, რაც მათ თქვეს. უბრალოდ ისინი ცდილობენ გაიძულონ ეჭვი შეიტანოთ საკუთარ აზროვნებაში.
5. „შენ ჭკუაზე არა ხარ/ ეჭვიანობ/ მთვრალი ხარ/ შეყვარებული ხარ ჩემზე“
იარლიყების მიკერება ყოველთვის მაშინ ხდება, როცა ყველაფერი დაღმართისკენ მიდის. მანიპულატორის აზრით, ყველა მისი ყოფილი შეყვარებული, კოლეგა და მეგობარი - შეშლილი, ეჭვიანი, მთვრალი ან მათზე შეყვარებულია. ერთადერთი გამოსავალია გამოხვიდეთ ამ დესტრუქციული დინამიკიდან - შეწყვიტოთ ყველა კონტაქტი. არავითარი შეტყობინებები, ზარები და მეგობრობა სოციალურ ქსელებში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის გააკეთებს ყველაფერს, რომ ჭკუიდან შეგშალოთ. კარგი ამბავი - თუ მანიპულატორი ცდილობს გაიძულოთ ეჭვი შეიტანოთ საკუთარ ინტუაციაში, ესე იგი, ის მას პრობლემებს უქმნის.
თემები: მამაკაცები, თავდაჯერებულობა, რჩევები
<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია