სილამაზე

ლუდი, მაიონეზი და ნახშირი შეუდარებელი გარეგნობისთვის - 10 უცნაური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეთ

ინტერნეტი სავსეა რჩევებით - როგორ უნდა გახდეთ უფრო მიმზიდველი და გქონდეთ ვარსკვლავური გარეგნობა. თუმცა ყველა მათგანი სასარგებლო არ არის.

გთავაზობთ ცოტა უცნაურ რჩევებსა და სილამაზის რეცეპტებს, რომლებიც რეალურად დაგეხმარებათ:

1. გამოიყენეთ ლუდი იმისთვის, რომ თმას ჯანსაღი იერი ჰქონდეს - ლუდი შეიცავს ისეთ სასარგებლო კომპონენტებს როგორებიცაა - ალაო და საფუარი. ის ასევე მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ამიტომაც ლუდი ეხმარება თმას, რომ ჰქონდეს ჯანსაღი იერი და სწრაფად გაიზარდოს. შეურიეთ ის წყალს და ასე დაიბანეთ. ქერა თმიანებს ვურჩევთ, რომ მსუბუქი ლუდი გამოიყენენ, რათა თმის ფერი არ შეიცვალოს.

ლუდი, მაიონეზი და ნახშირი შეუდარებელი გარეგნობისთვის - 10 უცნაური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეთ

2. გამოიყენეთ საბავშვო(პუდრი) ფხვნილი იმისთვის, რომ წამწამები უფრო გრძელი გამოჩნდეს - წაისვით ტუში თხელ ფენად, შემდეგ ბავშვის ფხვნილი მოიფრქვიეთ წამწამებზე, ამის შემდეგ კი, კვლავ წაისვით ტუში. წამწამები უფრო სქელი და გრძელი გამოჩნდება. 

ლუდი, მაიონეზი და ნახშირი შეუდარებელი გარეგნობისთვის - 10 უცნაური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეთ

3. გამოიყენეთ თეთრი ფანქარი, ან ღია ფერის საცხი ტუჩების გასადიდებლად - ამით ერთგვარად წაშლით ტუჩების ბუნებრივ გარშემოწერილობას. შემდეგ წაისვით ტუჩსაცხი სასურველი ფორმისა და ზომის ტუჩის მისაღებად.

ლუდი, მაიონეზი და ნახშირი შეუდარებელი გარეგნობისთვის - 10 უცნაური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეთ

4. ნახშირი დაგეხმარებათ კბილების გათეთრებაში - გახსენით ერთი აბი ნახშირი ხუთ წვეთ წყალში. მოათავსეთ მიღებული მასა კბილის ჯაგრისზე და გაიხეხეთ კბილები. ამის გაკეთება შეიძლება თვეში მხოლოდ ორჯერ.

ლუდი, მაიონეზი და ნახშირი შეუდარებელი გარეგნობისთვის - 10 უცნაური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეთ

5. გამოიყენეთ წითელი ფერის ტუჩსაცხი იმისთვის, რომ გააქროთ სიშავე თვალების ქვეშ - წაისვით თაღების ფორმით წითელი ტუჩსაცხი თვალების ქვეშ, შემდეგ წაისვით „კონსილერი“ ორ ფენად, შემდეგ კი „პუდრი“, ან ტონალური. თუმცა ამ მეთოდის გამოყენება ხშირად არ შეიძლება იმიტომ, რომ თვალების ქვეშ კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

ლუდი, მაიონეზი და ნახშირი შეუდარებელი გარეგნობისთვის - 10 უცნაური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეთ

6. ცხვირის კონტურისთვის გამოიყენეთ ჩანგალი - იმისათვის, რომ მაკიაჟის საშუალებით ვიზუალურად შეცვალოთ ცხვირი ფორმა - დაითხელოთ, უფრო მომხიბვლელი გახადოთ, უნდა გამოიყენოთ „კონტურინგი“. „ჰაილაითერი“ წაისვით ცხვირის შუა ნაწილზე სიგრძეზე, ხოლო ცხვირის დანარჩენი ნაწილი უფრო მუქ ტონად შეიღებეთ. იმისთვის, რომ კონტურის ხაზი იყოს სწორი და სიმეტრიული გამოიყენეთ ჩანგალი ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

ლუდი, მაიონეზი და ნახშირი შეუდარებელი გარეგნობისთვის - 10 უცნაური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეთ

7. ჩვეულებრივი ფანქრები შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალის ფანქრის ფუნქციით - თუ გსურთ, რომ საზაფხულო სტილს თქვენი მაკიაჟი შეუსაბამოთ და ფერადი მაკიაჟი გქონდეთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი სახატავი ფანქრები. მოათავსეთ წყალში ფანქრები რამდენიმე წუთით, შემდეგ კი წაისვით თვალებზე.

ლუდი, მაიონეზი და ნახშირი შეუდარებელი გარეგნობისთვის - 10 უცნაური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეთ

8. გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი „ჰაილათერის“ ფუნქციით - ტუჩის ბალზამით ზუსტად იგივე ეფექტის მიღებაა შეძალებელი.

ლუდი, მაიონეზი და ნახშირი შეუდარებელი გარეგნობისთვის - 10 უცნაური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეთ

9. გამოიყენეთ კარტოფილის ნაჭრები იღლიების გასათეთრებლად - გაშავებული იღლიები ბევრი ქალის პრობლემაა. ამ პრობლემას კარტოფილის საშუალებით მარტივად გადაჭრით. მოათავსეთ კარტოფილის თხელი ნაჭრები იღლიის ადგილას და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.

ლუდი, მაიონეზი და ნახშირი შეუდარებელი გარეგნობისთვის - 10 უცნაური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეთ

10. გამოიყენეთ მაიონეზი თმისთვის - მსახიობი ბლეიკ ლაივლი იყენებს მაინონეზს თმის გასაჯანსაღებლად. წაისვით თმაზე დაბანამდე მაიონეზი. გაიჩერეთ 5-10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

ლუდი, მაიონეზი და ნახშირი შეუდარებელი გარეგნობისთვის - 10 უცნაური რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეთ

<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>