ბევრი ფიქრობს, რომ დედა ბავშვის ცხოვრებაში, აღზრდაში, ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ არის საკითხები, რაც მამებს უკეთ გამოსდით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ვაჟებს ეხება.
დაფიქრდით, ჯერ ბავშვი მიდის ბაღში, შემდეგ სკოლაში, სადაც პედაგოგების 90% ქალია. ბავშვს გამუდმებით ქალების გარემოცვაში უწევს ყოფნა და მამაკაცებისგან მიღებული განათლების ნაკლებობას განიცდის.
არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც ვაჟებს მამებმა უნდა ასწავლონ:
1. განუმარტეთ და ასწავლეთ, როგორ შეხვდეს გამარჯვებასა და მარცხს - გარდა მეგობრებისა, ვინ არის საუკეთესო კომპანიონი ბავშვისთვის სხვადასხვა შეჯიბრებებსა და თამაშებზე? მამა, რა თქმა უნდა. ეს მამაკაცური თვისებების გამომუშავებისთვის კარგი ტრენინგია.
ამ თამაშებით ბავშვი იგებს გამარჯვების გემოს. მამებისთვის ასეთი თამაშები შესანიშნავი შესაძლებლობაა, აუხსნან შვილებს, რომ ზოგჯერ დამარცხება გარდაუვალია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ჩაიქნიონ. უნდა აუხსნათ, რომ მარცხი არ არის სამარცხვინო.
2. ასწავლეთ სწორი დამოკიდებულება ქალებისადმი და მათი პატივისცემა - დედას შეუძლია უთხრას შვილს, როგორ უნდა მოიქცეს გოგონებთან, მაგრამ მხოლოდ მამას შეუძლია აჩვენოს ეს საკუთარი მაგალითით. შესანიშნავი იქნება თუ ვაჟი მამისგან ისწავლის ყველა მნიშვნელოვან დეტალს ქალების შესახებ და არა მეგობრებისგან, ან ინტერნეტით.
წაიყვანეთ თქვენი ვაჟი, როცა მეუღლისთვის ყვავილების საყიდლად წახვალთ. წადით ერთად მაღაზიებში და კონსულტანტ ქალებთან თავაზიანი ურთიერთობის მაგალითით აჩვენეთ, თუ როგორ უნდა მოიქცეს უცნობ ქალთან.
3. გამართეთ მამაკაცური საუბარი სიყვარულზე - ეს ძალიან მნიშვნელოვანია თინეიჯერი ბიჭებისთვის. ნამდვილი საჩუქარი იქნება მათთვის, თუ მოუყვებით თქვენი პირველი პაემანისა და პირველი სიყვარულის შესახებ. ასევე უთხარით, რომ არ იჩქაროს, უმჯობესია, დაიცადოს და დარწმუნდეს - გოგონა, რომელიც მოსწონს, არის თუ არა ნამდვილად სწორი არჩევანი. ასეთი დიალოგები მამასა და შვილს შორის ნდობას ამყარებს.
4. ასწავლეთ, როგორ დაიცვას საკუთარი ინტერესები - მამა არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია ასწავლოს ვაჟს, როგორ იყოს ძლიერი, ასწავლოს რა არის სწორი. ასწავლოს, რომ არ მიაქციოს ყურადღება პროვოკაციებს და შეინარჩუნოს სიმშვიდე. მან უნდა აჩვენოს შვილს, რომ სიმშვიდის შენარჩუნება სისუსტე არ არის.
5. დაეხმარეთ რომ ჩამოუყალიბდეს საკუთარი მსოფლხედველობა - აქ რაიმე განსაკუთრებული არ გჭირდებათ. უბრალოდ მასთან ერთად უნდა გაატაროთ დრო და ესაუბროთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სამყაროს ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, არ უნდა ხედავდეს სამყაროს მხოლოდ დედის თვალებით. რა თქმა უნდა, როცა აღზრდას ეხება საქმე,მშობლებს საერთო აზრი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ როცა საქმე მსოფლაღქმასთან გვაქვს, მათი ფილოსოფია, შეხედულებები განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს აბსოლუტურად ნორმალურია.
6. მიეცით საშუალება, აღმოაჩინოს რაღაც ახალი - ყველაფერი იწყება, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვია. მიეცით მას საშუალება აღფრთოვანდეს სამყაროში სიახლეების აღმოჩენით, გაგიზიაროთ თავიანთი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებისადმი.
7. ასწავლეთ მამაკაცური ხერხები - არსებობს ისეთი რაღაცები, რაც მამაკაცებს ქალების თვალში მაგიურ იერს აძლევს - მაგალითად ლურსმნის მიჭედება, ცეცხლის დანთება, მანქანის შეკეთება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი შვილი შეიძლება 100%-ით ქალაქელია, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ასეთი დეტალები - გამოადგება მომავალში და მეგობრების თვალში რეპუტაციას აუმაღლებს.
8. ასწავლეთ, როგორ მიხედოს საკუთარ თავს - ასწალეთ, როგორ გაიკეთოს ჰალსტუხი, როგორ გაიპარსოს, გააუთოოს პერანგი. ასევე მამამ უნდა აჩვენოს შვილს, რომ მამაკაცსაც შეუძლია საჭმლის მომზადება, გარდა იმისა, რომ ქალებს ძალიან მოსწონთ კაცები, რომლებიც საჭმელს ამზადებენ, ეს უნარი დაეხმარება, რომ როცა მარტო იქნება, შიმშლით არ მოკვდეს.
თემები: შვილი, რჩევები, მამა, კარგი მამა
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>