LIFE

მითხარი, რა პროფესიის ხარ და გეტყვი, ფსიქოპათი ხარ, თუ არა!

მითხარი, რა პროფესიის ხარ და გეტყვი, ფსიქოპათი ხარ, თუ არა!

იცოდი, რომ აღმასრულებელი მენეჯერის თანამდებობა ყველაზე მეტ ფსიქოპათს იზიდავს? მოდი, აქვე ვთქვათ, რომ ფსიქოპათი მხოლოდ ის ადამიანი არ არის, რომელიც, მაგალითად, ბენზოხერხით ან ნაჯახით გამოგეკიდება :)

ფსიქოპათებსა და მათ საყვარელ პროფესიებზე გვიყვება მწერალი კევინ დატონი თავის წიგნში — „ფსიქოპათების სიბრძნე“ (The Wisdom of Psychopaths: What Saints, Spies, and Serial Killers Can Teach Us About Success).

მითხარი, რა პროფესიის ხარ და გეტყვი, ფსიქოპათი ხარ, თუ არა!

ფსიქოპათია პიროვნული აშლილობაა, რომელიც გამოიხატება შენელებულ ემოციებში; ასეთ ადამიანებს შემცირებული აქვთ შიშის შეგრძნება; ფსიქოპათები არიან სტრესის მიმართ ტოლერანტულები, გულცივები, მანიპულატორები, უპასუხისმგებლოები, იმპულსურები, ეგოცენტრიზმით შეპყრობილები; არ გააჩნიათ ემპათიის გრძნობა; არ აწუხებთ დანაშაულის გრძნობა; ზედაპირული ხასიათები აქვთ; ხშირად ანტისოციალურ ქცევას ავლენენ.

მითხარი, რა პროფესიის ხარ და გეტყვი, ფსიქოპათი ხარ, თუ არა!

რომელი პროფესიები იზიდავთ მათ და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ფსიქოპათი?

ფსიქოპათები შეიძლება იყვნენ:

  • აღმასრულებელი მენეჯერები
  • იურისტები
  • მედიის თანამშრომლები
  • გაყიდვების მენეჯერები
  • ქირურგები
  • კრეატიული/ მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლები 
  • პოლიციის ოფიცრები
  • სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანები
  • შეფმზარეულები
მითხარი, რა პროფესიის ხარ და გეტყვი, ფსიქოპათი ხარ, თუ არა!

ფსიქოპათები ძირითადად არ არიან:

  • მომვლელები
  • ექთნები
  • თერაპევტები
  • ხელოსნები
  • სტილისტები, ვიზაჟისტები, კოსმეტოლოგები
  • საქველმოქმედო საქმიანობით დაკავებული ადამიანები 
  • პედაგოგები
  • მებაღეები
  • ვეტერინარები 
  • ექიმები ( ქირურგების გარდა) 
  • ბუღალტრები
მითხარი, რა პროფესიის ხარ და გეტყვი, ფსიქოპათი ხარ, თუ არა!

პროფესიები, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ფსიქოპათი აღმოაჩნდა, ყველაზე მეტად მოითხოვს ადამიანურ ურთიერთობებს, გრძნობებთან გამკლავებას და მათი უმეტესობა ძალაუფლებას არ ემყარება. ფსიქოპათები კი, თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, ასეთ საქმეს თავს ვერ ართმევენ.

მეორე მხრივ, პროფესიები, სადაც ყველაზე მეტი ფსიქოპათი აღმოაჩნდა, მოითხოვს ძალაუფლებას და მასშტაბური, სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარს - ამ გადაწყვეტილებებში გრძნობები არ უნდა იყოს ჩარეული. ფსიქოპათები ამ როლის მოსარგებად ყველაფერს აკეთებენ!

მითხარი, რა პროფესიის ხარ და გეტყვი, ფსიქოპათი ხარ, თუ არა!

და ბოლოს: ალბათ, გაგიჩნდა კითხვა — „კი მაგრამ, შეფმზარეული რა შუაშია?“

ფსიქოპათი „იმალება“ ყველა იმ ადამიანში, ვისაც საგულდაგულოდ გალესილი დანების ნაკრები აქვს :)



წყარო: <a href="http://time.com/32647/which-professions-have-the-most-psychopaths-the-fewest/?xid=time_socialflow_facebook">TIME</a>