LIFE

ხარ თუ არა მგრძნობიარე ადამიანი?

ხარ თუ არა მგრძნობიარე ადამიანი?

გიყვარს წვიმაში სეირნობა? ნაცნობი მელოდია შენში ათას ემოციას აღძრავს? აცოცხლებ წიგნის პერსონაჟებს და ხშირად ცხოვრობ კიდეც მათი ცხოვრებით? დეტალებზე ხარ ორიენტირებული და სხვებთან შედარებით უცნაურ მნიშვნელობას ანიჭებ მათ?

ამ ყველაფრის გამო თუ საკუთარ თავს მგრძნობიარე ადამიანად მიიჩნევ, ცდები. შენ, უბრალოდ, ემოციური ადამიანი ხარ. ემოციურობა და მგრძნობელობა კი სხვადასხვა რამეა. მგრძნობიარე ადამიანები სხვადასხვა სტიმულის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით გამოირჩევიან, მაგალითად, კოფეინის მიღება მათ შესაძლოა, ტკივილს აყენებდეს.

კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ მაღალი მგრძნობელობით ადამიანთა მხოლოდ 15-20% გამოირჩევა. მართალია, ინტროვერტულობა გარკვეულწილად განაპირობებს მაღალ მგრძნობელობას, მაგრამ ეს ორი მდგომარეობა იდენტური მაინც არ არის. მეცნიერება ყურადღება მიაქციეს რამდენიმე სპეციფიკურ ქცევას, რომლებიც მგრძნობიარე ადამიანებს ახასიათებთ.

9. ისინი თავს არიდებენ ძალადობრივ მედიას

ხარ თუ არა მგრძნობიარე ადამიანი?

ძალადობის სცენების ამსახველი ფილმები და ვიდეოები მგრძნობიარე ადამიანებისთვის მეტისმეტია. ამიტომ, ნუ გაგაოცებთ ის ფაქტი, რომ საშინელებათა ფილმებით ან აგრესიული ვიდეოთამაშებით მათ ვერ დააინტერესებთ.

8. ხმაურში დისკომფორტს განიცდიან

ხარ თუ არა მგრძნობიარე ადამიანი?

ხმაურიანი როკკონცერტები და ფოიერვერკები, როგორც წესი, სულაც არ არის მგრძნობიარე ადამიანების გართობის საშუალება. სხვებთან შედარებით, ასეთ ადამიანებს ხმაურის ამტანობის დაბალი ბარიერი გააჩნიათ.

7. მეტ დასვენებას საჭიროებენ

ხარ თუ არა მგრძნობიარე ადამიანი?

მძიმე დღისა და დამღლელი კვირის შემდეგ მგრძნობიარე ადამიანებს ძალების აღსადგენად სიმშვიდე სჭირდებათ. მაგალითად, ჩაბნელებული საძინებელი შესანიშნავი სივრცეა ძალ-ღონის მოსაკრებად.

6. ისინი ყოველთვის გრძნობენ სხვა ადამიანების დისკომფორტს

ხარ თუ არა მგრძნობიარე ადამიანი?

მგრძნობიარე ადამიანები ყოველთვის ხვდებიან სხვების საჭიროებებს. მაგალითად, მათ არ უკვირთ, როცა ვინმეს კაშკაშა შუქი ან ხმამაღალი მუსიკა აღიზიანებს, ისინი სხვა ადამიანის სასოწარკვეთილ მდგომარეობასაც იოლად ამოიცნობენ და ანგარიშს უწევენ მას.

5. ღრმა კავშირი აქვთ ხელოვნებასთან

ხარ თუ არა მგრძნობიარე ადამიანი?

კონცერტს ესწრებიან თუ მუზეუმში შედევრებს ათვალიერებენ, ძალიან მგრძნობიარე ადამიანები ხელოვნებასთან დიდ კავშირს გრძნობენ. ხელოვნება მათში ბევრად უფრო ძლიერ ემოციურ მუხტს წარმოშობს. ვიდრე სხვა ადამიანებში.

4. სული ეხუთებათ, როდესაც ყურადღების ცენტრში ექცევიან

ხარ თუ არა მგრძნობიარე ადამიანი?

ასეთი ადამიანები თავს კომფორტულად მხოლოდ მაშინ გრძნობენ, როცა მარტო არიან, მაგრამ საკმარისია, ისეთ ხალხმრავალ და მნიშვნელოვან სიტუაციაში მოხვდნენ, როგორიცაა, მაგალითად, პრეზენტაცია კოლეგებისა და ხელმძღვანელების წინაშე, დიდ სტრესს განიცდიან და საკუთარი ცოდნის წარმოჩენას ვერ ახერხებენ.

3. შიმშილი პროვოცირებს გაბრაზებას

ხარ თუ არა მგრძნობიარე ადამიანი?

მგრძნობიარე ადამიანები შიმშილის გრძნობას ძნელად უმკლავდებიან, ოდნავი მოშიებაც კი მათში აგრესიულ განწყობას იწვევს. ისინი ცდილობენ, აკონტროლონ სიბრაზე, მაგრამ ხშირად ყველაზე ახლობელ ადამიანებზე იყრიან ხოლმე ჯავრს.

2. ხმაურიანი გარემო მათთვის ქაოსთან ასოცირდება

ხარ თუ არა მგრძნობიარე ადამიანი?

დიდი ოფისები მგრძნობიარე ადამიანებისთვის არ არის, რადგან მათ ასეთ გარემოში მუშაობა უჭირთ. მათ გონება ეფანტებათ აჩქარებული გულისცემის გამო, რასაც გარშემო არსებული ხმები, ენერგიული საქმიანობით გამოწვეული ხმაური და კოლეგების ან ოფისის სპეციფიკური სურნელი იწვევს.

1. როდესაც ბევრი საქმე აქვთ, სასოწარკვეთილება იპყრობთ

ხარ თუ არა მგრძნობიარე ადამიანი?

თუ ძალიან მგრძნობიარე ადამიანებს რამდენიმე განსხვავებული საქმე აქვთ გასაკეთებელი, მათ მთელი ძალების მობილიზება სჭირდებათ იმისთვის, რომ რაციონალური მდგომარეობა შეინარჩუნონ. მაგრამ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მათი შფოთვის ხარისხი იმატებს და სტრესული მდგომარეობა ძლიერდება. ისინი, ფაქტობრივად, შრომისუნარიანობას კარგავენ.

მგრძნობელობითობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

მართალია, მგრძნობიარე ადამიანებს რეალურად ემუქრებათ ისეთი საფრთხეები, როგორიცაა შფოთვისა და დეპრესიის მაღალი რისკი, უნდა გითხრათ, რომ ასეთი ადამიანები არაერთი დადებითი თვისებითაც გამოირჩევიან:

ისინი კეთილსინდისიერები არიან. ისინი ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს ამჩნევენ, რომლებიც სხვა ადამიანებს მხედველობიდან გამორჩებათ ხოლმე. მათ შეუძლიათ კრეატიულები იყვნენ და დიდ წარმატებასაც მიაღწიონ. თუ მგრძნობიარე ხარ, არ ნიშნავს, რომ ფსიქიკური აშლილობა გაქვს. ეს ნიშნავს, რომ შენ სხვებისგან განსხვავებით უფრო ღრმად შეიგრძნობ სამყაროს. საკუთარი მაღალი მგრძნობელობის გაცნობიერება და საკუთარ თავთან ამ მოცემულობის აღიარება მის შეცნობასა და შენთვის სასიკეთოდ მართვაში დაგეხმარება.



წყარო:&nbsp;<a href="https://www.psychologytoday.com/blog/what-mentally-strong-people-dont-do/201609/9-things-highly-sensitive-people-do?utm_source=FacebookPost&amp;utm_medium=FBPost&amp;utm_campaign=FBPost">www.psychologytoday.com</a>