ჯანმრთელობა

ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი უშედეგოა

ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი უშედეგოა

ვფიქრობთ, გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველოში სიტყვა დეპრესიას ბევრ განსხვავებული შეგრძნების, ცუდი განწყობის,მუდმივი შფოთვის, დაბალი მოტივაციის აღსაწერად ვიყენებთ— უფრო სწორად, ჩვენთვის უცნობ სხვადასხვა სიმპტომს დეპრესიას მივაწერთ და შემდგომ დიაგნოზის დასმის გარეშე ვთხოვთ ექიმს, ანტიდეპრესანტები გამოგვიწეროს. უახლესმა კვლევებმა კი დაადგინა, რომ დეპრესიის მკურნალობისას ანტიდეპრესანტები სულაც არ არის უნივერსალური საშუალება. 

ფაქტი #1

ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი უშედეგოა

სამწუხაროდ, ანტიდეპრესანტების უმეტესობა, რომლებსაც ექიმი პაციენტს უნიშნავს, მკურნალობის პროცესში უშედეგოა და გარკვეული დროის შემდეგ მას სხვა ალტერნატივით ანაცვლებენ: პაციენტების 1/3-ის შემთხვევაში, დეპრესიის მკურნალობა არც ერთი სახის მედიკამენტს არ დაექვემდებარა და საბოლოოდ ფსიქოლოგიური თერაპია დაენიშნათ. ეს ნიშნავს, რომ დეპრესიით დაავადებული ადამიანების უმეტესობას უწევს, 3 თვე დაიცადონ და ნახონ, შედეგიანია თუ არა მათთვის დანიშნული ანტიდეპრესანტის კურსი.

ფაქტი #2

ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი უშედეგოა

სამედიცინო წრეებში დაახლოებით 50 წლის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ დეპრესია ტვინში სეროტონინის დონეების შემცირებით იყო გამოწვეული, ახალი კვლევები კი საპირისპიროს ამტკიცებს — დეპრესიას სეროტონინის მაღალი დონე იწვევს. თუ ამ მტკიცებულებას დავუჯერებთ, ანტიდეპრესანტები მდგომარეობას მხოლოდ აუარესებს.

ფაქტი #3

ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი უშედეგოა

თანამედროვე მკვლევრების განცხადებით, ახალი თაობის ანტიდეპრესანტები, მაგალითად, პროზაკი ან სეროქსატი აბსოლუტურად უშედეგოა, დეპრესიის მსუბუქ ფორმებს უფრო მეტად ფსიქოლოგიური თერაპია კურნავს. ამ პრეპარატების გამოყენებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო დეპრესიის საშუალო ფორმის მკურნალობისას; რთული ფორმის შემთხვევაში კი ოდნავ ეფექტიანი აღმოჩნდა. ახალი თაობის ანტიდეპრესანტების მოქმედება ყველაზე შედეგიანი დეპრესიის ძალიან რთული ფორმების დროს აღმოჩნდა.

ფაქტი #4

ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი უშედეგოა

ანტიდეპრესანტების გრძელვადიანმა მოხმარებამ პაციენტებში შეფარული თანამდევი მოვლენები გამოავლინა: ემოციური გაშეშება, სექსუალური პრობლემები და სუიციდისკენ მიდრეკილება. ჟურნალ Psychiatry Reserach-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ზუსტად ნახევარი ანტიდეპრესანტების ფონზე განვითარებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს უჩიოდა; 62% — სექსუალურ პრობლემებს; 52 % — შეგრძნებების დაქვეითებას; 42% — პოზიტიური გრძნობების შემცირებას; 39 % — ნიჰილიზმს და 55% — პრეპარატის შეჩვევას. თუმცა გამოკითხულთა 82% მკურნალობის შედეგებით კმაყოფილი იყო.

ფაქტი #5

ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი უშედეგოა

ზოგიერთი ანტიდეპრესანტის მიღება პაციენტებში წონის საგრძნობ მატებას იწვევს. წონის კლება მხოლოდ ერთი პრეპარატის — ბუპროპინის შემცველი წამლის — Wellbutrin-ის მოხმარებამ გამოიწვია; პროზაკის შემადგენლობაში არსებულმა ფლუოქსეტინმა კი პირიქით — წონის საგრძნობი მატება.

ფაქტი #6

ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი უშედეგოა

ძველი თაობის ანტიდეპრესანტების მომხმარებლებში ხშირი იყო მეხსიერების დაკარგვის შემთხვევებიც. ამ პრობლემის შესახებ აცხადებდა Norpramin-ის, Tofranil-ის, Anafranil-ის, Sinequan-ის და კიდევ რამდენიმე პრეპარატის მომხმარებლების 1/3.

ფაქტი #7

ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი უშედეგოა

ბუნებრივ დანამატებს ანტიდეპრესანტების ეფექტიანობის გაძლიერება შეუძლიათ. მსოფლიო მასშტაბით 40 კლინიკური შემთხვევის შესწავლით დადგინდა, რომ Omega 3-ის თევზის ქონი, S-ადენოზილმეთიონინები, მეთილფოლატები და D ვიტამინი ანტიდეპრესანტების სამკურნალო მოქმედებას ეხმარება.

ფაქტი #8

ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი უშედეგოა

145,456 ორსულის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დედები, რომლებიც ორსულობის პერიოდში ანტიდეპრესანტებს იღებენ, შვილებში აუტიზმის რისკფაქტორებს აორმაგებენ. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის ორსულთა 7% ანტიდეპრესანტებს იღებს.

ფაქტი #9

ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი უშედეგოა

პაროქსეტინის შემცველი ანტიდეპრესანტები — Paxil-ი, Seroxat-ი და Aropax-ი მოზარდებში სუიციდურ მიდრეკილებებს აღვივებს.

ფაქტი #10

ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი უშედეგოა

სოციალური აშლილობის, იმავე სოციალური ფობიის სამკურნალოდ ანტიდეპრესანტებზე ეფექტიანი კოგნიტიური ქცევის თერაპია აღმოჩნდა, რომელსაც, პრეპარატებისგან განსხვავებით, თანამდევი მოვლენები არ აღენიშნება.



წყარო:&nbsp;<a href="http://psychread.com/tagged/Antidepressants">psychread.com</a>