25 ფსიქოლოგიური ფაქტი ადამიანებისა და ურთიერთობების შესახებ, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
- 03.11.2017
გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ფაქებს, რომელთა საშუალებითაც ადამიანების ბუნებას უკეთ შეიცნობთ.
ურთიერთობები:
1. მეგობრობა, რომელიც ადამიანებს შორის ჩნდება 16-დან 18 წლამდე პერიოდში არის მყარი და ასეთი ურთიერთობის დიდი ნაწილი სამუდამოდ გრძელდება.
2. საუკეთესო მეგობარზე დაქორწინება 70%-ით ამცირებს განქორწინების შანსს. ასეთი ქორწინებების უმეტესობა სამუდამოა.
3. საყვარელ ადამიანს თუ ხელს ჩასჭირდებთ ტკივილი შეგიმსუბუქდებათ და დარდი გაქრება.
4. ქალების უმეტესობას მოსწონს მამაკაცი, რომელსაც დაბალი ხმა აქვს, იმიტომ რომ მათ ხმაში არ ჩანს აგრესია და ამვდროულად, ასეთი კაცები უფრო მეტ თავდაჯერებულობას ავლენენ.
ქალი და მამაკაცი:
5. მამაკაცები არ არიან ქალებზე უფრო მეტად მხიარულები, თუმცა ქალებზე ხშირად ხუმრობენ, რადგანაც არ ადარდებთ ის, თუ როგორ შეაფასებენ დანარჩენები მათი იუმორის გრძნობას.
6. ქალებს ორჯერ უფრო მეტი ტკივილის რეცეპტორი აქვთ ვიდრე მამაკაცებს, მიუხედავად ამისა, ისინი მამაკაცენზე გაცილებით უფრო ამტანები არიან ტკივილისადმი.
7. ქალს საიდუმლოს შენახვა შეუძლია საშუალოდ 47 საათისა და 15 წუთის განმავლობაში.
8. ქალებს, რომლებსაც ბევრი მამაკაცი მეგობარი ჰყავთ, ხშირად არიან კარგ ხასიათზე.
ინტელექტი და რჩევები:
9. ადამიანებს, რომლებიც ხშირად გასცემენ რჩევებს, უმეტეს შემთხვევაში, თავად აქვთ ბევრი პრობლემა.
10. ჭკვიანი ადამიანი უფრო სწრაფად აზროვნებს და აქვს საშინელი ხელწერა.
11. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სინდისის მაღალი განცდა და სხვადასხვა სიტუაციებში დანაშაულის გრძნობა აწუხებთ, სხვა ადამიანებს უფრო მარტივად უგებენ. სხვების გრძნობებისა და ფიქრების გაგება მათთვის უფრო მარტივია.
12. ინტელექტუალ ადამიანს, როგორც წესი, უფრო ნაკლები მეგობარი ჰყავს, ვიდრე საშუალო ადამიანს. რაც უფრო ჭკვიანია ის, მით უფრო მაღალ სტანდარტებს აწესებს მეგობრების შერჩევისას.
ბედნიერება:
13. ფსიქოლოგიურად დადადტურებული ფაქტია, რომ დილით და საღამოს მისასალმებელი და დასამშვიდობებელი სასიამოვნო შინაარსის ტექსტები ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია ბედნიერებაზე. ასე რომ, მოიმარჯვეთ სმარტფონები და მისწერეთ საყვარელ ადამიანს.
14. თუ გააკეთებთ ისეთ რაიმეს, რისიც აქამდე გეშინოდათ, ეს გაგაბედნიერებთ. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს ფსიქოლოგიურად დადასტურებული ფაქტია. ის ამავდროულად ზრდის თქვენს თავდაჯერებულობას და საკუთარი თავისადმი კმაყოფილების გრძნობას გმატებთ.
15. თუ ცდით, რომ თქვენ გარშემო ყველა გააბედნიეროთ, თავს ძალიან მარტოსულ ადამიანად იგრძნობთ. როგორც ამბობენ, თქვენ არ შეგიძლიათ ყველა გააბედნიეროთ და შეუძლებელია, თქვენი ქმედებებით ყველა კმაყოფილი იყოს.
16. ბედნიერ ადამიანებს უფრო მცირე დროით სძინავთ.
17. თუ მოუსმინეთ მუსიკას მაღალ ხმაზე, ეს დაგამშვიდებთ, მოგადუნებთ და უფრო ბედნიერს გაგხდით.
ხასიათი:
18. ის, თუ როგორ ექცევით და რა დამოკიდებულებას იჩენთ რესტორნის მიმტანებისადმი, ძალიან ბევრს ამბობს თქვენი ხასიათის შესახებ.
19. ჩვენი ემოციები გავლენას ვერ ახდენს კომუნიკაციაზე, თუმცა კომუნიკაცია გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათსა და ემოციებზე.
20. მორცხვი ადამიანები საკუთარი თავის შესახებ ბევრს არ საუბრობენ.
21. თუ ორი ადამიანი საუბრობს და ამ დროს ერთ-ერთი მათგანი თითებს ნელა ამოძრავებს, ან ცალ ფეხს მიმართულებას უცვლის, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ის საუბრის შინაარსს არ ეთანხმება, ან სურს საუბრის შეწყვეტა და წასვლა.
ადამიანები და პრობლემები:
22. თუ ღამით ძალიან ბევრს ფიქრობთ, ამის გამო არ გეძინებათ და შფოთავთ, თქვენი ფიქრების შესახებ დაწერეთ ფურცელზე. ეს დაგეხმარებათ, რომ დამშვიდდეთ და მარტივად დაიძინოთ.
23. დიდი დროით მარტო დარჩენას ისეთივე სახიფათო გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე, როგორც დღის განმავლობაში 15 ღერი სიგარეტის მოწევას.
24. მოგზაურობას აქვს ძალა გაზარდოს გონებრივი სიჯანსაღე და შეამციროს გულის შეტევის რისკი. ამავდროულად, მოგზაურობა ადამიანს მთლიანად ათავისუფლებს დეპრესიისგან.
25. როცა ადამიანი საუბრობს ისეთ რამეზე, რაც ძალიან მოსწონს, ან უყვარს, ასეთ დროს ის ყველაზე მეტად მიმზიდველი და მომხიბვლელია.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.troab.com">https://www.troab.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია