LIFE

წყვილის ურთიერთობების განვითარების 5 ეტაპი - ისინი, ვინც ცხოვრების მანძილზე ერთად დარჩნენ

წყვილის ურთიერთობების განვითარების 5 ეტაპი - ისინი, ვინც ცხოვრების მანძილზე ერთად დარჩნენ

ფსიქოლოგმა სიუზან კემპბელმა ასობით წყვილი გამოკითხა და გამოარკვია, რომ მათ უმეტესობამ, ვინც ცხოვრების მანძილზე ერთად დარჩა, ურთიერთობების ხუთი ეტაპი გაიარა.

1. რომანტიზმი

ეს ეტაპი ახასიათებს იდეალისტურ შეხედულებას ურთიერთობებზე. ამ სტადიაზე, შეყვარებულები არ აქცევენ ყურადღებას განსხვავებებს და მიისწრაფიან ერთად ყოფნისკენ. სწორედ ამაში იმალება ერთ-ერთი პოტენციური საფრთხე.

სიბრძნე: უნარი დაინახო სხვა ადამიანის სილამაზე.

შეცდომა: ფიქრი, რომ მთავარია მოინდომო და ოცნება სინამდვილედ იქცევა.

წყვილის ურთიერთობების განვითარების 5 ეტაპი - ისინი, ვინც ცხოვრების მანძილზე ერთად დარჩნენ

2. ბრძოლა ძალაუფლებისთვის

ამ სტადიის დადგომა მოასწავებს იმ სამწუხარო ფაქტის აღიარებას: „შენ ის არ ხარ, ვინც მეგონა“. ამას მოყვება გაწბილება და გაბრაზება. ამ ეტაპზე ხშირად ხდება სქესთა ბრძოლა. „შენ უგრძნობი ხარ, როგორც ყველა მამაკაცი!“, „შენ ისტერიული ხარ, როგორც ყველა ქალი!“

სიბრძნე: „მე სხვანაირი ვარ, ეს ნორმალურია“.

შეცდომა: მუქარის, ძალადობის ან მანიპულაციების გამოყენებით გჯეროდეს, რომ მიიღებთ იმას, რაც გინდა.

წყვილის ურთიერთობების განვითარების 5 ეტაპი - ისინი, ვინც ცხოვრების მანძილზე ერთად დარჩნენ

3. სტაბილურობა

პარტნიორების შემწყნარებლობის სტადია. ჩვენ უარს ვამბობთ პრეტენზიებზე და ვითმენთ მეორის სისუსტეებს. კონფლიქტებს მიყავს ურთიერთობა განვითარებისკენ, და არა ტანჯვისკენ. თითოეული წარმოიდგენს როგორი იქნება ცხოვრება მეწყვილის გარეშე.

სიბრძნე: რეალიზმი სიყვარულში.

შეცდომა: თავი აარიდო გაუგებრობას - „სამყარო ძნელად დასაპყრობია, არ ღირს გარისკვა, ჩვენ ისედაც კარგად ვართ“.

წყვილის ურთიერთობების განვითარების 5 ეტაპი - ისინი, ვინც ცხოვრების მანძილზე ერთად დარჩნენ

4. პასუხისმგებლობა

ჩვენ უარს ვამბობთ გადავაკეთოთ პარტნიორი და გავაუმჯობესოთ ის. ვუყურებთ ურთიერთობებს რეალისტურად და ვაღიარებთ, რომ ის ყველაფერში არ არის იდეალური. ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს ის, თუმცა ხანდახან არ მოგვწონს, რასაც ის აკეთებს. ჩვენ გვიყვარს საკუთარი თავი, მაგრამ არ ველოდებით, რომ ყოველ წუთს რაღაც სასიამოვნოს გაგვიკეთებს. ეს გვაიძულებს დავმშვიდდეთ და არ დავიწყოთ ბრძოლა ძალაუფლებისთვის.

სიბრძნე: პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც აკეთებთ.

შეცდომა: დამშვიდდეთ და აღარ იზრუნოთ ურთიერთობებზე.

წყვილის ურთიერთობების განვითარების 5 ეტაპი - ისინი, ვინც ცხოვრების მანძილზე ერთად დარჩნენ

5. ახალი გაერთიანება

ამ ეტაპზე ჩვენ ერთად ვკავდებით შემოქმედებით - ეს საერთო წვლილია სამყაროში.

სიბრძნე: კავშირები სხვა ადამიანებთან. სურვილი შეიტანო საკუთარი წვლილი საზოგადოების ცხოვრებაში, სულიერების განვითარება.

შეცდომა: კონცენტრაცია მოახდინო გარე სამყაროზე და დაივიწყო ძალადობა სასიყვარულო ურთიერთობებზე.

წყვილის ურთიერთობების განვითარების 5 ეტაპი - ისინი, ვინც ცხოვრების მანძილზე ერთად დარჩნენ



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>