სტილი

საქართველოში "ზარა ჰოუმის" პირველი მაღაზია გაიხსნა

საქართველოში "ზარა ჰოუმის" პირველი მაღაზია გაიხსნა

Zara Home არის ინდიტექს ჯგუფში შემავალი, სახლისთვის საჭირო ნივთებისა და დეკორის ბრენდი, რომლის კოლექციებიც ასახავს მოდის უახლეს ტენდენციებს და მოიცავს: თეთრეულს, მაგიდისა და აბაზანისთვის საჭირო ტექსტილს, ავეჯს, ჭურჭელს და სახლის

გასაფორმებლად საჭირო სხვა დეკორატიულ ნივთებს, ისევე როგორც სახლის სამოსს, აბაზანის ნივთებსა და სხეულის მოვლის საშუალებებს.

BO-1 Multipic:

2003 წელს პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ ზარა ჰოუმი სწრაფად გაიზარდა და ამჟამად 5 კონტინენტის 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს 500-ზე მეტი მაღაზიით. 5000-ზე მეტი პროფესიონალი ზრუნავს, რომ მოდისა და დეკორის უახლესი სეზონური ტენდენციები ყოველთვის იყოს ასახული ყოველკვირეულად განახლებად კოლექციებში. დიზაინერების საერთაშორისო გუნდი ქმნის უნიკალურ კოლექციებს, რომლებიც ეხმარება მომხმარებლებს შექმნან თბილი და მოდური ატმოსფერო სახლში.

BO-2 Multipic:


2018 წლის თებერვალი - ინდიტექს ჯგუფში შემავალი სახლისთვის საჭირო ნივთებისა და დეკორის ბრენდმა, პირველი მაღაზია გახსნა საქართველოში. მაღაზია განთავსებულია 450 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა კოლექცია, მათ შორის "ზარა ჰოუმ ქიდსი" ბავშვებისთვის.


• ზარა ჰოუმმა თბილისში 450 კვმ-ზე მეტ ფართობზე განთავსებული მაღაზია გახსნა.

• ახალი მაღაზია "თბილისი მოლის" პირველ სართულზე განთავსდა, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ.

• ახალ მაღაზიაში სახლისთვის საჭირო ნივთებისა და დეკორის ბრენდის მრავალფეროვანი კოლექციაა წარმოდგენილი.

ინოვაციური დიზაინის უახლესი კონცეფციის მაღაზია, რომელიც ამჟამად წარმოდგენილია მთელს მსოფლიოში "თბილისი მოლის" პირველ სართულზეა განთავსებული. მაღაზიის ინტერიერის ავანგარდული და ელეგანტური კონცეფცია ჰარმონიულად ერწყმის სისადავესა და ბუნებრივობას, რაც გამოხატულია ინტერიერში გამოყენებულ მასალებში. ნეიტრალური ფერები, წაბლის ხე და მარმარილოს იატაკი ახალი მაღაზიის რამდენიმე დასამახსოვრებელი დეტალია.

BO-3 Multipic:

,,ზარა ჰოუმის თბილისი მოლში გახსნით, ჩვენ სახლის მოდური დეკორისა და აქსესუარების ტოპ-ბრენდი შემოგვყავს ქალაქის რჩეულ სავაჭრო სივრცეში, რითაც საყიდლების პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება მოლის სტუმრებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრ მომხმარებელს ველით თბილისი მოლში, რომლებსაც საშუალება ექნებათ პირველებმა აღმოაჩინონ და შეიძინონ მრავალფეროვანი ექსკლუზიური კოლექციები ჩვენს ახალგახსნილ მაღაზიაში” – აცხადებს დოქტორი იასინ სიბარი, Zara-სა და Inditex ჯგუფის საუდის არაბეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის გენერალური დირექტორი, კომპანია Alhokair Fashion Retail.

საქართველოში

როგორც "ზარა ჰოუმის" ყველა მაღაზია მსოფლიოში, თბილისის მაღაზიაც ყოველწლიურად წარმოადგენს უახლესი ტენდენციებით შთაგონებულ 2 კოლექციას. მაღაზიაში პროდუქციის განახლება მოხდება კვირაში ორჯერ.

BO-6 Multipic:

Inditex ჯგუფის შესახებ:

 Zara Home ეკუთვნის Inditex ჯგუფს, მსოფლიოში უდიდეს მოდის საცალო ვაჭრობის ჯგუფს, რომელიც 9 ბრენდს მოიცავს ZAra Home-ის გარდა ჯგუფში წარმოდგენილია Zara, Pull & Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Lefties და Uterqüe.

BO-4 Multipic:

Zara Home-ის ისტორია:

  • 2003 წლის აგვისტოში ინდიტექს ჯგუფში შეიქმნა ზარა ჰოუმის ბიზნეს-ფორმატი. იმავე წლის ბოლოს ბრენდის 26 მაღაზია მუშაობდა – 22 ესპანეთში, 2 პორტუგალიაში, 1 გაერთიანებულ სამეფოში და 1 საბერძნეთში.

  • 2004 – ბრენდის შექმნიდან მეორე წელს ზარა ჰოუმმა 36 ახალი მაღაზია გახსნა, მათ შორის მექსიკასა და ჰოლანდიაში.

  • 2005 – წელს ბრენდი განაგრძობს ექსპანსიას 48 ახალი მაღაზიით და შედის 8 ახალ ქვეყანაში, ესენია: იტალია, ბელგია, კვიპროსი, თურქეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი და ანდორა.

  • 2006 - Zara Home ხსნის პირველ მაღაზიას პარიზში. ოქტომბრისთვის ინდიტექს ჯგუფს უკვე 3000 მაღაზია აქვს, მათ შორის ზარა ჰოუმი ვალენსიაში, ესპანეთში. ბრენდმა წელი 152 მაღაზიით დახურა.

  • 2007 - Zara Home იხსნება 4 ახალ ქვეყანაში – ყატარში, იორდანიაში, ომანსა და ლიბანში. იმავე წელს ბრენდი ონლაინ გაყიდვებს იწყებს ევროპის 14 ქვეყანაში. 2007 წელს 52 ახალი მაღაზია გაიხსნა.

  • 2008 – წელს ბრენდი ოპერირებას 4 ახალ ქვეყანაში იწყებს – რუმინეთში, მალტაში, ბაჰრეინსა და მაროკოში. ერთ-ერთი უდიდესი მაღაზია იხსნება სანქტ-პეტერბურგში, ისტორიულ ნეოკლასიკურ შენობაში, რითაც ახალი მაღაზიების რაოდენობა 35-მდე იზრდება.

  • 2009 – წელს Zara Home ხსნის პირველ “ეკო-ეფექტურ” მაღაზიას ბარსელონაში. ეს არის პირველი ტექსტილის მაღაზია ევროპაში LEED სერთიფიკატით, რაც უზრუნველჰყოფს მდგრადი განვითარების შესაბამისი მკაცრი არქიტექტურული პარამეტრების გამოყენებას. იმავე წელს ბრენდი იხსნება პოლონეთში და ახალი მაღაზიების რაოდენობა 22-ს აღწევს.

  • 2010 - გაიხსნა ფლაგსჰიპ მაღაზია მილანში, იმავე წელს 27 ახალი მაღაზია შევიდა ექსპლუატაციაში.

  • 2011 – ბრენდმა პირველი მაღაზია გახსნა პეკინში, ჩინეთში. იმავე წლის ნოემბერში ზარა ჰოუმს უკვე 300 მაღაზია ჰქონდა. 2011 წელს გაიხსნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური მაღაზია ესპანეთის ქალაქ ლა კორუნაში, ზარას ბრენდის დაარსების ადგილას.

  • 2012 - Zara Home-მა გახსნა პირველი მაღაზია სან პაოლოში, ბრაზილიაში. ასევე შევიდა 4 ახალ ქვეყანაში – კოლუმბიაში, პერუში, გვატემალასა და დომინიკის რესპუბლიკაში. იმავე წელს გაიხსნა ონლაინ მაღაზია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

  • 2013 – Zara Home-მა 10 წლის იუბილე აღნიშნა და გახსნა ახალი მაღაზიები 11 ქვეყანაში: კანადაში, ჰონდურასში, ჰონგ-კონგში, ინდონეზიაში, იაპონიაში, ყაზახეთში, პანამაში, ტაილანდში, ტაივანში, შვედეთსა და უნგრეთში. ასევე გაიხსნა 2 მნიშვნელოვანი მაღაზია Champs Elysee-ზე პარიზში და Paseo de Gracia-ზე ბარსელონაში.

  • 2014 – ბრენდმა გახსნა ონლაინ მაღაზია მექსიკაში და რუსეთში, ასევე პირველი მაღაზიები სამხრეთ კორეასა და ალჟირში.

  • 2015 – პირველი მაღაზიები გაიხსნა ავსტრალიაში, ჩილეში, ავსტრიასა და შვეიცარიაში. ბრენდის მეხუთასე მაღაზიის გახსნა სიდნეიში აღინიშნა.

  • 2016 - Zara Home-ის პირველი მაღაზია გაიხსნა დანიაში.

  • 2017 - Zara Home გაიხსნა ისრაელში, ბელორუსიაში, ჩეხეთსა და სომხეთში. ამჟამად ბრენდი წარმოდგენილია 74 ქვეყანაში.

Retail Group Georgia – Alhokair Fashion Retail

Zara Home-ს ოპერირებას უწევს რითეილ გრუპ ჯორჯია (Retail Group Georgia), Alhokair Fashion Retail ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოადგენს 35-ზე მეტ მოდის ბრენდს და მართავს 50-მდე მაღაზიას 2012 წლიდან.

BO-5 Multipic: