LIFE

36 ნაბიჯი სიყვარულამდე

36 ნაბიჯი სიყვარულამდე

ფსიქოლოგმა არტურ არონმა ჩაატარა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა, დაედგინა, აღრმავებს თუ არა ერთმანეთისთვის სპეციფიკური კითხვების დასმა 2 უცნობ ადამიანს შორის არსებულ ინტიმურ სიტუაციას. კვლევისთვის 36 კითხვა შეირჩა და 3 ეტაპად გადანაწილდა – ყოველი მომდევნო ეტაპი წინაზე უფრო ინფორმაციულ კითხვებს შეიცავდა. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს შორის სიახლოვეს ცხოვრების ერთნაირი აღქმა განაპირობებს. კვლევის ხელმძღვანელების განაცხადებით: „მთავარი საკითხი, რომელიც ახლო ურთიერთობას აყალიბებს, ერთმანეთის უწყვეტი, პროგრესირებადი, ორმხრივი გაცნობაა“.
აღმოჩნდა, რომ ერთმანეთში საერთოს აღმოჩენა, როგორც წესი, ძალიან გვიჭირს. პროფესორ არონის კვლევის კითხვარი და სავარჯიშოები კი სწორედ ამაში გვეხმარება. 36 ნაბიჯთან ერთად, არონი პოტენციურ წყვილებს სთხოვს, „თვალის კონტაქტის“ სავარჯიშოებიც აკეთონ: ერთმანეთს 2-4 წუთის განმავლობაში თვალებში უყურონ, რაც ასევე სიახლოვის განცდის შეგრძნებაში დაეხმარებათ.

I ეტაპის კითხვები და სავარჯიშოები:

36 ნაბიჯი სიყვარულამდე

(კითხვები წყვილებმა ერთმანეთს უნდა დაუსვან)

  1. ნებისმიერი ადამიანის არჩევა რომ შეგეძლოს, ვისთან ერთად ივახშმებდი?
  2. გინდა, ცნობილი იყო? რა სფეროში ისურვებდი პოპულარობის მოპოვებას?
  3. სანამ ტელეფონით ვინმეს დაურეკავ, იმეორებ სიტყვებს, რაც უნდა უთხრა? რატომ?
  4. როგორ უნდა გაატარო დღე, შენს ცხოვრებაში საუკეთესო რომ გამოვიდეს?
  5. როდის იმღერე ბოლოს მარტომ? სხვისი თანდასწრებით?
  6. 90 წლამდე რომ იცოცხლო და არჩევანის საშუალება გქონდეს, 30 წლის ასაკის დროინდელი გონება ან სხეული შეინარჩუნო, რომელს აირჩევდი?
  7. გაქვს თუ არა წინათგრძნობა, ან გიფიქრია თუ არა იმაზე, როგორ მოკვდები?
  8. დაასახელეთ 3 საერთო ინტერესი.
  9. რისთვის ხარ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მადლიერი?
  10. შენს აღზრდაში 1 რამის შეცვლა რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?
  11. ეცადე, პარტნიორს შენი ცხოვრების ისტორია რაც შეიძლება დეტალურად მოუყვე. სულ 4 წუთში უნდა ჩაეტიო.
  12. ხვალ რომ გაიღვიძო და რამე ახალი უნარი ან ნიჭი აღმოგაჩნდეს, რას ისურვებდი, რომ ყოფილიყო?

II ეტაპის კითხვები და სავარჯიშოები:

36 ნაბიჯი სიყვარულამდე
  1. ნათელმხილველს შენი მომავლის შესახებ 1 რამის თქმა რომ შეეძლოს, რის გაგებას ისურვებდი?
  2. არის რამე, რის გაკეთებაზეც დიდი ხანია ოცნებობ? აქამდე რატომ არ გააკეთე ეს?
  3. რა მიგაჩნია უდიდეს ცხოვრებისეულ მიღწევად?
  4. მეგობრობაში ყველაზე მეტად რას აფასებ?
  5. რომელი მოგონებაა შენთვის ყველაზე ძვირფასი?
  6. რომელი მოგონებაა ყველაზე საშინელი?
  7. რომ გითხრან, 1 წელიწადში მოკვდებიო, შეცვლიდი შენი ცხოვრების სტილს? რატომ?
  8. რას ნიშნავს შენთვის მეგობრობა?
  9. რა როლს თამაშობს შენს ცხოვრებაში სიყვარული და ვნება?
  10. შენ და შენმა პარტნიორმა ერთმანეთის 5 საუკეთესო თვისება დაასახელეთ.
  11. რამდენად თბილი და შეკრული ატმოსფერო იყო შენს ოჯახში? მიგაჩნია, რომ ყველაზე ბედნიერი ბავშვობა გქონდა?
  12. რა ურთიერთობა გაქვს დედასთან?

III ეტაპის კითხვები და სავარჯიშოები:

36 ნაბიჯი სიყვარულამდე
  1. შენ და შენმა პარტნიორმა, სულ მცირე, 3 საერთო თვისება დაასახელეთ.
  2. დაასრულეთ წინადადება: „ვისურვებდი, გვერდით ვინმე მყოლოდა, ვისაც გავუზიარებდი…“
  3. თუ გადაწყვიტე, რომ შენი პარტნიორის საუკეთესო მეგობარი უნდა გახდე, რა არის მნიშვნელოვანი, რაც შენ შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს?
  4. უთხარი ისეთი კომპლიმენტი, რასაც პირველ შემხვედრს არასოდეს ეტყოდი.
  5. გაუზიარეთ ერთმანეთს ცხოვრების ყველაზე უხერხული მომენტები.
  6. როდის იტირე ბოლოს მარტომ? სხვისი თანდასწრებით?
  7. უთხარი, მისი რომელი თვისება მოგწონს ყველაზე მეტად.
  8. რის შესახებ არ გიყვარს ხუმრობა?
  9. დღეს საღამოს რომ მოკვდე ისე, რომ ვეღარავისთან მოასწრო კონტაქტი, რა დაგრჩებოდა უთქმელი და ვისთვის? აქამდე რატომ არ გითქვამს შენი სათქმელი იმ ადამიანისთვის?
  10. წარმოიდგინე, რომ შენს სახლში ხანძარი გაჩნდა: მოასწარი ოჯახის წევრებისა და შინაური ცხოველების გადარჩენა და კიდევ 1 ნივთის გამოტანა შეგიძლია. რა იქნება ის?
  11. შენი ახლობლებიდან ყველაზე მეტად ვისი სიკვდილის გეშინია და რატომ?
  12. გაუზიარე პარტნიორს შენი პირადი პრობლემა და ჰკითხე, როგორ გადაწყვეტდა მას.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.nytimes.com/2015/01/11/fashion/no-37-big-wedding-or-small.html?smid=fb-nytimes&amp;smtyp=cur&amp;_r=0" target="_blank">www.nytimes.com</a>