LIFE

5 საჩუქარი, რომელთა მიღებაც ვალენტინობას ყველა ქალს სურს

5 საჩუქარი, რომელთა მიღებაც ვალენტინობას ყველა ქალს სურს

მალე ვალენტინობაა, შეყვარებულების დღე და დროა, დაიწყოთ ზრუნვა საყვარელი ადამიანის საჩუქრის შერჩევაზე. ეს არ არის მარტივი საქმე. განსაკუთრებულ ადამიანს განსაკუთრებული საჩუქარი სჭირდება.

Trend.ge გთავაზობთ 5 საჩუქარს, რომლითაც საყვარელი ქალის გახარებას შეძლებთ.

1. შეგიძლიათ აჩუქოთ ტრენდული სათვალე - მაგალითად, თუ Giant Vintage-ის ამ წითელმინიან სათვალეს აჩუქებთ, ის თქვენს საყვარელ ქალს ძალიან მოეწონება და ამავდროულად, იმაშიც დარწმუნდება, რომ მოდის საკითხებში კარგად ერკვევით. გახსოვდეთ, რომ ქალებს განსაკუთრებით ხიბლავთ ის კაცები, რომლებიც თანამედროვე მოდის ტენდენციებში ერკვევიან. ამ სათვალეს კი 64.40 ლარად შეიძენთ.

5 საჩუქარი, რომელთა მიღებაც ვალენტინობას ყველა ქალს სურს
BO-1 Custom embed code

2. აჩუქეთ მას დღიური - გოგონებს მსგავსი საჩუქრები ძალიან უყვართ. შეგიძლიათ შეურჩიოთ ბლოკნოტი, რომელსაც აწერია Why I miss you, ანუ რატომ მენატრები. ასევე, შეგიძლიათ ბლოკნოტში თქვენივე ხელით ჩაუწეროთ რაიმე, სასიყვარულო შინაარსის ტექსტი. გვერწმუნეთ, ასეთი საჩუქრით საყვარელ ადამიანს ყველაზე მეტად გაახარებთ. მისი ყიდვა ძვირი არ დაგიჯდებათ. ამ დღიურს 14.00 ლარად შეიძენთ.

5 საჩუქარი, რომელთა მიღებაც ვალენტინობას ყველა ქალს სურს
BO-2 Custom embed code

3. ჩანთა - ჩანთა თითქმის ყველა ქალის სუსტი წერტილია, მაგრამ მისი შერჩევისას ეცადეთ იპოვოთ რაიმე ორიგინალური. ვფიქრობთ, შეუძლებელია Buyers Store-ის ეს ჩანთა არ მოეწონოს. ის არის ნაზი და განსხვავებული ჩანთა. თქვენი საყვარელი ქალი კი მიხვდება, რომ საჩუქარი უბრალოდ კი არ უყიდეთ, არამედ ბევრი იფიქრეთ მისი შერჩევისას. მისი ფასი 37.00 ლარია.

5 საჩუქარი, რომელთა მიღებაც ვალენტინობას ყველა ქალს სურს
BO-3 Custom embed code

4. საყურე - თუ თქვენს საყვარელ ქალს სამკაული უყვარს, გირჩევთ რამე ნაზი და რომანტიკული სამკაული შეურჩიოთ. ვფიქრობთ, რომ Common Muse-ის ეს საყურე მას ძალიან მოეწონება. ის 81.00 ლარი ღირს.

5 საჩუქარი, რომელთა მიღებაც ვალენტინობას ყველა ქალს სურს
BO-4 Custom embed code

5. კაბა - ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ქალები გიჟდებიან, როცა საყვარელი მამაკაცი მათ სამოსს ჩუქნის. ასეთ დროს ქალი პარტნიორისადმი განსაკუთრებულ კავშირს გრძნობს. ვფიქრობთ, Sister Jane-ის ეს კაბა თქვენს შეყვარებულს ძალიან მოეწონება. ის 119.50 ლარი ღირს. საჩუქრის ჩუქების შემდეგ დაპატიჟეთ რომანტიკულ ვახშამზე და სთხოვეთ, რომ სწორედ თქვენი შერჩეული კაბა ჩაიცვას.

5 საჩუქარი, რომელთა მიღებაც ვალენტინობას ყველა ქალს სურს
BO-5 Custom embed code