90-იანი წლების სტილი დღეს, შესაძლოა, ცოტა უცნაურად გვეჩვენება და ზოგიერთ სამოსსა, თუ ფეხსაცმელზე გაკვირვებით ვამბობთ, ეს როგორ მეცვა?!

ვნახოთ, როგორი ფეხსაცმელები იყო ტრენდული 90-იან წლებში. დარწმუნებულები ვართ რომ 90-იანების თაობას უმეტესი მათგანის ტარების გამოცდილება აქვს.

1. დაუჯერებელია, მაგრამ ასეთი ფეხსაცმელი მოდაში იყო და ძალიან ბევრი ტრენდული ქალი სწორედ ამ სტილზე აკეთებდა არჩევანს.

2. უჩვეულოდ პრიალა და სქელძირიანი ე.წ. შლოპანცები

3. გამჭვირვალე საზაფხულო ფეხსაცმელები.

4. ე.წ, შლოპანცი მაღალ, ერთიან ქუსლზე. ამ ფეხსაცმელს ქალები წვეულებებზეც კი იცვამდნენ.

5. ფერადი და გამჭვირვალე ჩუსტები.

6. ეს უცნაური ფეხსაცმელიც 90-იანი წლებიდანაა.

7. გვჯერა, რომ თქვენ თუ არა, თქვენს დედიკოს, ან ბებოს მაინც ექნებოდა ასეთი ფეხსაცმელი, რადგანაც ის გამორჩეულად ტრენდული იყო.

8. ყველაზე პრინცესული გოგონები ასეთ ჩუსტებს იცვამდნენ.

9. მამაკაცის ტრენდული საზაფხულო ფეხსაცმელი 90-იანი წლებიდან.

10. ამ ფეხსაცმელს რომ უყურებთ, დარწმუნებული ვართ, ამბობთ, რანაირად? - მაგრამ ის საოცრად ტრენდული იყო და ვისაც ასეთი ფეხსაცმელი ეცვა ყველაზე მოდურ ქალად ითვლებოდა.

11. ამ და მსგავსი სტილის ფეხსაცმელებს 90-იან წლებში გამოსასვლელ ქოშებს უწოდებდნენ და შეიძლება ქორწილშიც კი ჩაეცვათ.

12. 90-იანი წლების კიდევ ერთი ტრენდი.

13. მაღალქუსლიანი ქოშები. სხვათაშორის, ასეთ და მსგავს ფეხსაცმელებს ახალ რძლებს ყიდულობდნენ ხოლმე დედამთილები და ეს დიდ პატივისცემად მიიჩნეოდა.

14. ტრენდული ბოტასები 90-იანი წლებიდან.

15. როგორც ხედავთ, მაღალქუსლიანი სპორტული ფეხსაცმელი 90-იან წლებში განსაკუთრებით აქტუალური იყო.