როგორ გამოიყურება 70 წლის ქალი, რომელიც 40 წელია შაქრის მიღებაზე უარს ამბობს
- 27.02.2019
თითქმის ყველა საკვები, მცირე თუ დიდი რაოდენობით, შეიცავს შაქარს. განსაკუთრებით შაქრის მაღალი შემცველობით გამოირჩევა დასავლური სამზარეულოს საჭმელები. ტკბილეული ადამიანების დიდ ნაწილს ისედაც ძალიან გვიყვარს და მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, როგორი მავნებელია ის ჯანმრთელობისთვის, მაინც ვერ ვამბობთ უარს, მაგრამ ახლა გაგაცნობთ 70 წლის ქალს, ქეროლაინ ჰართს, რომელმაც უკვე 40 წელია შაქარი და შაქრის შემცველი პროდუქტები რაციონიდან ამოიღო და განსაცვიფრებელი შედეგი მიიღო. ვფიქრობთ ქეროლაინის ამბის გაგების შემდეგ ბევრი თქვენგანი მიბაძავს მას.
ქეროლაინი 30 წლის იყო როცა გადაწყვიტა, რომ შაქრის შემცველ პროდუქტებზე უარი ეთქვა და ახლა, 70 წლის ასაკში გამოირჩევა ჯანმრთელობით და შეუდარებლად ახალგაზრდული გარეგნობით და საერთოდ არ ჰგავს 70 წლის ქალს.
ქეროლაინი ფიქრობს რომ მისი ამბავი ბევრი ადამიანისთვის შესაძლოა შთაგონების წყარო გახდეს და მიიჩნევს, რომ საკუთარი თავზე ზრუნვა უნდა შეგვეძლოს და თუ ვიცით, რომ ესა თუ ის ნაბიჯი დადებით შედეგს მოგვიტანს, უნდა გადავდგათ კიდეც ის. ქეროლაინის დიეტა ჯანსაღ კვებასთან და უშაქრო პროდუქტებთან ერთად მჭიდროდაა დაკავშირებული ვარჯიშთანაც. 70 წლის შეუდარებელი გარეგნობის ქალი ამბობს, რომ მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო სწორ კვებასთან ერთად, სწორად ვარჯიშშიც არის. სწორედ ვარჯიშის დამსახურებაა მისი ფანტასტიკური ფიგურა 70 წლის ასაკში.
თუ არ გჯერათ, რომ ეს ქალი 70 წლის არის, მარტო არ ხართ, ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც უბრალოდ არ სჯერა ქეროლაინის ასაკი და არც გვიკვირს, თუმცა ეს სიმართლეა.
ქეროლაინმა დააარსა კომპანია სახელად - Sweet Life, ეს ერთგვარი კლუბია, რომლის წევრებსაც ის თავის ისტორიას უყვება, უშაქრო პროდუქტებს ყიდის და ასწავლის მომხმარებლებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ისე, რომ შაქრის შემცველობის პროდუქტები არ მიირთვან.
ვნახოთ მთავარი რჩევები 70 წლის ქალისგან, რომლის გარეგნობა მართლაც განცვიფრებას იწვევს.
1. შეცვალეთ კვების რეჟიმი და ასევე დამოკიდებულება - ქეროლაინი ამბობს, რომ საკვების მიმართ, პირველ რიგში, დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ. მას არ შეხედოთ ისე, როგორც შიმშილის დასაკმაყოფილებელ საშუალებას. საჭმელი განიხილეთ სილამაზისა და ჯანმრთელობის წინაპირობად და ახალგაზრდობის შენარჩუნების გარანტად.
მას შემდეგ, რაც დამოკიდებულებას შეიცვლით, აღარ მიირთმევთ ისეთ საკვებს, რომელიც ანგრევს ჯანმრთელობას და ნაადრევად გაბერებთ. ქეროლაინი ამბობს, რომ შაქრის შემცველ პროდუქტზე უარის თქმით, ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო.
გარდა ჯანსაღი კვებისა, სხვა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია. 70 წლის მომხიბვლელი ქალი ამბობს, რომ ის არასოდეს იძინებს მაკიაჟით და ყოველ ღამით ისვამს დამატენიანებელ კრემს, განსაკუთრებით კისრის არეში და თვალის გარშემო, გარეთ არ გადის მზისგან დამცავი კრემის წასმის გარეშე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ უკვირს, რომ 70 წლის ასაკში ასე მომხიბვლელად გამოიყურება.
2. ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვებს - რა თქმა უნდა, ჯანსაღად კვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ქეროლაინი ამბობს, რომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორი ადამიანი ხართ. მნიშვნელოვანია, რომ იფიქროთ პოზიტიურად და განდევნოთ ნეგატიური აზრები. არ შეადაროთ საკუთარი თავს სხვებს, არ შეგშურდეთ გარშემომყოფების, თორემ აუცილებლად ადრე დაბერდებით და მხოლოდ ჯანსაღი კვება, ან ვარჯიში ვერ დაგეხმარებათ ახლაგაზრდობის შენარჩუნებაში.
3. გახსოვდეთ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ იცხოვროთ ბედნიერი ცხოვრებით - ქეროლაინი გვირჩევს, რომ არ მოვუსმინოთ მათ, ვინც ნეგატიურად განგვაწყობს და გამუდმებით ნეგატივს აფრქვევს. „ცხოვრება თქვენს ხელთააა და ყველაფერი უნდა გააკეთოთ ბედნიერებისთვის. გახსოვდეთ, რომ ბედნიერი ადამიანები ნაადრევად არ ბერდებიან,“ - ამბობს ქეროლაინი.
თემები: თავის მოვლა, სტილი, ტრენდი, რჩევები
<a href="http://powerfulmind.co">http://powerfulmind.co</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია