ბებიები და ბაბუები, რომლებიც შვილიშვილებზე ზრუნავენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ - კვლევის შედეგი
- 28.02.2019
ადამიანების დიდ ნაწილს, როგორც წესი, სასიამოვნო მოგონებები აქვთ ბებიებთან და ბაბუებთან დაკავშირებით და ყოველთვის ბედნიერად ახსენდებათ ის დრო, რომელიც მათ გვერდით გაატარეს. ბებიები და ბაბუები ყველაზე ტკბილი ადამიანები არიან, რომლებიც გვეფერებიან, გვკოცნიან, თავიანთ სითბოს გვინაწილებენ და რაც მთავარია, სიბრძნესა და გამოცდილებასგვიზიარებენ.
გარდა იმისა, რომ შვილიშვილებისთვისაა კარგი უფროს თაობასთან დროის გატარება, როგორც აღმოჩნდა, ბებიები და ბაბუებიც დიდ სარგებელს იღებენ.
კვლევის თანახმად, ბებიები და ბაბუები, რომლებიც მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდის პროცესში და ზრუნავენ მათზე, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, არიან უფრო ჯანსაღები და ნაადრევად გარდაცვალების რისკი მათში 37 %-ით მცირდება.
კვლევა გერმანიაში ჩატარდა და მასში 500-ზე მეტი 60-დან 70 წლამდე ადამიანი მონაწილეობდა, კვლვეა 1990 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში მიმდინარეობდა და მკვლევარები მის მონაწილეებს შესაბამის ტესტს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უტარებდნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების 50%-ზე მეტი, რომლებიც შვილიშვილებზე ზრუნავდნენ, 10 წლის შემდეგ ჯანსაღად და ბედნიერად გრძნობდნენ თავს, ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც არ იღებდა მონაწილეობას შვილიშვილების აღზრდაში, 50%-ზე მეტი 5 წელიწადში გარდაიცვალა, ან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები შეექმნა.
„ეს კვლევა გვიჩვენებს პოზიტიურ კავშირს მზრუნველობასა და ადამიანის ხანგრძლივ სიცოცხლეს შორის“, - ამბობს პროფესორი დევიდ კოელი. იმის განცდა, რომ ასწავლი მომავალ თაობას ცხოვრებას, გადარჩენის წესებს, ან უბრალოდ ზრუნავ მასზე, ადამიანს აბედნიერებს. ბედნიერება კი ჯანმრთელობისა და დიდხანს სიცოცხლის წინაპირობაა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ბებიები და ბაბუები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ თავიანთი შვილიშვილების კეთილდღეობის საქმეში. უფრო მეტიც, ბავშვებს, რომელთა აღზრდის პროცესში მნიშვნელოვნად არიან ბებიები და ბაბუები ჩართულები, ზრდასრულ ასაკში ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემები არ აწუხებთ და უფრო გამძლეები არიან სტრესული სიტუაციების მიმართ. ასე რომ, ბებიებმა და ბაბუებმა და შვილიშვილებმა რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატარონ ერთად. ამით ორივე მხარე დიდ სარგებელს იღებს.
თემები: ბავშვები, ბებია, შვილიშვილი, ბაბუა
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია