1. მირანდა (Miranda), 2009-2013
მირანდა სუვენირების მაღაზიაში მუშაობს და სულაც არ ჩქარობს გათხოვებას, მაგრამ ნათესავები არ იღლებიან იმის შეხსენებით, რომ უკვე დროა პირად ბედნიერებაზე იფიქროს. მაგრამ ახალგაზრდა ქალი არ აქცევს ყურადღებას ახლობლების შენიშვნებს და აგრძელებს უდარდელ ცხოვრებას. ის ადვილად პოულობს გამოსავალს სხვადასხვა, ხანდახან უცნაური და კურიოზული სიტუაციებიდან.
2. აბსოლუტურად ზღაპრული (Absolutely Fabulous), 1992-2012
განუყრელი მეგობრები ედინა და ფეტსი თვლიან, რომ ცხოვრებისგან ყველაფერი უნდა მიიღონ. მდიდარ ქალებს, რომლებიც ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს, უყვართ მხიარული ცხოვრება. საფი, ედინას ქალიშვილი, ცდილობს ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს დედა, მაგრამ უშედეგოდ.
3. მამა ტედი (Father Ted), 1995-1998
გაფლანგვის გამო მამა ტედი კუნძულ კრაგიზე გადაასახლეს. მას ორი დამხმარე დაუნიშნეს: მამა დუგალი და მამა ჯეკი. პირველი ინტელექტით არ ბრწყინავს, მეორეს კი პრობლემები აქვს ალკოჰოლთან. შესანიშნავი სამეული სხვადასხვა ხრიკებს იგონებს, რათა არ დაკავდეს ეკლესიური საქმიანობით და არ გადაჭრას მრევლთა პრობლემები.
4. დოქტორ მარტინი (Doc Martin), 2004-2018
დოქტორ მარტინს ცხოვრებაში ცვლილებები სურს და გადაწყვიტს ლონდონიდან საცხოვრებლად პატარა დაბაში გადავიდეს. ის მუშაობას სოფლის ექიმად იწყებს და დიდი პროფესიონალური გამოცდილების მიუხედავად, პაციენტებთან პრობლემებს აწყდება. ამას ემატება მისი მდივნის დაუჯერებელი არაკომპეტენტურობა.
5. პიპ შოუ (Peep Show), 2003–2015
მარკი - შუასტატისტიკური კლერკია, რომლისთვისაც ძნელია ცხოვრებაში ორიენტირება სამსახურის გარეშე. მას ეშინია გოგონების გაცნობა, განსხვავდება სხვა მამაკაცებისგან გულუბრყვილობითა და მოუქნელობით. ჯერემი სავსეა ენერგიითა და ოპტიმიზმით, დაკავებულია ელექტრონული მუსიკის შექმნით. ამ ორ ასეთ განსხვავებულ ადამიანს აერთიანებს ერთი რამ - იაფფასიანი ნაქირავები ბინა.
6. ძველი ნივთების ცივი დუქანი (The Bleak Old Shop of Stuff), 2011–2012
ლონდონი, მე-XΙX საუკუნე. მთავარი გმირი ოჯახთან ერთად ფლობს მაღაზიას, რომელშიც შეიძლება სხვადასხვა უცნაური და უჩვეულო ნივთების შეძენა. ერთხელაც ის დაკარგავს საქმესაც, და ოჯახის წევრებსაც. მტერს ხომ მისი განადგურება უნდა.
7. ბლექფული (Blackpool), 2004–2005
ბიზნესმენმა რიპლი ჰოლდენმა გადაწყვიტა პატარა საკურორტო ქალაქი ბლექფული ლას-ვეგასის ჩრდილო ინგლისურ ვერსიად გადააქციოს. ის ხსნის სათამაშო ავტომატების დარბაზს, რომელსაც შემდგომ გეგმავს გადააკეთოს სასტუმროდ კაზინოთი. მაგრამ ერთხელ მომავალი სასტუმროს შენობაში აღმოაჩენენ გვამს. კრიმინალისტი პიტერ კარლაილი იწყებს გამოძიებას და ერევა არა მხოლოდ საქმიან, არამედ მთავარი გმირის პირად ცხოვრებაშიც.
თემები: რჩევები, ფილმები, სერიალი, მსახიობები
<a href="https://www.adme.ru/">https://www.adme.ru/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია