შავი ფერი ძლიერი ადამიანების ფერად მიიჩნევა. როცა საქმე ეხება შავ სამოსს, მისი ჩაცმა მეტყველებს ადამიანის დაუოკებელ სურვილზე, რომ აჩვენოს სხვებს საკუთარი ძალა. შავი ფერის სამოსის ტარებით ერთგვარ მესიჯს აგზავნით გარშემომყოფთათვის - თქვენ საზოგადოებისგან პატივისცემას ითხოვთ.

განსხვავებული ფერები ჩვენს ტვინზე განსხვავებულად მოქმედებს და სხვადასხვაგვარ სტიმულაციას იწვევს. იმ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ შავი ფერის სამოსის ტარება, გარშემომყოფები აღიქვამენ წარმატებულებლად, საკუთარ თავსა და ვიზუალზე მზრუნველ ნატურებად და ამავდროულად, ადამიანებად, რომლებსაც, მცირე დოზით, ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებთ.

თუ შავი ფერის სამოსის ტარება მოგწონთ, ეს მიუთითებს, რომ ემოციური ადამიანი ხართ, მაგრამ ამ ემოციებს მაქსიმალურად ფარავთ და არ გინდათ, რომ სხვებს აჩვენოთ.

თქვენთვის ემოციური სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ამიტომაც, დიდ ძალისხმევას ახმართ ემოციების მართვას. იბრძვით შფოთვისა და დეპრესიის წინააღმდეგ და როცა დეპრესია გაწუხებთ, მაქსიმალურად ცდილობთ, თქვენი სულიერი მდგომარეობის დამალვას.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი შავი სამოსის მოყვარულებზე - ფსიქოლოგთა მტკიცებით, თუ შავი ფერის სამოსის ტარება გიყვართ (ეს უფრო მეტად ქალებს ეხება), ეს მიუთითებს, რომ გსურთ საზოგადოებამ აღგიქვათ იმაზე გაცილებით უფრო შთამბეჭდავად, ვიდრე სინამდვილეში ხართ.

შავი სამოსის მოყვარულ ქალებს სურთ, რომ კლასიკურ და ელეგანტურ, დახვეწილი გემოვნების მქონეებად მიიჩნეოდნენ. ფერების ფსიქოლოგიის ექსპერტები ამბობენ, რომ შავი ფერი ძალისა და პრესტიჟულობის მაიდენტიფიცერებელია და მიანიშნებს, რომ ადამიანი, რომელსაც შავი სამოსის ტარება უყვარს საკუთარ თავს ძალიან სერიოზულ პერსონად განიხილავს, არის ამბიციური, თავდაჯერებული და საზოგადოებისგან პატივისცემას მოითხოვს.

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ შავი სამოსის მოყვარულები ძალიან მგრძნობიარეები და სამყაროში ყველაზე სანდო ადამიანები არიან. შეგიძლიათ გაანდოთ ნებისმიერი საიდუმლო, მოუყვეთ თქვენი ტკივილის შესახებ და მათგან მხარდაჭერისა და დახმარების იმედი გქონდეთ. გამოირჩევიან კეთილი გულით და მზად არიან, თქვენ გვერდით გაჩდნენ, როცა დაგჭირდებათ.