ჯანმრთელობა

მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან

მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან

ჩინეთში ლამაზი ქალს არ უწოდებენ მხოლოდ მას, ვინც კარგად გამოიყურება. უძველესი ჩინური კულტურა ამბობს, რომ ნამდვილ სილამაზეს ლამაზი სხეულისა და სულის კომბინაცია ქმნის და გარეგნული მხარე სილამაზის მხოლოდ შემადგენელი ნაწილია. სილამაზეს ადამიანის მთლიანი პიროვნება განსაზღვრავს - მისი მისწრაფებები, მისი ინტერესები, შინაგანი სამყარო, სულიერი ჰარმონია.

თუმცა ამჯერად თავი დავანებოთ ძველ სწავლებას.შეუძლებელია უყურადღებოდ დაგვრჩეს ის ფაქტი, რომ 40 წლის ჩინელი ქალები 20 წლის გოგონებს ჰგვანან, რაც გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს. ვნახოთ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული სტატია, რომელიც გვასწავლის ჩინურ მეთოდებს, როგორ უნდა შეინარჩუნეთ ახალგზარდობა და მუდამ 25 წლის გოგონასავით გამოიყურებოდეთ.

საიდუმლო #10 - დალიეთ უფრო მეტი წყალი

მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან

ჩინელი ქალები ბევრ წყალს სვამენ. სადაც უნდა მიდიოდნენ, აუცილებლად აქვთ ხელში ერთი ბოთლი წყალი. თუ ჰკითხავთ, რა არის მათთვის ერთი რამ, რაც გადარჩენისთვის სჭირდებათ, გიპასუხებენ, რომ ეს არის წყალი.

საიდუმლო #9 - გაატარეთ ნაკლები დრო მზეზე

მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან

ჩინელი ქალები ემალებიან მზეს და ამით კანს იცავენ და უფრთხილდებიან. გარეთ მზისგან დამცავი კრემის წასმის გარეშე არ გადიან.

საიდუმლო #8 - სასმელების ნაცვლად დალიეთ ჩაი

მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან

ჩაი ჩინელი ქალების საყვარელი სასმელია. ექსპერტები გირჩევენ მიირთვათ ჟასმინის ჩაი. მიირთვით გაზიანი სასმელების ნაცვლად ჩაი. მას დადებითი გავლენა აქვს გარეგნობასა და სილამაზეზე.

საიდუმლო #7 - წინასწარ გაწერეთ დღის განრიგი

მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან

ჩინეთში ზედმიწევნით ზუსტად მიჰყვებიან დღის გეგმას. ჩინელი ქალები ზრუნავენ კვებისა და ძილის რეჟიმზე. ლანჩის შემდეგ ისინი ცოტა ხნით ჩათვლემენ ხოლმე, სამსახურშიც კი. ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად ძილი და სწორი კვება აუცილებელია.

საიდუმლო#6 - თავი აარიდეთ მაღალკაროლიულ დესერტებს

მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან

ჩინური სამზარეულო მნიშვნელოვნად განსხვავებულია სხვა სამზარეულოებისგან. ჩინური ტრადიციული დესერტი არ შეიცავს შაქარს. ჩვენ, როგორც წესი, დესერტს კერძების მირთმევის შემდეგ ვჭამთ, ჩინელები კი ასე არ იქცევიან. ისინი ჯერ ჭამენ მაგალითად სუპს, შემდეგ დესერტს, ხოლო შემდეგ სალათს.

საიდუმლო#5 - ზღვის მცენარეები კვების რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია

მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან

ჩინელი ქალები მიირთმევენ დიდი რაოდენობით ზღვის მცენარეებს. ზღვის მცენარეები საჭმლის მომნელებელი ორგანოების უკეთ მუშაობას უწყობს ხელს და ამასთანავე, მცირე რაოდენობა ანაყრებს და ის შესანიშნავი არჩევანია თუ წონაში დაკლებას ცდილობთ. პროდუქტი მდიდარია ვიტამინებით და ხელს უწყობს კანის ახალგაზრდა იერის შენარჩუნებას.

საიდუმლო#4 - სიმშვიდის შენარჩუნება

მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან

ჩინელი ქალები არ არიან ემოციურები. ისინი იშვიათად გამოხატავენ მიმიკებით ემოციებს, რაც კანზე ნაოჭების წარმოქმნას ხელს უშლის. მუდმივად სიმშვიდის შენარჩუნება და უემოვიო სახე ბოტოქსის შესანიშნავი ალტერნატივაა.

საიდუმლო #3 - მაკიაჟი

მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან

ჩინელი ქალების სახისა და ტანის მოვლის საშუალებები ბუნებრივი პროდუქტებისგან შედგება, რაც ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას განაპირობებს. ეს ინგრედიენტებია ზღვის მცენარეები, მარგალიტის ფხვნილი, ბუნებრივი ზეთები, ჟენ-შენი და ა.შ. ამ პროდუქტისგან მომზადებული პროდუქტი კანს აბრეშუმივით გლუვს ხდის.

საიდუმლო #2 - წერტილოვანი მასაჟი

მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან

ჩინელი ქალები დიდი ყურადღებას უთმობენ სხეულზე ზრუნვას, ფეხების წერტილოვან მასაჟს და ეს ჟანსაღი ცხოვრებისთვის უმთავრეს კომპონენტად მიაჩნიათ. ფეხებზე მასაჟს დღეში რამდენჯერმე იკეთებენ. სწორედ ამიტომ, ისინი დიდხანს ინარჩუნებენ სიარულის ახალგაზრდულ მანერას.

საიდუმლო #1 - სახის მასაჟი სპეციალური ხელსაწყოთი

მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან

ჩინელი ქალები ამ ხელსაწყოთი ყოველ დღე იკეთებენ სახეზე მასაჟს. ის ხელს უწყობს სისხლის უკეთეს ცირკულაციას და სახეზე ნაოჭების წარმოქნას აფერხებს. შესაბამისად, გეხმარებათ, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი.



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>