სილამაზე

როგორ გავაღიავოთ თმა სახლის პირობებში, ნატურალური პროდუქტების გამოყენებით?

როგორ გავაღიავოთ თმა სახლის პირობებში, ნატურალური პროდუქტების გამოყენებით?

ქერა თმა ძალიან პოპულარულია. უამრავი ქალი მიმართავს თმის გაღიავების ძვირადღირებულ მეთოდებს. ჯერ კიდევ თმის ქიმიური საღებავის გამოგონებამდე, ქალები ცდილობდნენ თმისთვის ოქროსფერი შეფერილობა მიენიჭებინათ. ისინი ამას ნატურალური პროდუქტების გამოყენებით ცდილობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნატურალური პროდუქტები ნაკლებ აზიანებს თმას. მართალია შედეგად ვერ მიიღებთ მკვეთრად განსხვავებულ თმის ფერს, თუმცა თმა ერთი ტონით გაღიავდება და ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს.

როგორ გავაღიავოთ თმა სახლის პირობებში, ნატურალური პროდუქტების გამოყენებით?

გაეცანით ჯადოსნურ რეცეპტს, რომლისთვისაც მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ!


ქერათმიანებისთვის ცნობილია, რომ გვირილის ჩაი თმას კიდევ უფრო აჯანსაღებს და ლამაზ ოქროსფერს ანიჭებს. როგორც აღმოჩნდა, გვირილის ჩაისა და ლიმონის კომბინაციით შესაძლებელია ნებისმიერი თმის ფერის გაღიავება.

ინგრედიენტები: 2 ჭიქა წყალი, 5 გვირილის ჩაის პაკეტი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის ან ლაიმის წვენი.

მომზადება: ჩაყარეთ გვირილის ჩაის პაკეტები წყალში და აადუღეთ. როდესაც ნახარში გაგრილდება, დაუმატეთ ლიმონის ან ლაიმის წვენი. დაელოდეთ სანამ საბოლოოდ გაცივდება. დაიტანეთ მიღებული მიქსტურა თმაზე და გაიჩერეთ 1 საათით. ჩამოიბანეთ შამპუნისა და კონდიციონერის გამოყენებით.

გაითვალისწინეთ: ერთი გამოყენების შემდეგ შედეგი ხილვადი მხოლოდ ქერათმიანებისთვის იქნება. რაც შეეხება თმის მუქ ტონებს, სასურველი შედეგის მისაღებად, ამ პროცედურის 2-3-ჯერ განმეორება დაგჭირდებათ. შეგიძლიათ გვირილისა და ლიმონის ნაზავი კვირაში ორჯერ გამოიყენოთ.

დაიმახსოვრეთ: რაც მეტად ღია ფერის თმა გსურთ, მით უფრო ბევრჯერ მოგიწევთ ჯადოსნური პროდუქტების გამოყენება. თუმცა კარგი ამბავი ისაა, ბუნებრივი ინგრედიენტები თმას არ აზიანებს.