იმ დროს რომანტიკა ადვილი არ იყო. თუ გოგოსთან ფლირტი გინდოდა, ეს პირისპირ უნდა გაგეკეთებინა - ან აგეღო ტელეფონი და დაგერეკა... ან ხელნაწერი წერილი გაგეგზავნა..
დიახ, ბაბუებმა ნამდვილად იციან რას ნიშნავს ნამდვილი რომანტიკა და სიყვარული. ამიტომ, მოდი მოვუსმინოთ, რას გვირჩევენ ისინი.
1. მიიღეთ პარტნიორის ნაკლოვანებები
„თუ ვინმეზე შეყვარებული ხარ, მაშინ იკამათებთ. ბევრს იკამათებთ. ალბათ წარმოუდგენელიც კია, ისეთ დეტალებზე წაკინკლავდებით. მაგრამ, ნუ მიიღებთ ამას პირადად. ნუ ჩათვლით, რომ ეს ადამიანი სათქვენო არ არის. მიიღეთ მისი კარგი და ცუდი თვისებები, გააღმერთეთ ის, რაც მოგწონთ, მაგრამ შეეჩვიეთ იმას, რასაც ვერ შეცვლით. კონცენტრირება მოახდინეთ დადებითზე“.
2. ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას
„როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, გახსოვდეთ: ყველაფერი ზომიერად. ზომიერება არის მთავარი“.
3. მოუსმინეთ ერთმანეთს
„მოუსმინეთ ერთმანეთს და ნამდვილად მოისმინეთ რას ამბობს თქვენი პარტნიორი. მოსმენა და გაგება უმნიშვნელოვანესია“.
4. სიყვარულს დრო სჭირდება
„სიყვარული ვითარდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ხშირად, ფიზიკური მიზიდულობა გაგრძნობინებს, რომ შეყვარებული ხარ, მაგრამ სიყვარული დროის გარეშე არ არსებობს“.
5. მთავარია ნდობა და პატივისცემა
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ერთმანეთისთვის. მე არასდროს ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრს ვაკეთებ და ის არასდროს გრძნობს, რომ ძალიან ბევრს აკეთებს. ჩვენ არასდროს ვიღებთ ერთმანეთს თავისთავად. ჩვენ ვენდობით და პატივს ვცემთ ერთმანეთს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“.
6. აირჩიე გონივრულად
„ქორწინება დიდი გადაწყვეტილებაა, ამიტომ დარწმუნდით, რომ გონივრულ არჩევანს აკეთებდით და არ ფიქრობთ „რა იქნებოდა, სხვა რომ ამერჩია“... თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამ ადამიანის გარდა, არასოდეს არავის არ აირჩევდით“.
7. ერთად იცინეთ
„უბრალოდ იცინეთ, დიდხანს და დაუსრულებლად. იცინეთ ერთად და ერთმანეთისთვის“.