იცოდით, რომ სამსახურში 5 ტიპის ბულინგი არსებობს? - როგორ გავუმკლავდეთ მას?
- 07.11.2023
ხშირად, ადამიანებს სამსახურში მორალურ კომპრომისებზე წასვლა უწევთ, რაც მათ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, მაგრამ საქმე უფრო რთულად მაშინაა, როცა ადამიანს დილით ადრე სამსახურში წასვლა უბრალოდ არ უნდა და ხშირად ამის მიზეზი არა თვითონ სამუშაო, არამედ კონკრეტული ადამიანია, ვინც მასზე ფსიქოლოგიურად და ემოციურად ძალადობს.
დაიმახსოვრეთ, სამსახურში მოძალადეების წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს, რომ მათ დონეზე უნდა დაეცეთ. იყავით პროფესიონალი, თავდაჯერებული და კონცენტრირებული საკუთარ ზრდაზე. შექმენით უფრო პატივსაცემი და ჰარმონიული სამუშაო სივრცე.
-
მიკრომენეჯერი
მიკრომენეჯერი ტრიალებს თქვენს გვერდზე და ამოწმებს თქვენს ყოველ ნაბიჯს. მათ ხშირად არ აქვთ ნდობა გუნდის წევრების შესაძლებლობების მიმართ, რაც შეიძლება აბრკოლებდეთ. ის ჰგავს ჩრდილს, რომელიც მუდამ თან გდევთ და აკრიტიკებს თქვენს ნამუშევრებს. დისკომფორტის გადასაჭრელად, გულწრფელად ისაუბრეთ მასთან ავტონომიის მნიშვნელობისა, პირადი სივრცის დაცვისა და ამოცანების დამოუკიდებლად შესრულების უნარზე. აუხსენით და დაარწმუნეთ, რომ დამოუკიდებლად შეგიძლიათ დავალებული საქმის გაკეთება და სთხოვეთ დაგეხმაროთ მხოლოდ მაშინ, როცა ამას ითხოვთ.
-
ოფისის ჭორები
ოფისის ჭორები შეიძლება წარმოუდგენლად ტოქსიკური იყოს. ყველა სამსახურში მოიძებნება ერთი ან ორი ჭორიკანა, რომლებიც იხიბლებიან ჭორების გავრცელებით და დრამის შექმნით. ეცადეთ ჭორიკანების წრეებისგან თავის დაღწევას. მოერიდეთ ჭორებში მონაწილეობას ან მგრძნობიარე ინფორმაციის გაზიარებას. თუ აღმოჩნდებით მათი ჭორების სამიზნე, მშვიდად, მაგრამ თავდაჯერებულად გადადით კონსტრუქციულ საუბარზე.
-
შრომის ქურდი
თუკი იგრძნობთ, რომ ვინმე თქვენს შრომას აკნინებს (ეს შეიძლება იყოს შრომის ქურდი), აწარმოეთ თქვენი ნამუშევრების დეტალური ჩანაწერი. გაუზიარეთ თქვენი მიღწევები კოლეგებს და ხელმძღვანელებს, ასეთი ხერხით ცხადი გახდება, ვინ იმსახურებს აღიარებას. თავაზიანად დაუპირისპირდით შრომის ქურდს გუნდის შეხვედრების დროს პროექტებში თქვენი როლის ხაზგასმით.
-
ეგოცენტრული ადამიანი
ასეთი ადამიანები ეჭვქვეშ აყენებენ თქვენს შესაძლებლობებსა და თვითშეფასებას. მათ შეუძლიათ დაარღვიონ თქვენი მყუდროება, თუ მათ ამის უფლებას მისცემთ. როდესაც ეგოცენტრული ადამიანის კომენტარებს უსმენთ თქვენს შესახებ, ღრმად ამოისუნთქეთ და მშვიდად გამოხატეთ, რას გრძნობთ მისი მოსმენისას. საჭიროების შემთხვევაში, ჩართეთ HR ან მენეჯმენტი სიტუაციის შუამავლობაში. გარშემორტყმული იყავით მხარდამჭერი კოლეგებით, რომლებიც ამაღლებენ თქვენს თავდაჯერებულობას.
-
დივერსანტი
დივერსანტები განზრახ ძირს უთხრიან თქვენს საქმიანობას, რათა თვითონ უკეთ გამოიყურებოდნენ. დაიცავით თქვენი სამუშაო მნიშვნელოვანი დოკუმენტების და ელფოსტის სარეზერვო ასლების შენახვით. თუ ეჭვი გეპარებათ დივერსიაში, გამოხატეთ შეშფოთება ხელმძღვანელთან, თუ ეს შესაძლებელია, მიაწოდეთ მტკიცებულებები. თანამშრომლობასა და გამჭვირვალობას შეუძლია ბოლო მოუღოს დივერსანტებს და ნაკლები ზიანი მოგადგეთ თქვენც და კომპანიასაც.
არსებობენ სხვადასხვა ტიპის ბულერები, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ჩვენ მოგცემთ რჩევებს, როგორ მოვიგერიოთ ისინი.